https://sputnik-georgia.com/20240411/yofil-colze-zaladobistvis-samartaldamcveli-daakaves-287276218.html
ყოფილ ცოლზე ძალადობისთვის სამართალდამცველი დააკავეს
ყოფილ ცოლზე ძალადობისთვის სამართალდამცველი დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 11.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-11T16:10+0400
2024-04-11T16:10+0400
2024-04-11T16:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ძალადობა ოჯახში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/05/240480574_0:60:2000:1185_1920x0_80_0_0_9c8473263b6eefcbb6340f4f5d239030.jpg
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა ძალადობისა და მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა, ნათქვამია უწყების მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა, ხოლო მასთან გაშორების შემდეგ 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის აპრილამდე პერიოდში, სატელეფონო კომუნიკაციისას, ასევე, ინტერნეტ-აპლიკაციით გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ყოფილ ცოლსა და მის ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით სისტემატურად ემუქრებოდა.ასევე, 2023 წლის 22 აგვისტოს ბრალდებულმა ყოფილ მეუღლის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ჭიშკარზე მუქარის შემცველი ტექსტი დაწერა და დაშინების მიზნით იქვე საბრძოლო ვაზნა დატოვა.გარდა ამისა, 2023 წლის 25 ოქტომბერს, შვილის წაყვანასთან დაკავშირებით, ბრალდებულს კონფლიქტი მოუვიდა დაზარალებულთან, ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და მუქარის ნიშნად იარაღიდან სამჯერ გაისროლა, რის შემდეგაც დატოვა შემთხვევის ადგილი.ასევე, 2024 წლის 29 მარტს, ბრალდებულმა დაზარალებულს აპლიკაცია Whatsapp-ით ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა, სადაც კვლავ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ გამოკითხა მოწმეები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, მოიპოვა ნივთიერი მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაცია, რის შემდეგაც 10 აპრილს მამაკაცი ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.დაკავებულს ბრალდება 48 საათში წარედგინება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/05/240480574_53:0:2000:1460_1920x0_80_0_0_17583647940b5b117758f04c0fd2e573.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ძალადობა ოჯახში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ძალადობა ოჯახში
ყოფილ ცოლზე ძალადობისთვის სამართალდამცველი დააკავეს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა ძალადობისა და მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა, ნათქვამია უწყების მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა, ხოლო მასთან გაშორების შემდეგ 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის აპრილამდე პერიოდში, სატელეფონო კომუნიკაციისას, ასევე, ინტერნეტ-აპლიკაციით გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ყოფილ ცოლსა და მის ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით სისტემატურად ემუქრებოდა.
ასევე, 2023 წლის 22 აგვისტოს ბრალდებულმა ყოფილ მეუღლის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ჭიშკარზე მუქარის შემცველი ტექსტი დაწერა და დაშინების მიზნით იქვე საბრძოლო ვაზნა დატოვა.
გარდა ამისა, 2023 წლის 25 ოქტომბერს, შვილის წაყვანასთან დაკავშირებით, ბრალდებულს კონფლიქტი მოუვიდა დაზარალებულთან, ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და მუქარის ნიშნად იარაღიდან სამჯერ გაისროლა, რის შემდეგაც დატოვა შემთხვევის ადგილი.
ასევე, 2024 წლის 29 მარტს, ბრალდებულმა დაზარალებულს აპლიკაცია Whatsapp-ით ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა, სადაც კვლავ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ გამოკითხა მოწმეები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, მოიპოვა ნივთიერი მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაცია, რის შემდეგაც 10 აპრილს მამაკაცი ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება 48 საათში წარედგინება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება.