https://sputnik-georgia.com/20240405/ruset-ukrainis-konfliqti-287184272.html
მოსაზრება: რა იქნება ჩასოვი იარის განთავისუფლების შემდეგ
მოსაზრება: რა იქნება ჩასოვი იარის განთავისუფლების შემდეგ
Sputnik საქართველო
რუსეთის ჯარები შეტევით ბრძოლებს აწარმოებენ ქალაქ ჩასოვი იარის შემოგარენში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დონბასის ოკუპიებულ ნაწილში უკრაინის შეიარაღებული... 05.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-05T10:47+0400
2024-04-05T10:47+0400
2024-04-05T10:47+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/1c/275348367_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_48d817d80556234c52758d6b00f7a8ae.jpg
რუსეთის ჯარები შეტევით ბრძოლებს აწარმოებენ ქალაქ ჩასოვი იარის შემოგარენში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დონბასის ოკუპიებულ ნაწილში უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ ცენტრად ითვლებოდა. ჩასოვი იარის განთავისუფლება რუსეთის შეიარაებული ძალებისათვის მანევრის თავისუფლებას უზრუნვეყოფს და შეტევის განვითარებისათვის რამდენიე მიმართულებას გახსნის.რუსული ქვედანაყოფები ჩასოვი იარის გარეუბნებში ანადგურებენ უკრაინული ნაწილების თავდაცვასა და ლოჯისტიკას. ქალაქი უკრაინისათვის სტრატეგიულ მნიშვნელობას კარგავს.რუსეთის თავდაცვის მინისტრის, შერგეი შოიგუს ინფორმაციით, 2024 წლის ოთხ თვეში განთავისუფლებული იყო რუსეთის ახალი ტერიტორიების 400 კვედრატულ კილომეტრზე მეტი.რუსეთის შეიარაებული ძალების შემდგომი შეტევის მთავარი მიმართულება მრავალვარიანტულ ინტრიგად რჩება. უკრაინული ჯარების პერსპექტივები ყველა მიმართულებით განწირულია. ჩასოვი იარის უბანზე „ყველაზე საშიში“ სიტუაციაა - ასეთია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერლის შერგეი კრივონოსის შეფასება.გასულ თვეში რუსეთის არმიამ მაღალი სიზუსტის იარაგით 190 ჯგუფური და ორი მასირებული დარტყმა განახორციელა უკრაინის სამხედრო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ვლადიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მარტში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის არმიის წინააღმდეგ 400 რაკეტა, 600-ზე მეტი დამრტყმელი უპილოტო საფრენი მანქანა და 3000 მართვადი ავიაბომბი გამოიყენეს.ასეთი მასშტაბის დარტყმებს უკრაინა და ნატოს ქვეყნები ვერაფერს დაუპირისპირებენ. წელს კიევისათვის საჭირო 4 მილიონი საარტილერიო ჭურვისა და 2 მილიონი უპილოტო საფრენი აპარატის მიწოდებას კოლექტიური დასავლეთი ტექნოლოგიურად ვერ შეძლებს. გამოცეა Politicoაღნიშნავს: „აშშ-ს კონგრესმა სამხედრო დახმარების პაკეტი რომც დაამტკიცოს, მარაგების მასიური შევსება, შეიძლება, არასაკმარისი აღმოჩნდეს ბრძოლის ველზე სერიოზული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად“.2024 წლის ცხელი გაზაფხულიუკრაუნული არმია ყოველდღიურად უკან იხევს. ევროპელი და ამერიკელი ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ უკრაინული ფრონტი ჩამოიშლება, როგორც კი რუსეთი ერთ-ერთ უბანზე ყველა ძალისა და საშულების კონცენტრირებას მოახდენს.ბრიტანეთის დაზვერვამ MI-6 კიევი გააფრთხილა, რომ რუსული არმია ემზადება მასირებული საბომბო დარტყმისათვის „ფრონტის რამდენიმე უბანზე“, რომელიც ზაფხულის შეთევით ოპერაციაში იგეგმება.