ტურიზმის ინდუსტრიის ლიდერები საქართველოს ეწვევიან

© Georgian National Tourism Administrationმსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კომისიის სხდომა
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კომისიის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2024
გამოწერა
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გადაწყვეტილებით, საქართველო 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანა იქნება.
თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ევროპის კომისიის სხდომაში მონაწილეობს, რომელიც ალბანეთის დედაქალაქში მიმდინარეობს, განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა.
კომისიის 70-ე სხდომა ალბანეთში, ტირანაში ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნეს. კომისიის შემდეგი სხდომა ბაქოში ჩატარდება.
ყორიაული სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უმასპინძლებს ქვეყანა ტურიზმის მსოფლიო დღეს - მან ტურიზმის ინდუსტრიის ლიდერები საქართველოში მოიწვია.
„სხდომის ფარგლებში ვიმსჯელეთ გლობალური ტურისტული ინდუსტრიის სხვადასხვა ტენდენციებზე, განვიხილეთ მისი პოზიტიური აღდგენის დინამიკა და ერთად განვიხილეთ 2024 წლის მოლოდინები. გარდა ამისა, საქართველოში მოვიწვიეთ ტურისტული ინდუსტრიის ლიდერები“, - განაცხადა ყორიაულმა.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გადაწყვეტილებით, საქართველო 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანა იქნება. ღონისძიების მთავარი თემა იქნება „ტურიზმი და მშვიდობა“.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბულგარეთის ქალაქ სოფიაში გამართულ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 68-ე სხდომაზე ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ მიიღო. ქართული დელეგაციის ინიციატივას კომისიის ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებებზე დასასწრებად, რაც მოიცავს კულტურულ ღონისძიებების, თემატურს სადისკუსიო პანელების გამართვას და ასევე, ქვეყნის სხვადასხვა ტურისტული ადგილის მონახულებას, საქართველოს ეწვევიან UNWTO-ს გენერალური მდივანი, ორგანიზაციის წევრი-ქვეყნების ტურიზმის მინისტრები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.
ყველა ახალი ამბავი
0