https://sputnik-georgia.com/20240410/kobaxidzem-muslimebs-ramadan-bairami-miuloca-287267294.html
პრემიერმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამადან-ბაირამი მიულოცა
პრემიერმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამადან-ბაირამი მიულოცა
Sputnik საქართველო
დღეს ერთთვიანი მარხვის შემდეგ მუსლიმური სამყარო ისლამის ორი დიდი დღესასწაულიდან ერთ-ერთს, რამადან-ბაირამს, მარხვის დასრულებას აღნიშნავს. 10.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-10T23:09+0400
2024-04-10T23:09+0400
2024-04-10T23:09+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
რელიგია
ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286041155_0:94:1280:815_1920x0_80_0_0_666700e6499f95ff4b7ac05a664d3afc.jpg
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე თბილისის ჯუმა მეჩეთს ეწვია და მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მთავრობის მეთაურმა რამადან-ბაირამს სულიერი განწმენდის, სიკეთისა და ერთმანეთზე ზრუნვის დიდი დღესასწაული უწოდა.დღეს ერთთვიანი მარხვის შემდეგ მუსლიმური სამყარო ისლამის ორი დიდი დღესასწაულიდან ერთ-ერთს, რამადან-ბაირამს, მარხვის დასრულებას აღნიშნავს. მუსლიმები ამ დღესასწაულს მომდევნო სამი დღის მანძილზე მსოფლიოს ყველა მხარეში აღნიშნავენ.რამადანის მარხვის დროს მუსლიმები განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყოველგვარ საჭმელსა და სასმელზე უარს ამბობენ. მარხვის დასრულების დღეს მუსლიმები ტრადიციულ ტკბილეულს ჰალვას ამზადებენ, წინაპრების საფლავებს მოინახულებენ და ნათესავებს სტუმრობენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286041155_68:69:1114:854_1920x0_80_0_0_1988af4748ef12fd7d06187b28c611b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, რელიგია, ირაკლი კობახიძე, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, რელიგია, ირაკლი კობახიძე, საზოგადოება
პრემიერმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამადან-ბაირამი მიულოცა
დღეს ერთთვიანი მარხვის შემდეგ მუსლიმური სამყარო ისლამის ორი დიდი დღესასწაულიდან ერთ-ერთს, რამადან-ბაირამს, მარხვის დასრულებას აღნიშნავს.
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე თბილისის ჯუმა მეჩეთს ეწვია და მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მთავრობის მეთაურმა რამადან-ბაირამს სულიერი განწმენდის, სიკეთისა და ერთმანეთზე ზრუნვის დიდი დღესასწაული უწოდა.
„ჩვენ საუკუნეების მანძილზე ერთად ვშრომობდით, ერთად ვიბრძოდით ჩვენი საერთო სამშობლოს კეთილდღეობისთვის, წინსვლისა და განვითარებისთვის. ეს არის ის ურთიერთობა, რომელსაც ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით და მომავალშიც გავუფრთხილდებით", - განაცხადა კობახიძემ.
დღეს ერთთვიანი მარხვის შემდეგ მუსლიმური სამყარო ისლამის ორი დიდი დღესასწაულიდან ერთ-ერთს, რამადან-ბაირამს, მარხვის დასრულებას აღნიშნავს. მუსლიმები ამ დღესასწაულს მომდევნო სამი დღის მანძილზე მსოფლიოს ყველა მხარეში აღნიშნავენ.
რამადანის მარხვის დროს მუსლიმები განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყოველგვარ საჭმელსა და სასმელზე უარს ამბობენ. მარხვის დასრულების დღეს მუსლიმები ტრადიციულ ტკბილეულს ჰალვას ამზადებენ, წინაპრების საფლავებს მოინახულებენ და ნათესავებს სტუმრობენ.