https://sputnik-georgia.com/20240405/saberznetsi-zarcvis-braldebit-qartvelebi-daakaves-mat-soris-erti-qali-287183595.html
საბერძნეთში ძარცვის ბრალდებით ხუთი ქართველი დააკავეს, მათ შორის ერთი ქალია
საბერძნეთში ძარცვის ბრალდებით ხუთი ქართველი დააკავეს, მათ შორის ერთი ქალია
Sputnik საქართველო
დაჯგუფების მიერ მიღებულმა სარგებელმა თითქმის 700 ათასი ევრო შეადგინა. 05.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-05T11:20+0400
2024-04-05T11:20+0400
2024-04-05T11:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
საბერძნეთი
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/12/251756896_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_9736f0ad6b5b1ac38926a733f5681e99.jpg
თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. საბერძნეთში კრიმინალური დაჯგუფების ხუთი წევრი დააკავეს - ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.ბრალდებულები, რომელთა ასაკი 33-დან 44 წლამდე მერყეობს, 2 აპრილს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები ატიკის სხვადასხვა რაიონში სახლებს ძარცვავდნენ.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაჯგუფების ლიდერი არჩევდა სამიზნეს და ნიშნავდა იმ სახლებს, რომლებიც უნდა გაეძარცვათ, კიდევ ერთი წევრი საკეტების გახსნაზე მუშაობდა, ორი წევრი სიგნალიზაციის საკითხს აგვარებდა და ძარცვის შემდგომ მტკიცებულებებს ანადგურებდა, 33 წლის ქალი კი ძირითადად დამლაგებლის სტატუსით სარგებლობდა და დაჯგუფების წევრებს სახლში არსებული მდგომარეობის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას.ბერძენმა სამართალდამცველებმა დაკავებულების სახლების ჩხრეკისას აღმოაჩინეს ავტომობილი, მოტოციკლი, 3 ლეპტოპი, 370 ევრო, მობილური ტელეფონები და SIM-ბარათები, სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, ძარცვისთვის საჭირო ინსტრუმენტები, ასევე დიდი რაოდენობით ძვირადღირებული საათები და სამკაულები.მიმდინარე გამოძიების დროს ძარცვისა და ქურდობის 16 საქმე გაიხსნა - დაჯგუფების მიერ მიღებულმა სარგებელმა თითქმის 700 ათასი ევრო შეადგინა.დაკავებულები პროკურატურაში არიან გადაყვანილები. საქმეზე გამოძიება გრძელდება.წყარო - ტელეკომპანია „ფორმულა“
საქართველო
საბერძნეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/12/251756896_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_bdaa0b17267a88ee734938c48686df00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საბერძნეთი , შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, საბერძნეთი , შემთხვევები
საბერძნეთში ძარცვის ბრალდებით ხუთი ქართველი დააკავეს, მათ შორის ერთი ქალია
დაჯგუფების მიერ მიღებულმა სარგებელმა თითქმის 700 ათასი ევრო შეადგინა.
თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. საბერძნეთში კრიმინალური დაჯგუფების ხუთი წევრი დააკავეს - ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
ბრალდებულები, რომელთა ასაკი 33-დან 44 წლამდე მერყეობს, 2 აპრილს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები ატიკის სხვადასხვა რაიონში სახლებს ძარცვავდნენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაჯგუფების ლიდერი არჩევდა სამიზნეს და ნიშნავდა იმ სახლებს, რომლებიც უნდა გაეძარცვათ, კიდევ ერთი წევრი საკეტების გახსნაზე მუშაობდა, ორი წევრი სიგნალიზაციის საკითხს აგვარებდა და ძარცვის შემდგომ მტკიცებულებებს ანადგურებდა, 33 წლის ქალი კი ძირითადად დამლაგებლის სტატუსით სარგებლობდა და დაჯგუფების წევრებს სახლში არსებული მდგომარეობის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას.
ბერძენმა სამართალდამცველებმა დაკავებულების სახლების ჩხრეკისას აღმოაჩინეს ავტომობილი, მოტოციკლი, 3 ლეპტოპი, 370 ევრო, მობილური ტელეფონები და SIM-ბარათები, სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, ძარცვისთვის საჭირო ინსტრუმენტები, ასევე დიდი რაოდენობით ძვირადღირებული საათები და სამკაულები.
მიმდინარე გამოძიების დროს ძარცვისა და ქურდობის 16 საქმე გაიხსნა - დაჯგუფების მიერ მიღებულმა სარგებელმა თითქმის 700 ათასი ევრო შეადგინა.
დაკავებულები პროკურატურაში არიან გადაყვანილები. საქმეზე გამოძიება გრძელდება.