https://sputnik-georgia.com/20240411/ivane-cxaize-bavsvebsi-yivanaxvelis-semtxvevebi-gaxsirda-287278027.html
ივანე ჩხაიძე: ბავშვებში ყივანახველას შემთხვევები გახშირდა
ივანე ჩხაიძე: ბავშვებში ყივანახველას შემთხვევები გახშირდა
Sputnik საქართველო
ქვეყანაში ხელმისაწვდომია ყივანახველას/დიფტერიის/ტეტანუსის სამკომპონენტიანი ვაქცინა. 11.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-11T19:21+0400
2024-04-11T19:21+0400
2024-04-11T19:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251849_0:120:3068:1847_1920x0_80_0_0_c14664f50f8f34c7fe9dac80b59de594.jpg
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. ყივანახველას რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობამ ამ წლის 1 იანვრიდან 10 აპრილამდე 235 შეადგინა, გასული წლის განმავლობაში კი სულ 119 შემთხვევა იყო აღრიცხული, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის ივანე ჩხაიძის საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთვის“ მიცემულ ინტერვიუზე დაყრდნობით.ყივანახველა მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ციკლური მიმდინარეობით და, სპაზმური ხველებით.რეკომენდაციები მშობლებისთვისბავშვთა კლინიკის ხელმძღვანელმა მშობლებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ ბავშვის ხანგრძლივ სპაზმურ ხველას.მისი თქმით, დაავადების სიმპტომების გამოვლენიდან ორ კვირაში ვითარდება ყივილის მსგავსი ხმა, რომელიც მოჰყვება რამდენიმე შეუჩერებელი ხველის ეპიზოდს. რიგ შემთხვევაში ძლიერ ხველას თან ახლავს ღებინების შეგრძნება.მწვავე შეტევის ფაზაში სახეზე სიწითლე და ჰაერის უკმარისობა შეინიშნება. შესაძლებელია ასევე სისხლჩაქცევების განვითარება. ყივანახველას დროს ხველა, შესაძლოა, 100 დღემდე გაგრძელდეს.როგორ ავიცილოთ თავიდან ყივანახველაბავშვთა კლინიკის დირექტორმა ყივანახველას ინფექციის პრევენციის მთავარ ფაქტორად ვაქცინაცია დაასახელა.საქართველოში ყივანახველას/დიფტერიის/ტეტანუსის სამკომპონენტიანი ვაქცინაა ხელმისაწვდომი. პირველი აცრა ტარდება ორ წლამდე ასაკში, რის შემდეგაც ვაქცინაცია ყოველ ათ წელიწადში უნდა განმეორდეს.საქართველოს მოქალაქეებისთვის გეგმიური ვაქცინაცია უფასოა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251849_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_e97d19725a3158d6db201096ad30d4b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება
ივანე ჩხაიძე: ბავშვებში ყივანახველას შემთხვევები გახშირდა
ქვეყანაში ხელმისაწვდომია ყივანახველას/დიფტერიის/ტეტანუსის სამკომპონენტიანი ვაქცინა.
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. ყივანახველას რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობამ ამ წლის 1 იანვრიდან 10 აპრილამდე 235 შეადგინა, გასული წლის განმავლობაში კი სულ 119 შემთხვევა იყო აღრიცხული, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის ივანე ჩხაიძის საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთვის“ მიცემულ ინტერვიუზე დაყრდნობით.
ყივანახველა მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ციკლური მიმდინარეობით და, სპაზმური ხველებით.
„ყივანახველას დიაგნოზით ბავშვი იმ შემთხვევაში შეიძლება მოთავსდეს სტაციონარში, თუ დაავადება ფილტვების ანთებით გართულდა. იმ პაციენტებს, რომლებიც ჩვენს კლინიკაში მოთავსდნენ, ყივანახველის განვითარების გართულებები აღენიშნებათ. ფილტვების ანთება შესაძლოა განვითარდეს დაავადების დასაწყის ეტაპზე, ან ალაგების დროს”, - განაცხადა ჩხაიძემ.
რეკომენდაციები მშობლებისთვის
ბავშვთა კლინიკის ხელმძღვანელმა მშობლებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ ბავშვის ხანგრძლივ სპაზმურ ხველას.
მისი თქმით, დაავადების სიმპტომების გამოვლენიდან ორ კვირაში ვითარდება ყივილის მსგავსი ხმა, რომელიც მოჰყვება რამდენიმე შეუჩერებელი ხველის ეპიზოდს. რიგ შემთხვევაში ძლიერ ხველას თან ახლავს ღებინების შეგრძნება.
მწვავე შეტევის ფაზაში სახეზე სიწითლე და ჰაერის უკმარისობა შეინიშნება. შესაძლებელია ასევე სისხლჩაქცევების განვითარება. ყივანახველას დროს ხველა, შესაძლოა, 100 დღემდე გაგრძელდეს.
როგორ ავიცილოთ თავიდან ყივანახველა
ბავშვთა კლინიკის დირექტორმა ყივანახველას ინფექციის პრევენციის მთავარ ფაქტორად ვაქცინაცია დაასახელა.
„ვაქცინაცია პრევენციის ყველაზე მთავარი ფაქტორია. ყივანახველის დროს ხველის შემამცირებელი და შემაჩერებელი საშუალება არც საქართველოში და არც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის. პრევენციის ერთადერთი საშუალებაა ანტიბიოტიკი, რომელიც ფილტვების ანთების გართულების პრევენციის მიზნით ინიშნება”, - განაცხადა ჩხაიძემ.
საქართველოში ყივანახველას/დიფტერიის/ტეტანუსის სამკომპონენტიანი ვაქცინაა ხელმისაწვდომი. პირველი აცრა ტარდება ორ წლამდე ასაკში, რის შემდეგაც ვაქცინაცია ყოველ ათ წელიწადში უნდა განმეორდეს.
საქართველოს მოქალაქეებისთვის გეგმიური ვაქცინაცია უფასოა.