https://sputnik-georgia.com/20240408/ramdenit-sheicvala-sagareo-valis-moculoba-287210563.html
რამდენით შეიცვალა საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა? ეროვნული ბანკის ახალი მონაცემები
რამდენით შეიცვალა საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა? ეროვნული ბანკის ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
2023 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა 800 მილიონი დოლარით 08.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-08T10:32+0400
2024-04-08T10:32+0400
2024-04-08T10:32+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/79/234067941_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_9da6e456283d74e74605c62108b4c98f.jpg
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო ვალის მოცულობამ 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 24,2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 79,2%-ს შეადგენს, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.2023 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა 800 მილიონი დოლარით, მათ შორის მაჩვენებელი 367.2 მილიონი დოლარით გაიზარდა ოპერაციული ცვლილებების ხარჯზე, 341.4 მილიონი დოლარით - გაცვლითი კურსის ცვლილების გამო, 59.6 მილიონი დოლარით ფასების ცვლილების გამო და 31.9 მილიონი დოლარით სხვა ცვლილებების გამო .საერთო მოცულობიდან 11.2 მილიარდი დოლარი სახელმწიფო ვალზე მოდის (მშპ-ის 30,2%), საიდანაც 8,7 მილიარდი დოლარი მთავრობის ვალია, 874.1 მილიონი დოლარი - ეროვნული ბანკის ვალდებულებები, 462.4 მილიონი დოლარი და 1,2 მილიარდი დოლარი – სახელმწიფო საწარმოების ვალი ობლიგაციებსა და სესხებზე.საანგარიშო პერიოდში საბანკო სექტორის ვალმა 7.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, კერძო საწარმოების - 4,6 მილიარდი დოლარი, კომპანიებს შორის - 2,7 მილიარდი დოლარი. მთლიანი საგარეო ვალის 88,5% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარებით საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 12,2 მილიარდი დოლარი (მშპ-ის 40,1%) შეადგინა, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი კი 5.4 მილიარდი დოლარია (მშპ-ის 20,3%).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/79/234067941_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_195698a858d5f2ccc246c6e1c759833c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
რამდენით შეიცვალა საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა? ეროვნული ბანკის ახალი მონაცემები
2023 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა 800 მილიონი დოლარით
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო ვალის მოცულობამ 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 24,2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 79,2%-ს შეადგენს, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
2023 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა 800 მილიონი დოლარით, მათ შორის მაჩვენებელი 367.2 მილიონი დოლარით გაიზარდა ოპერაციული ცვლილებების ხარჯზე, 341.4 მილიონი დოლარით - გაცვლითი კურსის ცვლილების გამო, 59.6 მილიონი დოლარით ფასების ცვლილების გამო და 31.9 მილიონი დოლარით სხვა ცვლილებების გამო .
საერთო მოცულობიდან 11.2 მილიარდი დოლარი სახელმწიფო ვალზე მოდის (მშპ-ის 30,2%), საიდანაც 8,7 მილიარდი დოლარი მთავრობის ვალია, 874.1 მილიონი დოლარი - ეროვნული ბანკის ვალდებულებები, 462.4 მილიონი დოლარი და 1,2 მილიარდი დოლარი – სახელმწიფო საწარმოების ვალი ობლიგაციებსა და სესხებზე.
საანგარიშო პერიოდში საბანკო სექტორის ვალმა 7.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, კერძო საწარმოების - 4,6 მილიარდი დოლარი, კომპანიებს შორის - 2,7 მილიარდი დოლარი. მთლიანი საგარეო ვალის 88,5% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარებით საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 12,2 მილიარდი დოლარი (მშპ-ის 40,1%) შეადგინა, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი კი 5.4 მილიარდი დოლარია (მშპ-ის 20,3%).