https://sputnik-georgia.com/20240406/saeklesio-kalendari-6-aprili-287197547.html
საეკლესიო კალენდარი: 6 აპრილი
საეკლესიო კალენდარი: 6 აპრილი
Sputnik საქართველო
მართლმადიდებლური ეკლესია ექვს აპრილს იხსენიებს ღირს ზაქარია მონაზონს; არტემი (არტემონისა) თესალონიკელ ეპისკოპოსს (I-II); ღირს იაკობ აღმსარებელს, ეპისკოპოსს. 06.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-06T09:00+0400
2024-04-06T09:00+0400
2024-04-06T09:00+0400
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/03/250528372_0:0:3109:1750_1920x0_80_0_0_f577a1a34ff7470a5df830aa62188335.jpg
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რაღვაწლი მიუძღვით მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე.ღირსი ზაქარია მონაზონიმმარხველი, პეჩორელი (XIII-XIV), მოღვაწეობდა პეჩორის შორეულ გამოქვაბულში. ღირსი მამა გამოირჩეოდა განსაკუთრებული მმარხველობით: ცეცხლზე დამზადებულ საზრდელს არ ღებულობდა, იკვებებოდა მხოლოდ ბალახით, ჭამდა დღეში ერთხელ, მზის ჩასვლის შემდეგ. მისი ღვაწლი სათნო ეყო უფალს. მხოლოდ მისი სახელის გაგონებაზეც კი ბოროტი სულები კრთოდნენ. წმიდა მამას ანგელოზთა ხედვისა და წინასწარცნობის ნიჭიც ჰქონდა მიმადლებული.წმიდა იაკობ ეპისკოპოსისიყრმითგან ესწრაფვოდა განმარტოებულ ცხოვრებას. მან დატოვა სახლი, სტუდიის მონასტერს მიაშურა და ბერად აღიკვეცა. წმიდა იაკობი მკაცრ შრომაში, მარხვასა და ლოცვაში ცხოვრობდა. ღვთისმოსავსა და წმიდა წერილის შესანიშნავად მცოდნე ბერს კატანის (სიცილია) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ხატმებრძოლი იმპერატორის კონსტანტინე V კოპრონიმის (741-775) დროს წმიდა იაკობს არაერთხელ მოსთხოვეს წმიდა ხატთა გმობა. წმიდა აღმსარებელმა დაითმინა ტყვეობა, შიმშილი, წამება, მაგრამ მართლმადიდებლობა არ უარუყვია. წმიდა ეპისკოპოსი იაკობი გარდაიცვალა დევნულობაში.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/03/250528372_631:130:3109:1988_1920x0_80_0_0_22794bde600b686cb602780a3e8929e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საქართველო
საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 6 აპრილი
მართლმადიდებლური ეკლესია ექვს აპრილს იხსენიებს ღირს ზაქარია მონაზონს; არტემი (არტემონისა) თესალონიკელ ეპისკოპოსს (I-II); ღირს იაკობ აღმსარებელს, ეპისკოპოსს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რაღვაწლი მიუძღვით მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე.
მმარხველი, პეჩორელი (XIII-XIV), მოღვაწეობდა პეჩორის შორეულ გამოქვაბულში. ღირსი მამა გამოირჩეოდა განსაკუთრებული მმარხველობით: ცეცხლზე დამზადებულ საზრდელს არ ღებულობდა, იკვებებოდა მხოლოდ ბალახით, ჭამდა დღეში ერთხელ, მზის ჩასვლის შემდეგ. მისი ღვაწლი სათნო ეყო უფალს. მხოლოდ მისი სახელის გაგონებაზეც კი ბოროტი სულები კრთოდნენ. წმიდა მამას ანგელოზთა ხედვისა და წინასწარცნობის ნიჭიც ჰქონდა მიმადლებული.
სიყრმითგან ესწრაფვოდა განმარტოებულ ცხოვრებას. მან დატოვა სახლი, სტუდიის მონასტერს მიაშურა და ბერად აღიკვეცა. წმიდა იაკობი მკაცრ შრომაში, მარხვასა და ლოცვაში ცხოვრობდა. ღვთისმოსავსა და წმიდა წერილის შესანიშნავად მცოდნე ბერს კატანის (სიცილია) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ხატმებრძოლი იმპერატორის კონსტანტინე V კოპრონიმის (741-775) დროს წმიდა იაკობს არაერთხელ მოსთხოვეს წმიდა ხატთა გმობა. წმიდა აღმსარებელმა დაითმინა ტყვეობა, შიმშილი, წამება, მაგრამ მართლმადიდებლობა არ უარუყვია. წმიდა ეპისკოპოსი იაკობი გარდაიცვალა დევნულობაში.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით