მერია: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები ეწყობა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2024
გამოწერა
პროექტს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს და ზაფხულის ბოლომდე დასრულდება.
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდობის დარჩენილი ნაწილის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, ამ ეტაპზე ტერიტორიაზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები ეწყობა. პროექტს, რომელიც ზაფხულის ბოლომდე დასრულდება, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.
„გასულ წელს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის ნაწილის გამაგრების სამუშაოები დავიწყეთ - ჩამოწმენდა, გამაგრება, მოწესრიგება და შეფუთვა შესაბამისი მასალით. რამდენიმე დღეა ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობა დავიწყეთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ტერიტორიაზე ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
ყველა ახალი ამბავი
0