მოსაზრება: "Деривация-ПВО“-მ დასავლელი სპეციალისტები შოკში ჩააგდო

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2024
გამოწერა
სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში უნიკალური საზენიტო საირტილერიო კომპლექსების "Деривация-ПВО“ გამოჩენა რუსეთის ჯარებს მოწინააღმდეგების დრონებისა და რაკეტებისგან ცის უფრო ეფექტიანად „დაცვაში“ დაეხმარება, ანუ დასახული მიზნების უფრო სწრაფად მიღწევაში.
„როსტეხი“ დაჩქარებული წესით ახორციელებს რუსეთის ჯარებისათვის ამ უახლესი საზენიტო საარტილერიო კომპლექსის მიწოდებას. ამის შესახებ გუშინ სახელმწიფო კორპორაციის ინდუსტრიულრმა დირექტორმა ბექხან ოზდოევმა განაცხადა. "Деривация-ПВО“ არის ერთადერთი და განუმეორებელი საზენიტო სისტემა საარტილერიო ცეცხლის მართვის ციფრული საშუალებებით.
გარდა სხვა ეფექტიანი ტექნიკური მაჩვენებებლებისა, კომპლექსს შეუძლია იმუშაოს დღე-ღამის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ამინდში, მოწინააღმდეგის დიდ სიშორეზე დისლოკაციის პირობებში. საბრძოლო მანქანის შასი საშუალებას იძლევა, განავითაროს სიჩქარე 70 კმ/სთ... დასავლელი სპეციალისტები "Деривация-ПВО“ -ს მონაცემებმა შოკში ჩააგდო...
უახლესი საზენიტო საარტილერიო კომპლექსი წარმოადგენს ეფექტიან, უნივერსალურ და შედარებით, იაფ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებას მოტომსროლელი ქვედანაყოფების მხარდასაჭერად. ახლო მომავალში მაღალი სიზუსტის "Деривация-ПВО“ -თი აღიჭურვებიან რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ჰომალდები - მოწინააღმდეგის მოცურავე დრონ-კამიკაძეებთან გასამკლავებლად.

ეშმაკი დეტალებშია

"Деривация-ПВО“ აღჭურვილია ისეთი მოდულით, რომელსაც გააჩნია კომბინირებული პასიური სადაზვერვო-დასამიზნებელი კოპლექსი. კონსტრუქცია უზრუნველყოფს საჰაერო, მიწისზედა და წყალზედა სამიზნეების აღმოჩენას და განადგურებას - ადგილიდან, მოძრაობის თუ ცურვის დროს. ჰაერსაწინააღმდეგო ახალი შესაძლებლობების გაჩენა დაკავშირებულია, უპირველესად, მაღალტექნოლოგიური საბრძოლო მარაგებისა და უზრუნველყოფის საშუალებების გამოგონებასთან.
საზენიტო საარტილერიო კომპლექსმა "Деривация-ПВО“ მიიღო არა მხოლოდ ცეცხლის მართვის ეფექტიანი ციფრული საშუალებები და კავშირის თანამედროვე საშუალებები. არ შეიძლება, არ აღინიშნოს ნუდელმანის სახელობის ზუსტი მანქანათმშენებლობის საკონსტრუქტორო ბიუროს წვლილი მართვადი 57- მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვის შექმნაში.
ღია წყაროებიდან ცნობილია, რომ ასეთი ჭურვის სათავო ნაწილში განლაგებულია „საჭეიანი მექანიზმი“ და კეცვადი საჭეები. წინა ნაწილში ჩამაგრებულია ლაზერული დასხივების მიმღები და კეცვადი სტაბილიზატორი. კორპუსის ცენტრალური ნაწილი გავსებულია ასაფეთქებელი ნივთიერებით. მართვადი ჭურვი იწონის ორ კილოგრამზე მეტს, მიჰყვება ლაზერის სხივს და ანადგურებს მიზანს არაკონტაქტური ამაფეთქებლის საშუალებით, რომლის სიმძლავრეც 76- მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვის სიმძლავრეს უტოლდება...
ურალის ვაგონმშენებელი ქარხანა ამას წინად, იუწყებოდა, რომ გამოცდას გადიან ახალი ჯავშანსაწინააღმდეგო 57 მმ კალიბრის ჭურვები. დეტალები ნახსენები არ ყოფილა, თუმცა, როგორც ჩანს, ზუსტად დეტალებში იმალება მაღალი ტექნოლოგიების, სიშორისა და სიზუსტის „ეშმაკი“.
სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში რუსეთის ჯარების გადაიარაღების ტემპების, საცეცხლე სიმძლავრის ზრდის შესაფასებლად, გასათვალისწინებელია, რომ „როსტეხის“ საწარმოებებმა მხოლოდ 2023 წელს 10-ჯერ გაზარდეს თვითმავალი საარტილერიო დანადგარების გამოშვება, გამოუშვეს საბრძოლო მარაგების 25-ჯერ მეტი რაოდენობა.
საზენიტო საარტილერიო კომპლექსი "Деривация-ПВО“ არ იქნება უკრაინული არმიისა და ნატოსათვის ბოლო სიურპრიზი...
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0