https://sputnik-georgia.com/20240407/xarebis-dgesaswauli-aginishneba-287203379.html
მართლმადიდებლური სამყარო დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებლური სამყარო დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
Sputnik საქართველო
რამდენადაც ხარება დაკავშირებულია ქრისტეს დაბადებასთან, ის აღიქმება როგორც კაცობრიობის ხსნის დასაბამი. 07.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-07T11:00+0400
2024-04-07T11:00+0400
2024-04-07T11:00+0400
საქართველო
საზოგადოება
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/07/250556531_0:11:3603:2038_1920x0_80_0_0_086f17815c45d5bef11390d85810c420.jpg
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. 7 აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს – ხარებას აღნიშნავს. რამდენადაც ხარება დაკავშირებულია ქრისტეს დაბადებასთან, ის აღიქმება როგორც კაცობრიობის ხსნის დასაბამი.უფალმა იესო ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე აღუთქვა კაცობრიობას, რომ მხსნელს, მესიას მოუვლენდა, რომელსაც შობდა ქალწული და უწოდებდა სახელად ემანუელს, რომელიც ითარგმნება როგორც „ჩვენთან არს ღმერთი".სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა 7 აპრილს ახარა ქალწულ მარიამს, რომ ის შობდა იესო ქრისტეს. ამ დღეს ღვთისმშობელთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა.ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ეკლესია–მონასტერში საზეიმო წირვა–ლოცვა აღესრულება.ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია.დიდმარხვა წელს 18 მარტს დაიწყო და 5 მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/07/250556531_436:0:3167:2048_1920x0_80_0_0_50f9442c68e258fd2785748672513584.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, რელიგია
საქართველო, საზოგადოება, რელიგია
მართლმადიდებლური სამყარო დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
რამდენადაც ხარება დაკავშირებულია ქრისტეს დაბადებასთან, ის აღიქმება როგორც კაცობრიობის ხსნის დასაბამი.
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. 7 აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს – ხარებას აღნიშნავს. რამდენადაც ხარება დაკავშირებულია ქრისტეს დაბადებასთან, ის აღიქმება როგორც კაცობრიობის ხსნის დასაბამი.
უფალმა იესო ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე აღუთქვა კაცობრიობას, რომ მხსნელს, მესიას მოუვლენდა, რომელსაც შობდა ქალწული და უწოდებდა სახელად ემანუელს, რომელიც ითარგმნება როგორც „ჩვენთან არს ღმერთი".
სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა 7 აპრილს ახარა ქალწულ მარიამს, რომ ის შობდა იესო ქრისტეს. ამ დღეს ღვთისმშობელთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა.
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ეკლესია–მონასტერში საზეიმო წირვა–ლოცვა აღესრულება.
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია.
დიდმარხვა წელს 18 მარტს დაიწყო და 5 მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.