https://sputnik-georgia.com/20240409/saeklesio-kalendari-9-aprili-287227400.html
საეკლესიო კალენდარი: 9 აპრილი
საეკლესიო კალენდარი: 9 აპრილი
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 აპრილს მოწამეების მატრონა თესალონიკელის (III-IV), მანუელის და თეოდოსის (304), ასევე წმინდა იოანე წინამხედველის (დაახ... 09.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-09T09:00+0400
2024-04-09T09:00+0400
2024-04-09T09:00+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/09/285527729_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_a00db78efe79a0a0724aa8e973f64a25.jpg
Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.მატრონა თესალონიკელისაეკლესიო კალენდრის მიხედვით 9 აპრილი მოწამე მატრონა თესალონიკელის ხსენების დღეა.მატრონა თესალონიკში მცხოვრები ერთი დიდგვაროვანი ებრაელი ქალბატონის მხევალი იყო. ქალბატონს სურდა, იუდაიზმზე მოექცია იგი და ხშირად სცემდა, ბოლოს კი, გააფთრებისგან გონდაკარგულმა, დილეგში გამოამწყვდია და კარები დალუქა. წმიდა მოწამე მატრონა საკანში გარდაიცვალა (III ან IV საუკუნეში). მისი ცხედარი ქალაქის გალავანს მიღმა დააგდეს, მაგრამ ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს იგი მიწას. სხვა ცნობით, წმიდა მატრონა აწამეს წარმართებმა, რომელთაც იგი თავისმა ქალბატონმა გადასცა. მოგვიანებით თესალონიკში წმ. მატრონას სახელობის ტაძარი ააგეს და მისი პატიოსანი ცხედარი იქ გადააბრძანეს. წმიდა მოწამის ზოგიერთი ნაწილი დაცულია მაზერში, ტულუზის დიოცეზში (საფრანგეთი).იოანე წინასწარმხედველისაეკლესიო კალენდრის მიხედვით 9 აპრილი წმიდა იოანე წინასწარმხედველის ხსენების დღეა.იოანე წინასწარმხედველი (+395) დაიბადა IV ს-ის დასაწყისში. ცხოვრობდა ქალაქ ლიკოპოლისში (შუა ეგვიპტე). 25 წლის ასაკში წმიდა იოანე წავიდა მონასტერში და ბერად აღიკვეცა. 15 წლის განმავლობაში მოღვაწეობადა იგი სხვადასხვა სავანეში, შემდეგ კი განმარტოებით ცხოვრების მსურველმა თებაიდის ერთ-ერთ მთას მიაშურა. წმიდა იოანე 15 წელი ცხოვრობდა განდეგილად და არასოდეს ტოვებდა თავის სამყოფელს. მასთან მისულ ხალხთან ღირსი მამა პაწაწინა სარკმლიდან საუბრობდა, აქედანვე ღებულობდა მწირ საზრდოს. ოცდაათწლიანი დაყუდებული ცხოვრების შემდეგ წმიდა იოანემ ღვთისაგან წინასწარხედვის ნიჭი მიიღო. იმპერატორ თეოდოსი დიდს (379-395) მან უწინასწარმეტყველა მაქსიმესა და ევგენიზე გამარჯვება და ძლევამოსილი ომი გალების წინააღმდეგ. მასთან მისულებს წმიდა მამა მომავალს აუწყებდა და რჩევას აძლევდა, ავადმყოფებს მაკურნებელ ნაკურთხ ზეთს სცხებდა.ღირსმა იოანემ მისი ცხოვრების აღმწერელს, ბერ პალადის ეპისკოპოსობა უწინასწარმეტყველა. მისი წინასწართქმა ახდა.ღირსი იოანე აღესრულა ღრმად მოხუცი, 90 წლის ასაკში, 395 წელს.მანუელი და თეოდოსისაეკლესიო კალენდრის მიხედვით 9 აპრილი მოწამეების მანუელისა და თეოდოსის ხსენების დღეა.მანუელი და თეოდოსი დიოკლეტიანეს (284-305) დროს ეწამნენ. ისინი ხედავდნენ, თუ როგორ ხოცავდნენ ქრისტიანებს ყოველდღიურად, თვითონაც ქრისტესთვის წამების სურვილით აენთნენ და ნებით ჩაბარდნენ ჯალათებს. საშინელი წამების შემდეგ წმიდანებს თავები მოჰკვეთეს. ეს მოხდა 304 წლის 26 მარტს.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/09/285527729_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_148531443234214e3bcbeea550fcd7bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საეკლესიო კალენდარი: 9 აპრილი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 აპრილს მოწამეების მატრონა თესალონიკელის (III-IV), მანუელის და თეოდოსის (304), ასევე წმინდა იოანე წინამხედველის (დაახ. 395) ხსენების დღეს აღნიშნავს
Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 9 აპრილი მოწამე მატრონა თესალონიკელის ხსენების დღეა.
