https://sputnik-georgia.com/20240406/zubilo-287199348.html
მოსაზრება: უპილოტო Зубило ძალაა
მოსაზრება: უპილოტო Зубило ძალაა
Sputnik საქართველო
ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებზე და საფრთხეებზე პასუხად, რუსეთი ფსონს დებს შეიარაღების ფართო ხაზის რობოტიზაციაზე, საბრძოო გამოყენების ყველა გარემოში. ამის... 06.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-06T13:39+0400
2024-04-06T13:39+0400
2024-04-06T13:39+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/05/287181587_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_a633b9c38cd675f03282fc4dabc2bfbb.jpg
ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებზე და საფრთხეებზე პასუხად, რუსეთი ფსონს დებს შეიარაღების ფართო ხაზის რობოტიზაციაზე, საბრძოო გამოყენების ყველა გარემოში. ამის ნათელი მაგალითია სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში უახლესი ჯავშანმანქანის "Зубило"-ს გამოჩენა, რომელსაც ბრძოლის ველზე ავტონომიურად და ეფექტიანად მოქმედება შეუძლია.ბრძოლის ველზე რუსული უპილოტო ჯავშანმანქანების გამოჩენა დასავლეთში ყოველთვის საინფორმაციო ტურბულენტობას იწვევს : „არის თუ არა ნატო მზად რუსეთის შეჭრისათვის?“. ძლიერი მოიერიშე დრონი "Зубило", რომელიც გამოშვებულია საწარმო „რამდიზელში“, არის ტექნოლოგიურად საინტერესო, როგორც ფართო პროფილის პერსპექტიური „უნივერსალი“."Зубило"უპილოტო ჯავშანტრანსპორტიორია, რომლის მართვაც ოპერატორს 10 კმ სიშორიდან შეუძლია. მიწისზედა დრონის "Зубило"-ს საბრძოლო დანიშნულებაა მოიერიშე ჯგუფების საცეცხლე მხარდაჭერა, საბრძოლო მარაგების მიწოდება, დაჭრილების ევაკუაცია, უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატების და რადიოსადგურების აკუმულატორების დატენვა.მანქანის შემქმნელი, საწარმოო „რემდიზელის“ მთავარი კონსტრუქტორი იგორ ზახაროვიჩი აღნიშნავდა, რომ რუსეთის არმია საბრძოლო პირობებში უპილოტო ჯავშანკონსტრუქციის გამოცდას აპრილში დაიწყებს. "Зубило"-ს მასიური წარმოება მოიერიშე ქვედანაყოფების საცეცხლე სიძლიერეს გაზრდის, მათ საშუალებას მისცემს, ადამიანების მონაწილეობა ფრონტის ყველაზე საშიშ მონაკვეთებზე ბრძოლებში მინიმუმამდე დაიყვანონ, დააჩქარონ დაჭრილებისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.საბრძოლო გამოყენებასაბრძოლო რობოტების ხელოვნური ინტელექტი ეფუძნება ადამიანის ინტელექტის ალგორითმებს, ეს არის შეიარაღების განვითარების პერსპექტიული მომართულება საბრძოლო გამოყენების ყველა გარემოში. პერსპექტივაში, „ჭკვიანი“ ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები მიიღებენ ამოცანას და ბრძოლის ველზე მას დამოუკიდებლად შეასრულებენ. ანალოგიურ პროექტებზე მუშაობა მიმდინარეობს ისრაელში და აშშ-ში, თუმცა რუსეთი კონკურენტაბს აშკარად უსწრებს.ბრიტაული ჟურნალი The Spectator თებერვალში იუწყებოდა, რომ კიევის რეჟიმისათვის იარაღის ძალზე დიდი რაოდენობით მიწოდების გამო, ნატოს არა აქვს საკმარისი ტექნიკა რუსეთთან ომის შემთხვევაში.სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზანაში უახლესი რუსული "Зубило"-ს გამოჩენის გამო დასავლეთი სულ უფრო წუხს...ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები მრავალფუნქციური რობოტოტექნიკური კომკექსის „უდარის“ შექმნაზე. იგი შეძლებს, იმუშაოს ეკიპაჟის მიერ დისტანციურად მართვის ქვეშ, ან მთლიანად ავტონოიურ რეჟიმში. საბრძოლო შესაძლებლობების ასამაღლებლად, მიწისზედა დრონი„უდარი“, შეიძლება, დაკომპლექტდეს დამატებითი გარე, მცირე ზომის უპილოტო საფრენი აპარატებით.რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა 3 აპრილს გააცხადა, რომ 2023 წელს ჯავშან ტანკების შეიარაღების წარმოება სამჟერ გაიზარდა... იკრაინაში სპეცილურმა სამხედრო ოპერაციამ ცხადყო მიწისზედა რობოტიზირებული კოპლექსების გამოყენების აუცილებლობა და საკმაოდ მაღალი ეფექტიანობა...რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/05/287181587_152:0:2883:2048_1920x0_80_0_0_fb05ee0fdb8e0e5e52b5aab0b1c0064b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებზე და საფრთხეებზე პასუხად, რუსეთი ფსონს დებს შეიარაღების ფართო ხაზის რობოტიზაციაზე, საბრძოო გამოყენების ყველა გარემოში. ამის ნათელი მაგალითია სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში უახლესი ჯავშანმანქანის "Зубило"-ს გამოჩენა, რომელსაც ბრძოლის ველზე ავტონომიურად და ეფექტიანად მოქმედება შეუძლია.