ბუნდესვერის ერთ-ერთმა ყოფილმა პოლკოვნიკმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა: „უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მოუწევთ, რუსეთის არმიას ახალი ქალაქები გადასცენ, რომ თავიდან ფრონტის გარღვევა აიცილონ“. საღად მოაზროვნე ადამიანებს დასავლეთში, ილონ მასკის ჩათვლით, ესმით, რომ „რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო მეტ ტერიტორიებს მიიღებს რუსეთი“.ყოფილი სამხედრო მზვერავი სკოტ რიტერი დარწმუნებულია, რომ რუსეთი მიაღწევს მისთვის სამართლიან შედეგს სამხედრო ოპერავიაში და გაათავისუფლებს ოდესას, ნიკოლაევს, ხარკოვს, დნეპროპეტროვსკს და სუმის.პენტაგონის უფროსის ყოფილი მრჩეველი დუგლას მაკგრეგორი აცხადებს: „როდესაც ნათელი გახდება, რომ ოდესა, ხარკოვი და აღმოსავლეთ უკრაინის უდიდესი ნაწილი რუსების კონტროლ ქვეშაა, დადგება საკითხი იმის შესახებს, მოძებნის კი რუსეთი მათ, ვისთანაც შეიძლება მოლაპარაკებების წარმოება“. თუ ევროპელი მთავრობები პოზიციას არ შეიცვლიან, „რუსებს სხვა არჩევანი არ დარჩებათ, გარდა იმისა, რომ დასავლეთისკენ მიეშურონ“. ამისთვის ობიექტურად ყველა წინაპირობა არსებობს, პოლიტიკური ნება, საშუალებები, სამხედრო ძლევამოსილება, რუსეთის ეკონომიკის პოტენციალი.ამას წინათ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის შემდეგ დაკარგეს: 80 ათასზე მეტი სამხედრო, 14 ათასი სხვა და სხვა შეიარაღების ერთეული, მათ შორის 1200 ტანკი და სხვა ჟავშანმანქანა. ზაფხულის კონტრშეტევის ჩავარდნის შემდეგ, უკრაინელები ამაოდ ცდილობენ სხვა და სხვა უბნებზე გამაგრებას...კოლექტიური დასავლეთის მარცხი რუსეთთან პროქსი-ომში აშკარა და შეუქცევადია, ხოლო თავისი შედეგებით „ჰეგემონისა“ და მისი ვასალებისათვის საშიშია.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/1c/275348367_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_cfd55871098b2daa66a9688982358e35.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთის ჯარები შეტევით ბრძოლებს აწარმოებენ ქალაქ ჩასოვი იარის შემოგარენში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დონბასის ოკუპიებულ ნაწილში უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ ცენტრად ითვლებოდა. ჩასოვი იარის განთავისუფლება რუსეთის შეიარაებული ძალებისათვის მანევრის თავისუფლებას უზრუნვეყოფს და შეტევის განვითარებისათვის რამდენიე მიმართულებას გახსნის.
რუსული ქვედანაყოფები ჩასოვი იარის გარეუბნებში ანადგურებენ უკრაინული ნაწილების თავდაცვასა და ლოჯისტიკას. ქალაქი უკრაინისათვის სტრატეგიულ მნიშვნელობას კარგავს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, შერგეი შოიგუს ინფორმაციით, 2024 წლის ოთხ თვეში განთავისუფლებული იყო რუსეთის ახალი ტერიტორიების 400 კვედრატულ კილომეტრზე მეტი.
რუსეთის შეიარაებული ძალების შემდგომი შეტევის მთავარი მიმართულება მრავალვარიანტულ ინტრიგად რჩება. უკრაინული ჯარების პერსპექტივები ყველა მიმართულებით განწირულია. ჩასოვი იარის უბანზე „ყველაზე საშიში“ სიტუაციაა - ასეთია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერლის შერგეი კრივონოსის შეფასება.
