https://sputnik-georgia.com/20240405/sasamartlom-alt-infos-wevrebs-girao-seufarda-287185937.html
სასამართლომ „ალტ-ინფოს“ წევრებს გირაო შეუფარდა
სასამართლომ „ალტ-ინფოს“ წევრებს გირაო შეუფარდა
Sputnik საქართველო
სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულების მხარდამჭერთა უკმაყოფილება და სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. 05.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-05T13:40+0400
2024-04-05T13:40+0400
2024-04-05T13:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/04/287167513_0:99:1284:821_1920x0_80_0_0_ad1c49200cb0476c00f51132c9cc1ac2.jpg
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ ლიდერს, ზურა მახარაძეს და ამავე ორგანიზაციის კიდევ ერთ წევრს, გიორგი გოგიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 5-5 ათასლარიანი ოდენობით გირაო შეეფარდა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი“.პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა 23 მარტს ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა მათგანმა ორ ადამიანზე, ხოლო მეორემ ერთ ადამიანზე იძალადა.სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულების მხარდამჭერთა უკმაყოფილება და სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.როგორც ზურაბ მახარაძემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, იგი შეფარდებული გირაოს გადახდას არ აპირებს და საქმეს პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევს. ადვოკატის განცხადებით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.პროკურატურის განცხადებით კი, სასამართლომ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ორივე ბრალდებულს 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ ინტერნეტ-პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ბაზაზე 2021 წლის 20 ნოემბერს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები ცნობილი არიან ჰომოფობიური შეხედულებებით. მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს 2021 წლის 5 ივლისს თბილისში მომხდარ არეულობებში.წყარო - ტელეკომპანია „პირველი“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/04/287167513_134:90:1135:841_1920x0_80_0_0_83af0c57de04abf0d65dfc71f63f6559.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
სასამართლომ „ალტ-ინფოს“ წევრებს გირაო შეუფარდა
სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულების მხარდამჭერთა უკმაყოფილება და სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ ლიდერს, ზურა მახარაძეს და ამავე ორგანიზაციის კიდევ ერთ წევრს, გიორგი გოგიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 5-5 ათასლარიანი ოდენობით გირაო შეეფარდა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი“.
პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა 23 მარტს ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა მათგანმა ორ ადამიანზე, ხოლო მეორემ ერთ ადამიანზე იძალადა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულების მხარდამჭერთა უკმაყოფილება და სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.
როგორც ზურაბ მახარაძემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, იგი შეფარდებული გირაოს გადახდას არ აპირებს და საქმეს პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევს. ადვოკატის განცხადებით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
პროკურატურის განცხადებით კი, სასამართლომ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ორივე ბრალდებულს 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ ინტერნეტ-პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ბაზაზე 2021 წლის 20 ნოემბერს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები ცნობილი არიან ჰომოფობიური შეხედულებებით. მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს 2021 წლის 5 ივლისს თბილისში მომხდარ არეულობებში.