https://sputnik-georgia.com/20240405/vis-daupirispirdeba-saqartvelos-nakrebi-evro-2024-287184456.html
ევრო 2024-ის ჯგუფების შემადგენლობა: ვის დაუპირისპირდება საქართველოს ნაკრები?
ევრო 2024-ის ჯგუფების შემადგენლობა: ვის დაუპირისპირდება საქართველოს ნაკრები?
Sputnik საქართველო
ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, ჩეხეთის და თურქეთის... 05.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-05T12:49+0400
2024-04-05T12:49+0400
2024-04-05T12:49+0400
საქართველო
ინფოგრაფიკა
მულტიმედია
ევრო-2024
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/05/287184088_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_cde7dc2cdaf7aa6d119188297ea7fde4.png
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:18 ივნისი, დორტმუნდისაქართველო - თურქეთი22 ივნისი, ჰამბურგისაქართველო - ჩეხეთი26 ივნისი, გელზენკირხენისაქართველო - პორტუგალიასაქართველო-თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება - ფასი 692 ლარიდან 2.780 ლარამდეა.ეს მნიშვნელოვანიასაქართველოს აქვს F ჯგუფიდან გასვლის შანსი. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას 24 ნაკრები იღებს. სულ ექვსი ჯგუფია, თითოეულში ოთხი გუნდი. საუკეთესო პირველი და მეორეადგილოსნები ავტომატურად გადიან პლეი-ოფში. ექვსი სხვადასხვა ჯგუფიდან ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი ასევე მოიპოვებს პლეი-ოფის საგზურს. უძლიერესი მესამე გუნდების კვარტეტი განისაზღვრება დამატებითი მაჩვენებლებით, რომელთაგან პირველი ქულების მეტი რაოდენობაა.ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.პლეი-ოფში გასვლა გუნდების ბიუჯეტს 1,5 მილიონი ევროთი შეავსებს, მეოთხედფინალში - 2,5 მილიონით, ნახევარფინალში - 4 მილიონით და ფინალში გასვლა - შესაბამისად, 5 და 8 მილიონ ევროს ითვალისწინებს.ევრო 2024-ზე ითამაშებს პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/05/287184088_455:0:3186:2048_1920x0_80_0_0_0c089ba939c7f3f36fc6fe1ff04093fa.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ინფოგრაფიკა, მულტიმედია, ევრო-2024, სპორტი, инфографика
საქართველო, ინფოგრაფიკა, მულტიმედია, ევრო-2024, სპორტი, инфографика
ევრო 2024-ის ჯგუფების შემადგენლობა: ვის დაუპირისპირდება საქართველოს ნაკრები?
ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, ჩეხეთის და თურქეთის გუნდებთან ერთად ითამაშებს
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
საქართველო-თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე
იყიდება - ფასი 692 ლარიდან 2.780 ლარამდეა.
საქართველოს აქვს F ჯგუფიდან გასვლის შანსი. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას 24 ნაკრები იღებს. სულ ექვსი ჯგუფია, თითოეულში ოთხი გუნდი. საუკეთესო პირველი და მეორეადგილოსნები ავტომატურად გადიან პლეი-ოფში. ექვსი სხვადასხვა ჯგუფიდან ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი ასევე მოიპოვებს პლეი-ოფის საგზურს. უძლიერესი მესამე გუნდების კვარტეტი განისაზღვრება დამატებითი მაჩვენებლებით, რომელთაგან პირველი ქულების მეტი რაოდენობაა.
ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.
პლეი-ოფში გასვლა გუნდების ბიუჯეტს 1,5 მილიონი ევროთი შეავსებს, მეოთხედფინალში - 2,5 მილიონით, ნახევარფინალში - 4 მილიონით და ფინალში გასვლა - შესაბამისად, 5 და 8 მილიონ ევროს ითვალისწინებს.
ევრო 2024-ზე ითამაშებს პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.
ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა.