https://sputnik-georgia.com/20240409/9-aprili-dge-mwuxarebis-da-dge-damoukideblobis-287227776.html
საქართველოში ეროვნული ერთიანობის დღე აღინიშნება
საქართველოში ეროვნული ერთიანობის დღე აღინიშნება
Sputnik საქართველო
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ხალხმა შეკრება ღამით დაიწყო, რათა პატივი მიაგოს 35 წლის წინ დაღუპულთა ხსოვნას 09.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-09T10:25+0400
2024-04-09T10:25+0400
2024-04-09T10:25+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23998/32/239983209_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_99211b2cdf764b5d96b327e32b09f07e.jpg
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოში 9 აპრილს აღინიშნება სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე.საქართველოში 9 აპრილი უქმე დღეა. სწორედ ამ დღეს, 1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს ჯარმა მრავალათასიანი მიტინგი დაარბია.ამ დღეს, ტრადიციულად, თბილისელებს პარლამენტის შენობასთან ტიტები მიაქვთ… ხალხი ტრაგედიის ადგილზე 8 აპრილის ღამიდან იწყებს შეკრებას.ამ დღეს საქართველოს ეკლესიებში ტარდება პანაშვიდი. ქვეყნის პირველი პირები პარლამენტის წინ დადგმულ მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ.1989 წელს სსრკ–ის თავდაცვის სამინისტროს ძალების მიერ ცრემლსადენი გაზის, ნიჩბებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით მრავალათასიანი მშვიდობიანი აქციის დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორისაც უმეტესობა ქალი იყო.1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ფაქტის გამოსაძიებლად სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ სპეციალური კომისია შექმნა, რომელსაც ანატოლი სობჩაკი ხელმძღვანელობდა. კომისის დასკვნის თანახმად, ამ დღეს დემონსტრანტების წინააღმდეგ სამხედრო ძალების მხრიდან ძალის გადამეტება მოხდა.1989 წლის 9 აპრილი, რომელსაც „სისხლიან კვირასაც" ეძახიან, საქართველოს ისტორიაში გარდამტეხად იქცა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს ეროვნული მოძრაობის ლიდერმა და საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.გადაწყვეტილება 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე იქნა მიღებული, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლასა და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23998/32/239983209_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_c3d41ac5c8d1b45222ca4befc241577e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში ეროვნული ერთიანობის დღე აღინიშნება
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ხალხმა შეკრება ღამით დაიწყო, რათა პატივი მიაგოს 35 წლის წინ დაღუპულთა ხსოვნას
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოში 9 აპრილს აღინიშნება სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე.
საქართველოში 9 აპრილი უქმე დღეა. სწორედ ამ დღეს, 1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს ჯარმა მრავალათასიანი მიტინგი დაარბია.
ამ დღეს, ტრადიციულად, თბილისელებს პარლამენტის შენობასთან ტიტები მიაქვთ… ხალხი ტრაგედიის ადგილზე 8 აპრილის ღამიდან იწყებს შეკრებას.
ამ დღეს საქართველოს ეკლესიებში ტარდება პანაშვიდი. ქვეყნის პირველი პირები პარლამენტის წინ დადგმულ მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ.
1989 წელს სსრკ–ის თავდაცვის სამინისტროს ძალების მიერ ცრემლსადენი გაზის, ნიჩბებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით მრავალათასიანი მშვიდობიანი აქციის დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორისაც უმეტესობა ქალი იყო.
1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ფაქტის გამოსაძიებლად სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ სპეციალური კომისია შექმნა, რომელსაც ანატოლი სობჩაკი ხელმძღვანელობდა. კომისის დასკვნის თანახმად, ამ დღეს დემონსტრანტების წინააღმდეგ სამხედრო ძალების მხრიდან ძალის გადამეტება მოხდა.
1989 წლის 9 აპრილი, რომელსაც „სისხლიან კვირასაც" ეძახიან, საქართველოს ისტორიაში გარდამტეხად იქცა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს ეროვნული მოძრაობის ლიდერმა და საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
გადაწყვეტილება 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე იქნა მიღებული, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლასა და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას.