https://sputnik-georgia.com/20240405/kanoni-ucxouri-agentebis-sesaxeb-prezidenti-opoziciasa-da-arasamtavroboebs-sexvda-287182778.html
კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ - პრეზიდენტი ოპოზიციასა და არასამთავრობოებს შეხვდა
კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ - პრეზიდენტი ოპოზიციასა და არასამთავრობოებს შეხვდა
Sputnik საქართველო
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახალი ინიცირება გადაწყვიტა. 05.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-05T10:40+0400
2024-04-05T10:40+0400
2024-04-05T10:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283492887_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_b9a2b9ec2bd0f16c45069ea1c6c3b5a3.jpg
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირებიდან მეორე დღეს ორბელიანების სასახლეში ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ორსაათიანი შეხვედრა გამართა.საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახალი ინიცირება გადაწყვიტა, რომლის მიღებაც მთავრობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გადაიფიქრა.პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ და მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები განიხილეს.დეპუტატის თქმით, კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არის თავიდან ბოლომდე რუსული კანონის ასლი.პარტია „ახალის“ წარმომადგენლის, ანა გოგოლაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ერთ მიზანს ემსახურება - ხალხი ერთმანეთს დაუპირისპიროს და გაზარდოს პოლარიზაცია.„ქართულ ოცნებას“ ამჯერად არაფერი გამოუვა. თუ გვინდა ამ ქვეყნის განვითარება, ევროკავშირში გაწევრიანება, მაშინ გვაქვს ერთი გამოსავალი - 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ უნდა შევცვალოთ, განაცხადა გოგოლაძემ.მმართველი პარტია პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებმმართველმა პარტიამ პრეზიდენტის შეხვედრა კანონის მოწინააღმდეგეებთან შეაფასეს კიდევ ერთ მტკიცებულებად იმისა, რომ ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელია და საქართველოს ინტერესებს აზიანებს.„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პრეზიდენტი სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება.კალაძის თქმით, უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ გამოდიან საქართველოს მტრები, რომლებსაც სამშობლო არ გააჩნიათ და სხვისი კარნახით მოქმედებენ.„ესენი არიან რადიკალები, ქვეყნის მტრები, მათ სამშობლო არ გააჩნიათ. უბრალოდ ეუბნებიან რა უნდა გაკეთდეს, რა ილაპარაკონ. ქვეყნის არც ერთ მტერს არ მიეცემა იმის საშუალება, რომ საქართველო დახიოს უკან. ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, ვიფიქროთ, იმაზე, რომ ჩვენი ტრადიციებით, ღირებულებებით გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი“, - განაცხადა კალაძემ.პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ზურაბიშვილის განცხადება უფრო რადიკალურია, ვიდრე ოპოზიციის განცხადებები და ეს პირველი შემთხვევა არ არის.პრეზიდენტმა ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას იღებს.„არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ სწორედ მასთან იკრიბება რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის, როდესაც მათ აქვთ მცდელობა, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მორიგი დესტაბილიზაცია მოაწყონ”, - აღნიშნა თალაკვაძემ.„უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ხელახალი დაინიცირება იმით იყო დასაბუთებული, რომ მიუხედავად იმისა, რომ რადიკალიზმისა და საზოგადოების პოლარიზაციის უცხოური დაფინანსების პრაქტიკა შემცირდა, პრობლემა ბოლომდე ვერ აღმოიფხვრა. საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოელმა დონორებმა დაარღვიეს დაპირება, რომ ეს დაფინანსება გამჭვირვალე იქნებოდა.მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს კანონის მიღების შემდეგ კანონპროექტის ინიციატორები და მმართველი პარტია ამტკიცებდნენ, რომ კანონი არასამთავრობოების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად არის საჭირო, საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.ინიციატივის ჩავარდნის ისტორია„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღების პირველი მცდელობა 2023 წლის გაზაფხულზე იყო. აჟიოტაჟი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის თებერვლის შუა რიცხვებში საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა პარტია „ხალხის ძალამ" კანონპროექტი დააინიცირა.ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა იდეას და განმარტა, რომ პროექტის ერთადერთი მიზანია მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.„ქართული ოცნებისა" და „ხალხის ძალის" ლიდერები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე (FARA) გაცილებით ლიბერალურია.როგორც მტკიცებულება, „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა FARA ქართულ ენაზე თითქმის მთლიანად თარგმნეს და ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც კანონპროექტის პირველ ვარიანტს აპროტესტებდნენ, კანონის ამ ვერსიის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს, თუმცა, უშედეგოდ - აღნიშნული პროექტიც ჩავარდა.ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებსაც კანონპროექტის მიხედვით, დაფინანსების შესახებ ინფორმაცია უნდა გაემჟღავნებინათ, პროექტს მაშინვე „რუსული კანონი" უწოდეს.მოგვიანებით, საქართველოში იმ დროისთვის აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა, განაცხადა, რომ ეს არის „რუსული კანონი“ - საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.ამის ფონზე საქართველოში საპროტესტო განწყობები გაიზარდა. თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.7-9 მარტის საპროტესტო აქციების დროს დააკავეს ათობით მომიტინგე, ადმინისტრაციული სასჯელის სახით თითქმის ყველას ჯარიმის გადახდა დაეკისრა. გისოსებს მიღმა მხოლოდ ლაზარე გრიგორიადისია, რომელიც ამ დრომდე განაჩენს ელოდება. მას ბრალად ედება პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა, რის შედეგადაც ორმა მათგანმა დამწვრობა მიიღო. გრიგორიადისს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.შედეგად, ხელისუფლებამ უარი განაცხადა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე. როგორც მაშინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს დაუბრუნდეს აღნიშნული კანონის მიღების საკითხს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283492887_346:0:3077:2048_1920x0_80_0_0_56f33d662e9376330958b128d326a345.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ - პრეზიდენტი ოპოზიციასა და არასამთავრობოებს შეხვდა
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახალი ინიცირება გადაწყვიტა.
