https://sputnik-georgia.com/20240405/ukanono-tyitsargeblobis-statistika-martis-monacemebi-287187819.html
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: მარტის მონაცემები
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: მარტის მონაცემები
Sputnik საქართველო
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში. 05.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-05T16:40+0400
2024-04-05T16:40+0400
2024-04-05T16:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/09/238810995_0:134:3167:1915_1920x0_80_0_0_dd6f2a76e562a2936ca1c6d4bc4a1fed.jpg
თბილისი, 5 აპრილი— Sputnik. მიმდინარე წლის მარტში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვების, ტრანსპორტირების და ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 278 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.278 ფაქტიდან 196 ხეტყის უკანონო მოპოვება–ტრანსპორტირებას ეხება, 82 – საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების გამოვლენის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 43 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 221 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხეტყე.ხეტყის უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი – 58 ფაქტი გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში 52 სამართალდარღვევა დაფიქსირდა, კახეთში - 49, სამცხე-ჯავახეთში - 36, შიდა ქართლში - 23, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში - 19, აჭარაში - 16, გურიაში - 10, მცხეთა-მთიანეთში - 7 და ქვემო ქართლშიც - 7. სამართალდარღვევის 1 ფაქტი გამოვლინდა დედაქალაქშიც.ამავე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 27 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 716 ფაქტი გამოავლინეს.2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.წყარო - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/09/238810995_217:0:2948:2048_1920x0_80_0_0_94e3fd6dd31b0526e24ae00d6a2817dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: მარტის მონაცემები
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში.
თბილისი, 5 აპრილი— Sputnik. მიმდინარე წლის მარტში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვების, ტრანსპორტირების და ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 278 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
278 ფაქტიდან 196 ხეტყის უკანონო მოპოვება–ტრანსპორტირებას ეხება, 82 – საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების გამოვლენის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 43 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 221 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხეტყე.
ხეტყის უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი – 58 ფაქტი გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში 52 სამართალდარღვევა დაფიქსირდა, კახეთში - 49, სამცხე-ჯავახეთში - 36, შიდა ქართლში - 23, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში - 19, აჭარაში - 16, გურიაში - 10, მცხეთა-მთიანეთში - 7 და ქვემო ქართლშიც - 7. სამართალდარღვევის 1 ფაქტი გამოვლინდა დედაქალაქშიც.
ამავე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 27 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 716 ფაქტი გამოავლინეს.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.