თბილისში 9 ათაზე მეტ აბობენტს გაზის მიწოდება შეუწყდება

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2024
გამოწერა
კომპანია მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო და სთხოვს, არ დატოვონ გაზის დანადგარები უყურადღებოდ.
თბილისი, 10 აპრილი— Sputnik. გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სამგორის რაიონში დაახლოებით 9,2 ათას აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპნაია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.
კერძოდ, გაზის მიწოდება შეწყდება 11 აპრილის 12:30 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში. 13:00 საათიდან. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 11 აპრილის 19:00 საათიდან და დასრულდება 12 აპრილის 18:00 საათამდე.
ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება: ქეთევან წამებულის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირების და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობის ნაწილს, მტკვრის სანაპიროზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზმომარაგება შეეზღუდება სავაჭრო და კვების ობიექტებს.
კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ ამ ბმულზე.
კომპანია მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო და სთხოვს, არ დატოვონ გაზის დანადგარები უყურადღებოდ.
ყველა ახალი ამბავი
0