პაპუაშვილმა უზბეკეთის პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეებთან შეხვედრები გამართა

© Courtesy of Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი და ნურდინჟონ ისმაილოვი
შალვა პაპუაშვილი და ნურდინჟონ ისმაილოვი - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2024
გამოწერა
მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის საფუძველზე, ქვეყნები გააღრმავებენ საპარლამენტო კავშირებს, მათ შორის კომიტეტებისა და მეგობრული ჯგუფების დონეზე, ასევე მჭიდროდ ითანამშრომლებენ საპარლამენტო პლატფორმებზე.
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უზბეკეთის პარლამენტის - ოლი მეჯლისის ქვედა და ზედა პალატების თავმჯდომარეებთან ნურდინჟონ ისმაილოვთან და ტანზილა ნარბაევასთან შეხვედრაზე ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება, სადაც შეხვედრებს მართავს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ცენტრალური აზიის რეგიონში ტურნეს ფარგლებში ქართული დელეგაცია ასევე ეწვევა თურქმენეთსა და ყაზახეთს.
უზბეკეთის ქვედა პალატის თავმჯდომარე ისმაილოვთან შეხვედრაზე ხაზგაზსმით აღინიშნა ქვეყნებს შორის მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, მათ შორის ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში, ასევე საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობა.
© Courtesy of Parliament of Georgiaუზბეკეთის პარლამენტის შენობა
Здание Олий Мажлиса (парламента) Узбекистана - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2024
უზბეკეთის პარლამენტის შენობა
მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის საფუძველზე, ქვეყნები გააღრმავებენ საპარლამენტო კავშირებს, მათ შორის კომიტეტებისა და მეგობრული ჯგუფების დონეზე, ასევე მჭიდროდ ითანამშრომლებენ საპარლამენტო პლატფორმებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წელს საქართველოსა და უზბეკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება და გამოითქვა მზადყოფნა არსებული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. ამასთან დაკავშირებით, ხაზი გაესვა საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის საკითხს.
© Courtesy of Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილისა და ტანზილა ნარბაევას შეხვედრა
Шалва Папуашвили с председателем Сената Узбекистана Танзилой Нарбаевой - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2024
შალვა პაპუაშვილისა და ტანზილა ნარბაევას შეხვედრა
უზბეკეთის ოლი მეჯლისის სენატის (ზედა პალატა) თავმჯდომარე ტანზილა ნარბაევასთან შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.
ნარბაევას თქმით, ქართველი და უზბეკი ხალხები ისტორიულად პატივს სცემენ ერთმანეთს. როგორც მან აღნიშნა, უზბეკური მხარე დადებითად აფასებს საქართველოს მშვიდობიან პოლიტიკას.
ასევე გამოითქვა მზადყოფნა საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის. ამ მხრივ აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების როლი.
პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა „შუა დერეფნის" მნიშვნელობა. მისი თქმით, ამ დერეფნის სატრანზიტო-სატრანსპორტო პოტენციალის განვითარება ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის.
საქართველოსა და უზბეკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 19 აგვისტოს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნები თანამშრომლობენ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ფარმაციის და სხვა სფეროებში. უზბეკეთს საქართველოში საელჩო არ აქვს, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობებისთვის უზბეკეთი იყენებს საელჩოს ბაქოში.
ყველა ახალი ამბავი
0