ლუბლიანას ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია

© photo: Sputnik / Stringerტრანსპორტი
ტრანსპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2024
გამოწერა
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. თბილისში, დიდუბის რაიონში ლუბლიანას ქუჩაზე საგზაო მოძრაობა გადატვირთულია, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მოძრაობის შეფერხების მიზეზი აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რის გამოც ვერ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მძღოლებს ლუბლიანას ქუჩით გადაადგილება უწევთ, რაც აღნიშნული ტერიტორიის გადატვირთვას იწვევს.
მერიის ცნობით, სატრანსპორტო მოძრაობა უახლოეს პერიოდში ჩვეულ რეჟიმში განახლდება.
ყველა ახალი ამბავი
0