„სამუშაო სიღარიბის დონე“ საქართველოში ახალ ისტორიული მინიმუმზეა

© photo: Sputnik / Stringerგარევაჭრობა
გარევაჭრობა - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2024
გამოწერა
სიღარიბესთან ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოში ყოველი 44-ე დასაქმებული პირი სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა იმყოფება, რაც ქვეყნისთვის ახალი ისტორიული მინიმუმია, იუწყება შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO).
ILO-მ „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსი გამოაქვეყნა. მაჩვენებელი იკვლევს დასაქმებულთა შორის სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფ პირთა წილობრივ დონეს.
„სამუშაო სიღარიბე“ ნიშნავს, რომ დასაქმების მიუხედავად, ადამიანი ვერ ახერხებს სიღარიბისგან თავის დაღწევას. მიზეზი შეიძლება იყოს დაბალი შემოსავალი მათი შრომითი საქმიანობიდან და/ან მიღებული სამუშაოს არასაკმარისი მოცულობა.
ორგანიზაციის მონაცემებით, 2023 წელს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა დასაქმებულთა 2,28% იმყოფებოდა. გარდა ამისა, გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 10 წელში სამუშაო სიღარიბის დონე 2,5-ჯერ არის შემცირებული, ხოლო 2012 წელთან შედარებით თითქმის 3,5-ჯერ.
ორგანიზაციამ 2000 წლიდან 2023 წლის ჩათვლით პერიოდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რაც აჩვენებს, რომ საქართველოში სამუშაო სიღარიბის მკვეთრი შემცირება 2012 წლიდან დაიწყო.
2000-2003 წლებში სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა საშუალოდ იყო დასაქმებულთა 11 %, ვითარება პრაქტიკულად არ შეცვლილა 2004-2012 წლებში, რა დროსაც საშუალოწლიური თვალსაზრისით ყოველი მეათე დასაქმებული სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა იყო.
სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. 2024 წლის მარტის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ბოლო 12 წლის განმავლობაში ქვეყანაში სიღარიბის დონე თითქმის განახევრდა - 1,1 მილიონი ადამიანიდან დაახლოებით 600 ათასამდე.
სიღარიბე ციფრებში
ბოლო მონაცემებით, 2024 წლის 1–ლი იანვრისთვის საქართველოში 54.669 ბავშვი ცხოვრობს ოჯახებში, რომელთა კეთილდღეობა 30 ათასი ქულით ფასდება, ანუ სიღარიბის ზღვარს მიღმა ოჯახებში.
კიდევ 50.279 ბავშვი სიღარიბის ზღვარზე მყოფ ოჯახებში ცხოვრობს – მათი ოჯახების კეთილდღეობა ფასდება 30 ათასიდან 50 ათას ქულამდე.
დაბალი ქულების მქონე ოჯახები სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობის ფულად დახმარებას იღებენ ერთ ბავშვზე საარსებო მინიმუმის 249,7 ლარის პირობებში. საარსებო მინიმუმი გათვლილია პროდუქტებზე და მომსახურებაზე მინიმალური ფასებიდან გამომდინარე, გამოირიცხება განათლების ხარჯები.
ამასთან, საქართველოში ბევრი უფასო პროგრამაა, რომლებიც ასეთ ბავშვებს სხვადასხვა არასასკოლო აქტივობაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს, მათ შორისაა სხვადასხვა წრეზე სიარული უფასოდ ან ნახევარი თანხის გადახდით. ასევე მათთვის მოქმედებს შეღავათები სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრების დროს.
ყველა ახალი ამბავი
0