რუსეთიდან საქართველოში ნახევარი მილიონი დოლარის არალეგალურად შემოტანა სცადეს

© photo: Sputnik / Maria Devakhinaრუსული რუბლების კუპიურები
რუსული რუბლების კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2024
გამოწერა
მებაჟეებმა ფულადი თანხა ავტომობილის დათვალიერების დროს აღმოაჩინეს.
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა „ყაზბეგის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - საუბარია 40 მილიონ რუსულ რუბლზე, იუწყებიან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.
არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 1.164.000 ლარი შეადგინა.
მებაჟეებმა ფულადი თანხა ავტომობილის დათვალიერების დროს აღმოაჩინეს.
საბაჟო კოდექსის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, თანხა სრულად ჩამოერთვა.
ყველა ახალი ამბავი
0