ქურდული სამყაროს წევრობა და მხარდაჭერა: სასამართლომ 10 პირს განაჩენი გამოუტანა

© AFP 2024 / Mike LEYRAL ციხის საკანი
ციხის საკანი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2024
გამოწერა
„ქურდული სამყაროს“ წევრები „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირებთან ერთად, ქუთაისში ე.წ. „ქურდულ გარჩევებს“ სისტემატიურად აწყობდნენ.
თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირებთან ერთად, ქუთაისში სისტემატიურად აწყობდნენ ე.წ. „ქურდულ გარჩევებს“, სადაც განიხილავდნენ მოქალაქეთა შორის არსებულ დავებს, აფასებდნენ მათ ქმედებებს და იღებდნენ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, პირებს აკისრებდნენ თანხის გადახდას.
პროკურატურამ სამ პირს ბრალდება „ქურდული სამყაროს“ წევრობის მუხლით წარუდგინა, ხოლო შვიდ პირს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა ედება ბრალად.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულთაგან ერთ პირს სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით, ხოლო 2 პირს - 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ასევე „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულთაგან 2 პირს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 პირს 3 წლით და 6 თვით, ხოლო 3 პირს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
2018 წლიდან საქართველოში გამკაცრდა კანონმდებლობა კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლის კუთხით. ახლა დასჯადია არამარტო „ქურდული სამყაროს“ წევრობა, არამედ ქურდული შეკრება, გარჩევა და „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენელთან დახმარებისთვის მიმართვა.
წყარო - საქართველოს პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0