https://sputnik-georgia.com/20240405/qorwinebis-izulebis-faqtze-arasrulwlovani-gogonas-deda-daakaves-287183754.html
ქორწინების იძულების ფაქტზე არასრულწლოვანი გოგონას დედა დააკავეს
ქორწინების იძულების ფაქტზე არასრულწლოვანი გოგონას დედა დააკავეს
Sputnik საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. 05.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-05T12:00+0400
2024-04-05T12:00+0400
2024-04-05T12:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324234_0:131:2501:1537_1920x0_80_0_0_75b1d772a73687e7451148cfb3ad566c.jpg
თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიების მიხედვით, ბრალდებული თვლიდა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა და არ გააჩნდა არჩევანის უფლება. ბრალდებული 16 წლის შვილს ფსიქოლოგიურად აიძულებდა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მის მიერ შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო.სამართალდამცველებმა ბრალდებული 3 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 150-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324234_138:0:2361:1667_1920x0_80_0_0_c248a7ebbd0d2e194dd98ed50e126518.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ქორწინების იძულების ფაქტზე არასრულწლოვანი გოგონას დედა დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებული თვლიდა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა და არ გააჩნდა არჩევანის უფლება. ბრალდებული 16 წლის შვილს ფსიქოლოგიურად აიძულებდა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მის მიერ შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 3 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 150-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.