ორხევში საბალახოდ გაშვებული პირუტყვი მოსახლეობას დახოცილი დახვდა

© photo: Sputnik / Seyran Baroyanძროხები
ძროხები - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2024
გამოწერა
ადგილობრივები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. თბილისში, ორხევში მოსახლეობას საბალახოდ გაშვებული ათობით პირუტყვი დახოცილი დახვდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
შემთხვევა ორხევში, თეთრი ხევის დასახლებაში მოხდა. სავარაუდოდ, მომხდარის მიზეზი ძლიერი ქარია, რამაც ელექტროენერგიის სადენები გაწყვიტა და იქვე მობალახე მსხვილფეხა საქონელს დენმა დაარტყა.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია „თელასმა" ადგილზე მხოლოდ ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვიტა, ხოლო ზარალის ანაზღაურებასა და სხვა დეტალებზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
ყველა ახალი ამბავი
0