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირებიდან მეორე დღეს ორბელიანების სასახლეში ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ორსაათიანი შეხვედრა გამართა.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახალი ინიცირება გადაწყვიტა, რომლის მიღებაც მთავრობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გადაიფიქრა.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ და მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები განიხილეს.
დეპუტატის თქმით, კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არის თავიდან ბოლომდე რუსული კანონის ასლი.
ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ უფლება, მიიღონ ეს კანონი. მაგრამ თუ მიიღებენ, მაშინ კანონთან ერთად უნდა გავუშვათ ოპოზიციაში, ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას. ეს როგორც ორჯერ ორი ოთხია, განაცხადა ელისაშვილმა.
პარტია „ახალის“ წარმომადგენლის, ანა გოგოლაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ერთ მიზანს ემსახურება - ხალხი ერთმანეთს დაუპირისპიროს და გაზარდოს პოლარიზაცია.
„ქართულ ოცნებას“ ამჯერად არაფერი გამოუვა. თუ გვინდა ამ ქვეყნის განვითარება, ევროკავშირში გაწევრიანება, მაშინ გვაქვს ერთი გამოსავალი - 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ უნდა შევცვალოთ, განაცხადა გოგოლაძემ.
მმართველი პარტია პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის შეხვედრა კანონის მოწინააღმდეგეებთან შეაფასეს კიდევ ერთ მტკიცებულებად იმისა, რომ ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელია და საქართველოს ინტერესებს აზიანებს.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პრეზიდენტი სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება.
„პრეზიდენტი ქვეყნის განვითარებას პირდაპირ ეწინააღმდეგება. როგორ შეიძლება პრეზიდენტად მოვიხსენიოთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, დღესაც იგივე განწყობაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ გამოდიან საქართველოს მტრები, რომლებსაც სამშობლო არ გააჩნიათ და სხვისი კარნახით მოქმედებენ.
„ესენი არიან რადიკალები, ქვეყნის მტრები, მათ სამშობლო არ გააჩნიათ. უბრალოდ ეუბნებიან რა უნდა გაკეთდეს, რა ილაპარაკონ. ქვეყნის არც ერთ მტერს არ მიეცემა იმის საშუალება, რომ საქართველო დახიოს უკან. ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, ვიფიქროთ, იმაზე, რომ ჩვენი ტრადიციებით, ღირებულებებით გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი“, - განაცხადა კალაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ზურაბიშვილის განცხადება უფრო რადიკალურია, ვიდრე ოპოზიციის განცხადებები და ეს პირველი შემთხვევა არ არის.
პრეზიდენტმა ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას იღებს.
„არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ სწორედ მასთან იკრიბება რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის, როდესაც მათ აქვთ მცდელობა, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მორიგი დესტაბილიზაცია მოაწყონ”, - აღნიშნა თალაკვაძემ.
„უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ხელახალი დაინიცირება იმით იყო დასაბუთებული, რომ მიუხედავად იმისა, რომ რადიკალიზმისა და საზოგადოების პოლარიზაციის უცხოური დაფინანსების პრაქტიკა შემცირდა, პრობლემა ბოლომდე ვერ აღმოიფხვრა. საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოელმა დონორებმა დაარღვიეს დაპირება, რომ ეს დაფინანსება გამჭვირვალე იქნებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს კანონის მიღების შემდეგ კანონპროექტის ინიციატორები და მმართველი პარტია ამტკიცებდნენ, რომ კანონი არასამთავრობოების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად არის საჭირო, საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
ინიციატივის ჩავარდნის ისტორია
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღების პირველი მცდელობა 2023 წლის გაზაფხულზე იყო. აჟიოტაჟი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის თებერვლის შუა რიცხვებში საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა პარტია „ხალხის ძალამ" კანონპროექტი დააინიცირა.
ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა იდეას და განმარტა, რომ პროექტის ერთადერთი მიზანია მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
„ქართული ოცნებისა" და „ხალხის ძალის" ლიდერები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე (FARA) გაცილებით ლიბერალურია.
როგორც მტკიცებულება, „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა FARA ქართულ ენაზე თითქმის მთლიანად თარგმნეს და ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც კანონპროექტის პირველ ვარიანტს აპროტესტებდნენ, კანონის ამ ვერსიის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს, თუმცა, უშედეგოდ - აღნიშნული პროექტიც ჩავარდა.
ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებსაც კანონპროექტის მიხედვით, დაფინანსების შესახებ ინფორმაცია უნდა გაემჟღავნებინათ, პროექტს მაშინვე „რუსული კანონი" უწოდეს.
მოგვიანებით, საქართველოში იმ დროისთვის აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა, განაცხადა, რომ ეს არის „რუსული კანონი“ - საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
ამის ფონზე საქართველოში საპროტესტო განწყობები გაიზარდა. თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
7-9 მარტის საპროტესტო აქციების დროს დააკავეს ათობით მომიტინგე, ადმინისტრაციული სასჯელის სახით თითქმის ყველას ჯარიმის გადახდა დაეკისრა. გისოსებს მიღმა მხოლოდ ლაზარე გრიგორიადისია, რომელიც ამ დრომდე განაჩენს ელოდება. მას ბრალად ედება პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა, რის შედეგადაც ორმა მათგანმა დამწვრობა მიიღო. გრიგორიადისს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შედეგად, ხელისუფლებამ უარი განაცხადა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე. როგორც მაშინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს დაუბრუნდეს აღნიშნული კანონის მიღების საკითხს.