https://sputnik-georgia.com/20240410/kaladze-samsheneblo-obieqtebis-mepatroneebs-mimartavs-287265282.html
კალაძე: არ უნდა ფიქსირდებოდეს დიდი მანქანების მიერ ქუჩების დაბინძურების შემთხვევები
კალაძე: არ უნდა ფიქსირდებოდეს დიდი მანქანების მიერ ქუჩების დაბინძურების შემთხვევები
Sputnik საქართველო
კანონდარღვევისთვის ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში - 500 ლარი, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 1 ათასი ლარია 10.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-10T21:00+0400
2024-04-10T21:00+0400
2024-04-10T21:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287115212_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_3dc629c1027c56cf23d0ab20ac10a752.jpg
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. თბილისის მერია ამკაცრებს კონტროლს სატვირთო მანქანების გადაადგილებაზე, რათა მათ სამშენებლო ტერიტორიიდან ქალაქში ტალახი და ჭუჭყი არ გაავრცელონ და დედაქალაქის მცხოვრებლებს მტვრის სუნთქვა არ მოუწიოთ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ თბილისის მერიის წინადადების საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმად სამშენებლო მოედნიდან დაბინძურებული ავტომანქანის გამოსვლა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გახდა.კანონდარღვევისთვის ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში - 500 ლარი, იურიდიული პირისთვის - 1 ათასი ლარი, ხოლო განმეორებითი ქმედების შემთხვევაში კი 2 ათასი ლარია.კალაძემ მის მოადგილე კახა გულედანს დაავალა, მკაცრად გააკონტროლოს სამშენებლო ობიექტებიდან გამოსული ავტომანქანების მდგომარეობა და არც ერთი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ დატოვოს.„ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო სუფთა გავხადოთ და ამ პროცესში ყველა ადამიანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, - დასძინა მერმა.გულედანის თქმით, 2023 წელს მშენებლობისთვის განკუთვნილი ავტომანქანების მიერ ქუჩების დაბინძურებისთვის 600-ზე მეტი ჯარიმა გამოიწერა.„მერის ბრძანების საფუძველზე გამკაცრდება კონტროლი და თითოეული ასეთი შემთხვევა შესაბამის ჯარიმას დაექვემდებარება“, - განაცხადა გულედანმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287115212_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_7b172e72a7805d71225f8d47e2363515.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
კალაძე: არ უნდა ფიქსირდებოდეს დიდი მანქანების მიერ ქუჩების დაბინძურების შემთხვევები
კანონდარღვევისთვის ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში - 500 ლარი, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 1 ათასი ლარია
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. თბილისის მერია ამკაცრებს კონტროლს სატვირთო მანქანების გადაადგილებაზე, რათა მათ სამშენებლო ტერიტორიიდან ქალაქში ტალახი და ჭუჭყი არ გაავრცელონ და დედაქალაქის მცხოვრებლებს მტვრის სუნთქვა არ მოუწიოთ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.
„სამშენებლო ობიექტებს აქვთ ვალდებულება ტერიტორიიდან გამოსვლის დროს ავტომანქანები სამშენებლო მოედანზე ჩამორეცხონ. არ უნდა ფიქსირდებოდეს დიდი მანქანების მიერ ქუჩების დაბინძურების შემთხვევები", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ თბილისის მერიის წინადადების საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმად სამშენებლო მოედნიდან დაბინძურებული ავტომანქანის გამოსვლა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გახდა.
კანონდარღვევისთვის ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში - 500 ლარი, იურიდიული პირისთვის - 1 ათასი ლარი, ხოლო განმეორებითი ქმედების შემთხვევაში კი 2 ათასი ლარია.
„ეს ცვლილება უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს, თუმცა, რეალობას თუ შევხედავთ, ამ მიმართულიბით სერიოზული პრობლემები გვაქვს", - განაცხადა კალაძემ.
კალაძემ მის მოადგილე კახა გულედანს დაავალა, მკაცრად გააკონტროლოს სამშენებლო ობიექტებიდან გამოსული ავტომანქანების მდგომარეობა და არც ერთი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ დატოვოს.
„ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო სუფთა გავხადოთ და ამ პროცესში ყველა ადამიანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, - დასძინა მერმა.
გულედანის თქმით, 2023 წელს მშენებლობისთვის განკუთვნილი ავტომანქანების მიერ ქუჩების დაბინძურებისთვის 600-ზე მეტი ჯარიმა გამოიწერა.
„მერის ბრძანების საფუძველზე გამკაცრდება კონტროლი და თითოეული ასეთი შემთხვევა შესაბამის ჯარიმას დაექვემდებარება“, - განაცხადა გულედანმა.