https://sputnik-georgia.com/20240409/sus-igancxadebas-avrcelebs-287237092.html
ამერიკელი დიპლომატების „ჯანმრთელობის ანომალიური ინციდენტი": სუს-ი განცხადებას ავრცელებს
ამერიკელი დიპლომატების „ჯანმრთელობის ანომალიური ინციდენტი": სუს-ი განცხადებას ავრცელებს
Sputnik საქართველო
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამერიკელი დიპლომატების ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები მანამდე ეჭვქვეშ დააყენა აშშ-ის... 09.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-09T13:48+0400
2024-04-09T13:48+0400
2024-04-09T13:48+0400
საქართველო
აშშ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2d914442f43ebdfc2b12ab970f4eb5f8.jpg
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო პერიოდში კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ამერიკელი დიპლომატების ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ განცხადება გაავრცელა.უწყების ცნობით, ინფორმაციის წყარო უცხოური ჟურნალისტური გამოძიება გახდა, რომლის თანახმად, ამერიკელი დიპლომატების მიმართ თითქოს „ჯანმრთელობის ანომალიურ ინციდენტს“ ჰქონდა ადგილი.მას შემდეგ, რაც მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, სუს-მა შესაბამის რეაგირებამდე გარკვეული დროის განმავლობაში, კიდევ ერთხელ გადაამოწმა აღნიშნული ფაქტები და დამკვიდრებული საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დაელოდა საქმესთან უშუალო შემხებლობაში მყოფი პარტნიორი მხარის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებას.როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ისეთმა კომპეტენტურმა უწყებებმა, როგორებიცაა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და სახელმწიფო დეპარტამენტი, თავადვე ეჭვქვეშ დააყენეს ჟურნალისტური გამოძიების შედეგების რეალობა და არ დაადასტურეს ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული ფაქტების არსებობა არა მარტო საქართველოში 2021 წელს, არამედ სხვადასხვა წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, ავსტრიაში, პოლონეთში, კუბაში და სხვა ქვეყნებში, აღნიშნეს სუს-ში.სამწუხაროა, რომ ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ამომწურავი განმარტების მიუხედავად, საქართველოში მაინც აღმოჩნდნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ცალკეული პირები და მედიასაშუალებები, რომლებიც შეეცადნენ ეს საკითხი გამოეყენებინათ სპეკულაციებისთვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციის მცდელობისთვის, აღნიშნულია განცხადებაში.სუს-ის განმარტებით, რეგიონში გაზრდილი გამოწვევების ფონზე ქვეყანაში უსაფრთხოება მაქსიმალურად არის დაცული, რაც ბოლო წლებში მშვიდობიანი თანაცხოვრებით გამოიხატა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_c1ef6e675a16df03c1b80e6efaa2c9b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საზოგადოება, ახალი ამბები
ამერიკელი დიპლომატების „ჯანმრთელობის ანომალიური ინციდენტი": სუს-ი განცხადებას ავრცელებს
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამერიკელი დიპლომატების ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები მანამდე ეჭვქვეშ დააყენა აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ და სახელმწიფო დეპარტამენტმა
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო პერიოდში კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ამერიკელი დიპლომატების ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ განცხადება გაავრცელა.
უწყების ცნობით, ინფორმაციის წყარო უცხოური ჟურნალისტური გამოძიება გახდა, რომლის თანახმად, ამერიკელი დიპლომატების მიმართ თითქოს „ჯანმრთელობის ანომალიურ ინციდენტს“ ჰქონდა ადგილი.
მას შემდეგ, რაც მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, სუს-მა შესაბამის რეაგირებამდე გარკვეული დროის განმავლობაში, კიდევ ერთხელ გადაამოწმა აღნიშნული ფაქტები და დამკვიდრებული საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დაელოდა საქმესთან უშუალო შემხებლობაში მყოფი პარტნიორი მხარის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებას.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ისეთმა კომპეტენტურმა უწყებებმა, როგორებიცაა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და სახელმწიფო დეპარტამენტი, თავადვე ეჭვქვეშ დააყენეს ჟურნალისტური გამოძიების შედეგების რეალობა და არ დაადასტურეს ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული ფაქტების არსებობა არა მარტო საქართველოში 2021 წელს, არამედ სხვადასხვა წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, ავსტრიაში, პოლონეთში, კუბაში და სხვა ქვეყნებში, აღნიშნეს სუს-ში.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ რეაგირებას სავსებით ამომწურავად მიიჩნევს, რითაც სრულად დაკმაყოფილდა საზოგადოების ინტერესი და თვლის, რომ არსებული ვერსიის უსაფუძვლობის ხელახლა მტკიცება საჭირო არ არის", - ნათქვამია განცხადებაში.
სამწუხაროა, რომ ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ამომწურავი განმარტების მიუხედავად, საქართველოში მაინც აღმოჩნდნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ცალკეული პირები და მედიასაშუალებები, რომლებიც შეეცადნენ ეს საკითხი გამოეყენებინათ სპეკულაციებისთვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციის მცდელობისთვის, აღნიშნულია განცხადებაში.
სუს-ის განმარტებით, რეგიონში გაზრდილი გამოწვევების ფონზე ქვეყანაში უსაფრთხოება მაქსიმალურად არის დაცული, რაც ბოლო წლებში მშვიდობიანი თანაცხოვრებით გამოიხატა.