https://sputnik-georgia.com/20240410/metros-vagonebs-aiib-sesxit-sheiskidian-287251605.html
თბილისის მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობა AIIB-ის სესხით განახლდება
თბილისის მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობა AIIB-ის სესხით განახლდება
Sputnik საქართველო
შესყიდვის საორიენტაციო თანხა 205 მილიონი ევროა 10.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-10T13:51+0400
2024-04-10T13:51+0400
2024-04-10T13:51+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23776/20/237762015_0:0:2001:1125_1920x0_80_0_0_4923e0f1de59e8c30ebdba4f420b1beb.jpg
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობა განახლდება - 97 ვაგონის (22 მატარებელი) შესყიდვა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) სესხით დაფინანსდება, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.შესყიდვის მთლიანი ღირებულება 205 მლნ ევროა - ეს საორიენტაციო თანხაა და დამატებითი დეტალები, მათ შორის, რამდენი იქნება ამ თანხიდან სესხი და რა დაიფარება ბიუჯეტით, ცნობილი გახდება ტენდერის გამოცხადების შემდეგ, სავარაუდოდ, 2024 წლის აპრილში. ტენდერის პირობების თანახმად, მატარებლების მოწოდების ვადა შვიდი წელია.შესყიდვის წესიაღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 8 აპრილის განკარგულების თანახმად, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია" თბილისის მეტროპოლიტენისთვის 205 მილიონი ევროს ღირებულების 97 ვაგონს AIIB-ის პროცედურებით შეისყიდის. შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის 5 მარტის განკარგულება, რომელიც საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურების შესაბამისად ითვალისწინებდა.როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტეს, შეიცვალა მხოლოდ შესყიდვის წესი, მსოფლიო ბანკის შესყიდვის წესის ნაცვლად გამოყენებული იქნება აზიის ინვესტიციების და ინფრასტრუქტურის ბანკის შესყიდვის წესი, ვინაიდან სწორედ ამ ბანკმა გამოხატა სურვილი და მზაობა დააფინანსოს პროექტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23776/20/237762015_101:0:1878:1333_1920x0_80_0_0_3a3d8d32c5faeabacb48dfda74eb2004.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, მსოფლიო ბანკი , თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, მსოფლიო ბანკი , თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობა AIIB-ის სესხით განახლდება
შესყიდვის საორიენტაციო თანხა 205 მილიონი ევროა
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობა განახლდება - 97 ვაგონის (22 მატარებელი) შესყიდვა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) სესხით დაფინანსდება, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.
შესყიდვის მთლიანი ღირებულება 205 მლნ ევროა - ეს საორიენტაციო თანხაა და დამატებითი დეტალები, მათ შორის, რამდენი იქნება ამ თანხიდან სესხი და რა დაიფარება ბიუჯეტით, ცნობილი გახდება ტენდერის გამოცხადების შემდეგ, სავარაუდოდ, 2024 წლის აპრილში. ტენდერის პირობების თანახმად, მატარებლების მოწოდების ვადა შვიდი წელია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 8 აპრილის განკარგულების თანახმად, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია" თბილისის მეტროპოლიტენისთვის 205 მილიონი ევროს ღირებულების 97 ვაგონს AIIB-ის პროცედურებით შეისყიდის. შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის 5 მარტის განკარგულება, რომელიც საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურების შესაბამისად ითვალისწინებდა.
როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტეს, შეიცვალა მხოლოდ შესყიდვის წესი, მსოფლიო ბანკის შესყიდვის წესის ნაცვლად გამოყენებული იქნება აზიის ინვესტიციების და ინფრასტრუქტურის ბანკის შესყიდვის წესი, ვინაიდან სწორედ ამ ბანკმა გამოხატა სურვილი და მზაობა დააფინანსოს პროექტი.