საქართველოს ნაკრები ევრო 2024-მდე ამხანაგურ მატჩს უელსთან გამართავს

© AP Photo / Tamuna Kulumbegashviliსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2024
გამოწერა
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. გერმანიაში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს ფეხბურთის ნაკრები უელსის გუნდთან ამხანაგურ მატჩს თბილისში 5 ივნისს გამართავს, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს - ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში ეროვნულმა გუნდმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა და საგზური მოიპოვა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
უელსთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს ჩერნოგორიასთან - შეხვედრა პოდგორიცეში 9 ივნისს ჩატარდება.
ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა.
უეფას ბილეთების პორტალზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს 13:00 საათიდან დაიწყება.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
18 ივნისი, დორტმუნდი
საქართველო - თურქეთი
22 ივნისი, ჰამბურგი
საქართველო - ჩეხეთი
26 ივნისი, გელზენკირხენი
საქართველო - პორტუგალია
ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.
ყველა ახალი ამბავი
0