მატრონა თესალონიკში მცხოვრები ერთი დიდგვაროვანი ებრაელი ქალბატონის მხევალი იყო. ქალბატონს სურდა, იუდაიზმზე მოექცია იგი და ხშირად სცემდა, ბოლოს კი, გააფთრებისგან გონდაკარგულმა, დილეგში გამოამწყვდია და კარები დალუქა. წმიდა მოწამე მატრონა საკანში გარდაიცვალა (III ან IV საუკუნეში). მისი ცხედარი ქალაქის გალავანს მიღმა დააგდეს, მაგრამ ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს იგი მიწას. სხვა ცნობით, წმიდა მატრონა აწამეს წარმართებმა, რომელთაც იგი თავისმა ქალბატონმა გადასცა. მოგვიანებით თესალონიკში წმ. მატრონას სახელობის ტაძარი ააგეს და მისი პატიოსანი ცხედარი იქ გადააბრძანეს. წმიდა მოწამის ზოგიერთი ნაწილი დაცულია მაზერში, ტულუზის დიოცეზში (საფრანგეთი).
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 9 აპრილი წმიდა იოანე წინასწარმხედველის ხსენების დღეა.
იოანე წინასწარმხედველი (+395) დაიბადა IV ს-ის დასაწყისში. ცხოვრობდა ქალაქ ლიკოპოლისში (შუა ეგვიპტე). 25 წლის ასაკში წმიდა იოანე წავიდა მონასტერში და ბერად აღიკვეცა. 15 წლის განმავლობაში მოღვაწეობადა იგი სხვადასხვა სავანეში, შემდეგ კი განმარტოებით ცხოვრების მსურველმა თებაიდის ერთ-ერთ მთას მიაშურა. წმიდა იოანე 15 წელი ცხოვრობდა განდეგილად და არასოდეს ტოვებდა თავის სამყოფელს. მასთან მისულ ხალხთან ღირსი მამა პაწაწინა სარკმლიდან საუბრობდა, აქედანვე ღებულობდა მწირ საზრდოს. ოცდაათწლიანი დაყუდებული ცხოვრების შემდეგ წმიდა იოანემ ღვთისაგან წინასწარხედვის ნიჭი მიიღო. იმპერატორ თეოდოსი დიდს (379-395) მან უწინასწარმეტყველა მაქსიმესა და ევგენიზე გამარჯვება და ძლევამოსილი ომი გალების წინააღმდეგ. მასთან მისულებს წმიდა მამა მომავალს აუწყებდა და რჩევას აძლევდა, ავადმყოფებს მაკურნებელ ნაკურთხ ზეთს სცხებდა.
ღირსმა იოანემ მისი ცხოვრების აღმწერელს, ბერ პალადის ეპისკოპოსობა უწინასწარმეტყველა. მისი წინასწართქმა ახდა.
ღირსი იოანე აღესრულა ღრმად მოხუცი, 90 წლის ასაკში, 395 წელს.
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 9 აპრილი მოწამეების მანუელისა და თეოდოსის ხსენების დღეა.
მანუელი და თეოდოსი დიოკლეტიანეს (284-305) დროს ეწამნენ. ისინი ხედავდნენ, თუ როგორ ხოცავდნენ ქრისტიანებს ყოველდღიურად, თვითონაც ქრისტესთვის წამების სურვილით აენთნენ და ნებით ჩაბარდნენ ჯალათებს. საშინელი წამების შემდეგ წმიდანებს თავები მოჰკვეთეს. ეს მოხდა 304 წლის 26 მარტს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.