ბრძოლის ველზე რუსული უპილოტო ჯავშანმანქანების გამოჩენა დასავლეთში ყოველთვის საინფორმაციო ტურბულენტობას იწვევს : „არის თუ არა ნატო მზად რუსეთის შეჭრისათვის?“. ძლიერი მოიერიშე დრონი "Зубило", რომელიც გამოშვებულია საწარმო „რამდიზელში“, არის ტექნოლოგიურად საინტერესო, როგორც ფართო პროფილის პერსპექტიური „უნივერსალი“.
"Зубило"უპილოტო ჯავშანტრანსპორტიორია, რომლის მართვაც ოპერატორს 10 კმ სიშორიდან შეუძლია. მიწისზედა დრონის "Зубило"-ს საბრძოლო დანიშნულებაა მოიერიშე ჯგუფების საცეცხლე მხარდაჭერა, საბრძოლო მარაგების მიწოდება, დაჭრილების ევაკუაცია, უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატების და რადიოსადგურების აკუმულატორების დატენვა.
მანქანის შემქმნელი, საწარმოო „რემდიზელის“ მთავარი კონსტრუქტორი იგორ ზახაროვიჩი აღნიშნავდა, რომ რუსეთის არმია საბრძოლო პირობებში უპილოტო ჯავშანკონსტრუქციის გამოცდას აპრილში დაიწყებს. "Зубило"-ს მასიური წარმოება მოიერიშე ქვედანაყოფების საცეცხლე სიძლიერეს გაზრდის, მათ საშუალებას მისცემს, ადამიანების მონაწილეობა ფრონტის ყველაზე საშიშ მონაკვეთებზე ბრძოლებში მინიმუმამდე დაიყვანონ, დააჩქარონ დაჭრილებისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
საბრძოლო რობოტების ხელოვნური ინტელექტი ეფუძნება ადამიანის ინტელექტის ალგორითმებს, ეს არის შეიარაღების განვითარების პერსპექტიული მომართულება საბრძოლო გამოყენების ყველა გარემოში. პერსპექტივაში, „ჭკვიანი“ ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები მიიღებენ ამოცანას და ბრძოლის ველზე მას დამოუკიდებლად შეასრულებენ. ანალოგიურ პროექტებზე მუშაობა მიმდინარეობს ისრაელში და აშშ-ში, თუმცა რუსეთი კონკურენტაბს აშკარად უსწრებს.
ბრიტაული ჟურნალი The Spectator თებერვალში იუწყებოდა, რომ კიევის რეჟიმისათვის იარაღის ძალზე დიდი რაოდენობით მიწოდების გამო, ნატოს არა აქვს საკმარისი ტექნიკა რუსეთთან ომის შემთხვევაში.
სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზანაში უახლესი რუსული "Зубило"-ს გამოჩენის გამო დასავლეთი სულ უფრო წუხს...
ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები მრავალფუნქციური რობოტოტექნიკური კომკექსის „უდარის“ შექმნაზე. იგი შეძლებს, იმუშაოს ეკიპაჟის მიერ დისტანციურად მართვის ქვეშ, ან მთლიანად ავტონოიურ რეჟიმში. საბრძოლო შესაძლებლობების ასამაღლებლად, მიწისზედა დრონი„უდარი“, შეიძლება, დაკომპლექტდეს დამატებითი გარე, მცირე ზომის უპილოტო საფრენი აპარატებით.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა 3 აპრილს გააცხადა, რომ 2023 წელს ჯავშან ტანკების შეიარაღების წარმოება სამჟერ გაიზარდა... იკრაინაში სპეცილურმა სამხედრო ოპერაციამ ცხადყო მიწისზედა რობოტიზირებული კოპლექსების გამოყენების აუცილებლობა და საკმაოდ მაღალი ეფექტიანობა...
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე