საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ცენტრალური აზიის ქვეყნებში გაემგზავრა

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2024
გამოწერა
შალვა პაპუაშვილი ცენტრალური აზიის რეგიონში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ცენტრალური აზიის რეგიონში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 13 აპრილს დასრულდება, პარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთის, თურქმენეთისა და ყაზახეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან ყაზახეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი, თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, უზბეკეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი.
დელეგაციაშია სევე არიან საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი სოზარ სუბარი.
ყველა ახალი ამბავი
0