https://sputnik-georgia.com/20240407/ilia-meorem-xareba-miuloca-287206240.html
ილია მეორე: ღმერთმა ინებოს, რომ სიხარული სუფევდეს საქართველოში
ილია მეორე: ღმერთმა ინებოს, რომ სიხარული სუფევდეს საქართველოში
Sputnik საქართველო
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ეკლესია–მონასტერში საზეიმო წირვა–ლოცვა აღესრულება. 07.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-07T17:29+0400
2024-04-07T17:29+0400
2024-04-07T17:29+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748752_0:440:1685:1388_1920x0_80_0_0_d4fc449f39d8796245c1ae31f39dc135.jpg
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას.ღვთისმშობლის ხარება — ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია, რომელსაც ეკლესია ყოველწლიურად 7 აპრილს (ძველი სტილით 25 მარტს) აღნიშნავს — ქრისტეშობამდე 9 თვით ადრე. ამ დღეს არა მხოლოდ ყოვლადწმიდა მარიამს, მთელ კაცობრიობას ეხარა, რომ სახიერმა ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისთვის ვერ გასწირა და მისი ეშმაკის მონობისგან გამოხსნა გადაწყვიტა.ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ეკლესია–მონასტერში საზეიმო წირვა–ლოცვა აღესრულება. დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია.დიდმარხვა წელს 18 მარტს დაიწყო და 5 მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748752_226:467:1455:1388_1920x0_80_0_0_33a76e9b2307ddcf577060de77e33dc6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება, ახალი ამბები
ილია მეორე: ღმერთმა ინებოს, რომ სიხარული სუფევდეს საქართველოში
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ეკლესია–მონასტერში საზეიმო წირვა–ლოცვა აღესრულება.
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას.
ღვთისმშობლის ხარება — ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია, რომელსაც ეკლესია ყოველწლიურად 7 აპრილს (ძველი სტილით 25 მარტს) აღნიშნავს — ქრისტეშობამდე 9 თვით ადრე. ამ დღეს არა მხოლოდ ყოვლადწმიდა მარიამს, მთელ კაცობრიობას ეხარა, რომ სახიერმა ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისთვის ვერ გასწირა და მისი ეშმაკის მონობისგან გამოხსნა გადაწყვიტა.
„გილოცავთ ხარების დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს, რომ სიხარული სუფევდეს საქართველოში. როცა ვხვდებით ერთმანეთს, ჩვენ ვეუბნებით „გამარჯობაო“; ჩვენ უნდა ვუთხრათ „გიხაროდენ“, - ასე იყო ძველად. სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში. ჩვენთან არს ღმერთი”, - განაცხადა ილია მეორემ ქადაგებისას.
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ეკლესია–მონასტერში საზეიმო წირვა–ლოცვა აღესრულება. დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია.
დიდმარხვა წელს 18 მარტს დაიწყო და 5 მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.