მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინაში მობილიზაციისთვის თავის ამრიდებლები დააკავეს

© photo: Sputnik / Alexander Mazurkevich / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2024
გამოწერა
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. უკრაინის სახელმწიფო საზღვრის სამსახურმა დააკავა მამაკაცი, რომელიც კარპატების გავლით რუმინეთში გაქცევას ცდილობდა, რათა მობილიზაციისთვის აერიდებინა თავი, იტყობინება უწყება.
არსებული ცნობით, მამაკაცმა რუმინეთში გადასვლა ვერ შეძლო, ვინაიდან გზა აებნა და ექვსი დღის განმავლობაში მთებში 70 კილომეტრი გაიარა.
„რუმინეთისკენ მიმავალ გზაზე კარპატებში დაკარგული დამრღვევი მესაზღვრეებმა გადაარჩინეს. 42 წლის მამაკაცი ექვსი დღის განმავლობაში მთებში დახეტიალობდა და რუმინეთის საზღვართან მისვლას ცდილობდა. როგორც ის ამბობს, არ ელოდა, რომ მოგზაურობა ასე რთული და საშიში იქნებოდა. <...> მან თქვა, რომ კარპატების ფოცხვერს გადაეყარა, ღამით კი მგლების ხმა ესმოდა. ვაი-ტურისტმა რამდენჯერმე დაკარგა ორიენტირი და მთებში 70 კილომეტრი იარა ფეხით — დასველდა და გაიყინა“, — ნათქვამია სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის Telegram-არხზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა მობილიზაციისთვის თავის არიდების სხვა ფაქტებიც. მესაზღვრეებმა დააკავეს ხუთი უკრაინელი, რომლებიც წითელი ჯვრის მოხალისეებად იყვნენ გადაცმულები და რუმინეთში გაქცევას ცდილობდნენ.
მანამდე სხვა უკრაინელმა მამაკაცებმა თერმოპლედები შემოიხვიეს, რათა ქვეყნის დატოვება ეცადათ. ეგონათ, რომ საზღვარზე თბოვიზორებისთვის უჩინრები იქნებოდნენ.
მამაკაცების კიდევ ერთმა ჯგუფმა სამგლოვიარო გვირგვინები მოიმარჯვა და უკრაინიდან რუმინეთში გაიქცა — ვითომ ბებიის დაკრძალვაზე მიდიოდნენ.
იყო შემთხვევა, როდესაც უკრაინელმა ანტონმა პასპორტში სახელი და სქესი გადაიკეთა— ტანიად იქცა, რათა ქვეყნიდან გაღწევა ეცადა.
უკრაინაში ასევე გაჩნდა „ბიზნესი“ — შშმ პირი ქალები ფულის სანაცვლოდ იძლევიან მათზე დაქორწინების უფლებას. ეს მამაკაცებს უფლებას აძლევს, საზღვარგარეთ შშმ-პირი ცოლის თანმხლების რანგში გავიდნენ. ამას გასვლისთანავე მოსდევს განქორწინება და სხვა „კლიენტთან“ ქორწინება.
უკრაინამ 11 აპრილს მიიღო კანონი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მობილიზაციის გამკაცრების შესახებ. ახალი კანონი სამხედრო სამსახურში მყოფ უკრაინელებს ავალდებულებს, მობილიზებიდან 60 დღის ვადაში დარეგისტრირდნენ სამხედრო კომისარიატებში. გარდა ამისა, 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებს მოეთხოვებათ, თან იქონიონ სამხედრო სააღრიცხვო დოკუმენტები და წარმოადგინონ ისინი ხელისუფლების მოთხოვნით.
ყველა ახალი ამბავი
0