გასულ თვეში რუსეთის არმიამ მაღალი სიზუსტის იარაგით 190 ჯგუფური და ორი მასირებული დარტყმა განახორციელა უკრაინის სამხედრო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ვლადიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მარტში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის არმიის წინააღმდეგ 400 რაკეტა, 600-ზე მეტი დამრტყმელი უპილოტო საფრენი მანქანა და 3000 მართვადი ავიაბომბი გამოიყენეს.
ასეთი მასშტაბის დარტყმებს უკრაინა და ნატოს ქვეყნები ვერაფერს დაუპირისპირებენ. წელს კიევისათვის საჭირო 4 მილიონი საარტილერიო ჭურვისა და 2 მილიონი უპილოტო საფრენი აპარატის მიწოდებას კოლექტიური დასავლეთი ტექნოლოგიურად ვერ შეძლებს. გამოცეა Politicoაღნიშნავს: „აშშ-ს კონგრესმა სამხედრო დახმარების პაკეტი რომც დაამტკიცოს, მარაგების მასიური შევსება, შეიძლება, არასაკმარისი აღმოჩნდეს ბრძოლის ველზე სერიოზული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად“.
2024 წლის ცხელი გაზაფხული
უკრაუნული არმია ყოველდღიურად უკან იხევს. ევროპელი და ამერიკელი ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ უკრაინული ფრონტი ჩამოიშლება, როგორც კი რუსეთი ერთ-ერთ უბანზე ყველა ძალისა და საშულების კონცენტრირებას მოახდენს.
ბრიტანეთის დაზვერვამ MI-6 კიევი გააფრთხილა, რომ რუსული არმია ემზადება მასირებული საბომბო დარტყმისათვის „ფრონტის რამდენიმე უბანზე“, რომელიც ზაფხულის შეთევით ოპერაციაში იგეგმება.
ბუნდესვერის ერთ-ერთმა ყოფილმა პოლკოვნიკმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა: „უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მოუწევთ, რუსეთის არმიას ახალი ქალაქები გადასცენ, რომ თავიდან ფრონტის გარღვევა აიცილონ“. საღად მოაზროვნე ადამიანებს დასავლეთში, ილონ მასკის ჩათვლით, ესმით, რომ „რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო მეტ ტერიტორიებს მიიღებს რუსეთი“.
ყოფილი სამხედრო მზვერავი სკოტ რიტერი დარწმუნებულია, რომ რუსეთი მიაღწევს მისთვის სამართლიან შედეგს სამხედრო ოპერავიაში და გაათავისუფლებს ოდესას, ნიკოლაევს, ხარკოვს, დნეპროპეტროვსკს და სუმის.
პენტაგონის უფროსის ყოფილი მრჩეველი დუგლას მაკგრეგორი აცხადებს: „როდესაც ნათელი გახდება, რომ ოდესა, ხარკოვი და აღმოსავლეთ უკრაინის უდიდესი ნაწილი რუსების კონტროლ ქვეშაა, დადგება საკითხი იმის შესახებს, მოძებნის კი რუსეთი მათ, ვისთანაც შეიძლება მოლაპარაკებების წარმოება“. თუ ევროპელი მთავრობები პოზიციას არ შეიცვლიან, „რუსებს სხვა არჩევანი არ დარჩებათ, გარდა იმისა, რომ დასავლეთისკენ მიეშურონ“. ამისთვის ობიექტურად ყველა წინაპირობა არსებობს, პოლიტიკური ნება, საშუალებები, სამხედრო ძლევამოსილება, რუსეთის ეკონომიკის პოტენციალი.
ამას წინათ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის შემდეგ დაკარგეს: 80 ათასზე მეტი სამხედრო, 14 ათასი სხვა და სხვა შეიარაღების ერთეული, მათ შორის 1200 ტანკი და სხვა ჟავშანმანქანა. ზაფხულის კონტრშეტევის ჩავარდნის შემდეგ, უკრაინელები ამაოდ ცდილობენ სხვა და სხვა უბნებზე გამაგრებას...
კოლექტიური დასავლეთის მარცხი რუსეთთან პროქსი-ომში აშკარა და შეუქცევადია, ხოლო თავისი შედეგებით „ჰეგემონისა“ და მისი ვასალებისათვის საშიშია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე