https://sputnik-georgia.com/20240410/iswavle-da-dasaqmdi-programaze-registracia-daiwyo-287255028.html
„ისწავლე და დასაქმდი“ - თბილისის მერიის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო
„ისწავლე და დასაქმდი“ - თბილისის მერიის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო
Sputnik საქართველო
პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების სწავლება მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით და მათი დასაქმების ხელშეწყობა. 10.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-10T16:17+0400
2024-04-10T16:17+0400
2024-04-10T16:17+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
განათლება საქართველოში
კახა კალაძე
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24010/01/240100121_107:343:1870:1335_1920x0_80_0_0_a67908b1e357522db9b464004fd03ca9.jpg
თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. თბილისის მერია იწყებს პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი" ახალ ეტაპს და პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია 10 აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით განხორციელდება ელექტრონულ პორტალზე www.dasakmdi.ge.როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მათი დასაქმების ხელშეწყობას.პროგრამაში მონაწილეობა თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს 18 წლიდან შეუძლიათ. თითოეული კურსის ხანგრძლივობა, რომელიც მოიცავს როგორც თეორიას, ისე პრაქტიკას, სამი თვეა. ყველა სტუდენტი, ვინც კურსს დაასრულებს, სერტიფიკატს მიიღებს.პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი" 2018 წელს ამოქმედდა, ამ პერიოდის განმავლობაში გადამზადდა დაახლოებით 9 ათასი ადამიანი, საიდანაც 70% დასაქმდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24010/01/240100121_110:503:1219:1335_1920x0_80_0_0_a4a1fef971b2b1be6cb49fb642c33e6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, განათლება საქართველოში , კახა კალაძე , ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, განათლება საქართველოში , კახა კალაძე , ახალი ამბები, საზოგადოება
„ისწავლე და დასაქმდი“ - თბილისის მერიის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო
პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების სწავლება მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით და მათი დასაქმების ხელშეწყობა.
თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. თბილისის მერია იწყებს პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი" ახალ ეტაპს და პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია 10 აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით განხორციელდება ელექტრონულ პორტალზე www.dasakmdi.ge.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მათი დასაქმების ხელშეწყობას.
„პროგრამას წელს 15 ახალი მიმართულება დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეების მომზადება/გადამზადება 65 სპეციალობაში იქნება შესაძლებელი. აღნიშნულ კურსებზე სწავლას მუნიციპალიტეტი დააფინანსებს. მიმდინარე წელს მომზადება/გადამზადების კურსს გაივლის 1 ათასამდე მოქალაქე", - განაცხადა კალაძემ.
პროგრამაში მონაწილეობა თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს 18 წლიდან შეუძლიათ. თითოეული კურსის ხანგრძლივობა, რომელიც მოიცავს როგორც თეორიას, ისე პრაქტიკას, სამი თვეა. ყველა სტუდენტი, ვინც კურსს დაასრულებს, სერტიფიკატს მიიღებს.
პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი" 2018 წელს ამოქმედდა, ამ პერიოდის განმავლობაში გადამზადდა დაახლოებით 9 ათასი ადამიანი, საიდანაც 70% დასაქმდა.