https://sputnik-georgia.com/20240410/gombori-telavis-monakvetze-transportis-mozraoba-izgudeba-287251143.html
მძღოლების საყურადღებოდ! გომბორი-თელავის მონაკვეთი ორი კვირით იკეტება
მძღოლების საყურადღებოდ! გომბორი-თელავის მონაკვეთი ორი კვირით იკეტება
Sputnik საქართველო
მოძრაობის აკრძალვის მიზეზი გომბორის საუღელტეხილო მონაკვეთზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია. 10.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-10T12:17+0400
2024-04-10T12:17+0400
2024-04-10T12:17+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/14/278759376_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_d27ddbd5cf825b94dd0b402a7eedcc85.jpg
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით პერიოდში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესების მიზეზი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 27-33 კილომეტრ მონაკვეთზე მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია.რაც შეეხება სარემონტო სამუშაოებს, სარეაბილიტაციო მონაკვეთი 8 მეწყერულ უბანს მოიცავს. პროექტის ფარგლებში გომბორის საუღელტეხილო მონაკვეთზე არსებულ მეწყერულ უბნებზე მოხდება სადრენაჟე სისტემის მოწყობა და სუსტი გრუნტების გამოცვლა. „სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია საავტომობილო გზის დაჭრა 3-4 მეტრამდე, რაც ვერ უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის განვლადობას", - ნათქვამია განცხადებაში.კახეთის რეგიონში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33,6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66,7 მლნ ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/14/278759376_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_0695795af32c5d52e0b27d5694123ea8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
მძღოლების საყურადღებოდ! გომბორი-თელავის მონაკვეთი ორი კვირით იკეტება
მოძრაობის აკრძალვის მიზეზი გომბორის საუღელტეხილო მონაკვეთზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით პერიოდში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესების მიზეზი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 27-33 კილომეტრ მონაკვეთზე მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
„დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გავლით. ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, -აღნიშნულია განცხადებაში.
რაც შეეხება სარემონტო სამუშაოებს, სარეაბილიტაციო მონაკვეთი 8 მეწყერულ უბანს მოიცავს. პროექტის ფარგლებში გომბორის საუღელტეხილო მონაკვეთზე არსებულ მეწყერულ უბნებზე მოხდება სადრენაჟე სისტემის მოწყობა და სუსტი გრუნტების გამოცვლა.
„სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია საავტომობილო გზის დაჭრა 3-4 მეტრამდე, რაც ვერ უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის განვლადობას", - ნათქვამია განცხადებაში.
კახეთის რეგიონში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33,6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66,7 მლნ ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება.