https://sputnik-georgia.com/20240405/kanoni-ucxouri-agentebis-sesaxeb-evrokavsirisa-da-ass-is-reaqcia-ocnebis-iniciativaze-287186244.html
„კანონი უცხოური აგენტების შესახებ“ - ევროკავშირის და აშშ-ის რეაქცია „ოცნების“ ინიციატივაზე
„კანონი უცხოური აგენტების შესახებ“ - ევროკავშირის და აშშ-ის რეაქცია „ოცნების“ ინიციატივაზე
Sputnik საქართველო
ხელისუფლებამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ხელახალი ინიცირება იმით ახსნა, რომ უცხოელმა დონორებმა საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და ფარული დაფინანსება... 05.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-05T14:30+0400
2024-04-05T14:30+0400
2024-04-05T14:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23600/76/236007671_629:410:3000:1743_1920x0_80_0_0_049a5aa9a99de18349f0d44b20f8b7db.jpg
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი შემოტანის გამო, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაიხსენა 2023 წლის მარტის მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლის ფონზეც კანონპროექტის უკან გაწვევა გადაწყდა.ხელისუფლებამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ხელახალი ინიცირება იმით ახსნა, რომ უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება, მიუხედავად გამჭვირვალობის დაპირებებისა. ინიციატივის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობაა, რომელშიც შედიან „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“.მისი თქმით, მმართველი პარტიის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.მან გაიხსენა საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გასული წლის საჯარო დაპირება, ამ კანონპროექტის „უპირობოდ გაწვევის“ შესახებ.„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.იქვე აღნიშნულია, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა.საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულების შესახებ 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშში წარმოდგენილია ცხრა ახალი პირობა, რომელთა შესრულება აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველო გადავიდეს ევროკავშირთან დაახლოების შემდეგ ეტაპზე - კავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე.ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერმა აღნიშნა, რომ გამჭვირვალობა არ უნდა გამოიყენებოდეს როგორც ინსტრუმენტი, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების უნარს.„მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ და საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ მიზანს შეესაბამება“, - ნათქვამია განცხადებაში.განცხადებაში ხაზგასმულია საქართველოს მიერ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა.„უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა მცირე კომენტარი გააკეთა.„ვნახეთ ცნობები, რომ ისინი („ქართული ოცნება” - რედ.) პოტენციურ კანონპროექტს განიხილავენ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროდ გამოეცხადებინა ევროპული ამბიციები და უარი ეთქვა ამ კანონის მიღებაზე“, - განაცხადა მილერმა.მისი თქმით, საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზად არის გააგრძელოს ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა.საქართველოს ხელისუფლება დაჟინებით მოითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, რადგან ისინი გავლენას ახდენენ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.პარლამენტის ხელმძღვანელმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება კანონპროექტის გაწვევის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა დაერწმუნებინა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მათი დონორები გამჭვირვალობის მნიშვნელობაში. მისი თქმით, არიან „სპეციფიკური დონორები“, რომლებიც არაფრით არ ამხელენ, რაზე ხარჯავენ ფულს საქართველოში.ოპოზიციონერები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე როგორც გასულ წელს, ერთხმად აცხადებენ, რომ ხელისუფლება კვლავ ცდილობს „რუსული კანონის“ მიღებას. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „საუკუნის თაღლითობა“ უწოდა „უცხოური აგენტების“ ინიციატივის წინააღმდეგ გამართულ მასობრივ კამპანიას.მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტები ქართულ კანონპროექტს რუსულს უწოდებენ, ხოლო აშშ-სა და ავსტრალიაში მსგავსი კანონები აქვთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ. იგივე კანონები ინიცირებულია ევროკავშირში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში.ოპოზიციონერები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე როგორც გასულ წელს, ერთხმად აცხადებენ, რომ ხელისუფლება კვლავ ცდილობს „რუსული კანონის“ მიღებას. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „საუკუნის აფიორა“ უწოდა „უცხოური აგენტების“ ინიციატივის წინააღმდეგ აგორებულ მასობრივ კამპანიას.მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტები ქართულ კანონპროექტს რუსულს უწოდებენ, მაშინ როდესაც მსგავსი კანონები უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ აშშ-სა და ავსტრალიაში მოქმედებს. იგივე კანონები ინიცირებულია ევროკავშირში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში.კანონპროექტის დეტალებიკანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.უცხოური გავლენის აგენტი არის:- არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;- მაუწყებლები;- იურიდიული პირები, რომლებიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობენ;- იურიდიული პირები, რომლებიც ფლობენ ან იყენებენ ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად;უცხოური ძალა არის:- უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;- ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;- იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;- ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.კანონპროექტის ავტორები წლიურ შემოსავალში გულისხმობენ როგორც ფულს, ისე ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალურ სიკეთეს (მოძრავი და უძრავი ქონება), რომელთა ღირებულება საბაზრო ფასებით გამოითვლება.შემოსავლის მიღებად ჩაითვლება, მათ შორის, მოძრავი ან უძრავი ქონების სარგებლობაში მიღება.კანონი გავრცელდება იმ იურიდიულ პირებზე, რომლებმაც უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღეს შემოსავალი, ან სხვა იურიდიული პირისგან, რომელმაც შემოსავალი „უცხოური ძალისგან” მიიღო პირდაპირ ან არაპირდაპირ; სუბიექტებზე, რომელთა შემოსავლის წყარო არ არის იდენტიფიცირებული.უცხოური გავლენის აგენტის რეგისტრაციაუცხოური გავლენის აგენტების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისთვის მომავალი წლის იანვრის განმავლობაში სუბიექტმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირების თაობაზე. სააგენტო მათ საშუალებას მისცემს შეავსონ სპეციალური ფორმა, რომელიც ასევე იქნება საფინანსო დეკლარაცია.კალაძე „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ირგვლივ გავრცელებულ ხმებზე>>>საფინანსო დეკლარაციაში მითითებული იქნება მონაცემები ორგანიზაციის შესახებ, მათ შორის მისამართი, გასულ წელს მიღებული შემოსავალი - ფულადი ან მატერიალური სარგებელი და მათი მიღების მიზანი, ასევე ინფორმაცია დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, ნათქვამია კანონპროექტში.ამის შემდეგ სააგენტო შეისწავლის დეკლარაციას - შეამოწმებს მონაცემებს და განაცხადის შევსების სისწორეს, უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში სუბიექტს მის გამოსასწორებლად მიეცემა დრო.სააგენტო მხოლოდ ამის შემდეგ დაარეგისტრირებს იურიდიულ პირს „უცხოური გავლენის აგენტად” და აღრიცხავს მას უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში.უცხოური გავლენის აგენტებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ფინანსური დეკლარაციები ყოველწლიურად უნდა წარადგინონ. სააგენტოს უფლება ექნება მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები. შესწავლის შემდეგ გამოქვეყნდება ფინანსური დეკლარაცია.თუ მონაცემთა ბაზაში მოხვედრილი იურიდიული პირი ვეღარ დააკმაყოფილებს „უცხოური გავლენის აგენტის” კრიტერიუმებს, მას შეუძლია მოითხოვოს რეგისტრაციიდან მოხსნა.გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, ექვს თვეში ერთხელ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, განახორციელოს შემოწმება, მათ შორის, წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელიც შეიცავს უცხოური გავლენის აგენტის მითითებას.თუ აღმოჩნდება, რომ სუბიექტი ექვემდებარება „უცხოური გავლენის აგენტის“ კრიტერიუმებს, მაგრამ მან უარი განაცხადა რეგისტრაციის გავლაზე, მას მაინც შეიტანენ მონაცემთა ბაზაში და ადმინისტრაციული წესით დაევალება ჯარიმის გადახდა.„უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის არწარდგენა ითვალისწინებს ჯარიმას 25 ათასი ლარის ოდენობით, დეკლარაციაში უზუსტობების აღმოფხვრაზე უარი კი 10 ათასი ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. აღნიშნული ქმედების გამეორების შემთხვევაში სუბიექტი 20 ათასი ლარით დაჯარიმდება.ინიციატივის ჩავარდნის ისტორია„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღების პირველი მცდელობა 2023 წლის გაზაფხულზე იყო. აჟიოტაჟი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის თებერვლის შუა რიცხვებში საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა პარტია „ხალხის ძალამ" კანონპროექტი დააინიცირა.ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა იდეას და განმარტა, რომ პროექტის ერთადერთი მიზანია მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.„ქართული ოცნებისა" და „ხალხის ძალის" ლიდერები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე (FARA) გაცილებით ლიბერალურია.როგორც მტკიცებულება, „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა FARA ქართულ ენაზე თითქმის მთლიანად თარგმნეს და ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც კანონპროექტის პირველ ვარიანტს აპროტესტებდნენ, კანონის ამ ვერსიის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს, თუმცა, უშედეგოდ - აღნიშნული პროექტიც ჩავარდა.ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებსაც კანონპროექტის მიხედვით, დაფინანსების შესახებ ინფორმაცია უნდა გაემჟღავნებინათ, პროექტს მაშინვე „რუსული კანონი" უწოდეს.მოგვიანებით, საქართველოში იმ დროისთვის აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა, განაცხადა, რომ ეს არის „რუსული კანონი“ - საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.ამის ფონზე საქართველოში საპროტესტო განწყობები გაიზარდა. თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.7-9 მარტის საპროტესტო აქციების დროს დააკავეს ათობით მომიტინგე, ადმინისტრაციული სასჯელის სახით თითქმის ყველას ჯარიმის გადახდა დაეკისრა. გისოსებს მიღმა მხოლოდ ლაზარე გრიგორიადისია, რომელიც ამ დრომდე განაჩენს ელოდება. მას ბრალად ედება პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა, რის შედეგადაც ორმა მათგანმა დამწვრობა მიიღო. გრიგორიადისს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.შედეგად, ხელისუფლებამ უარი განაცხადა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე. როგორც მაშინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს დაუბრუნდეს აღნიშნული კანონის მიღების საკითხს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23600/76/236007671_554:0:2979:1819_1920x0_80_0_0_7fe9966c3925afdfebc5099d1a2af4b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , აშშ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , აშშ
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი შემოტანის გამო, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაიხსენა 2023 წლის მარტის მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლის ფონზეც კანონპროექტის უკან გაწვევა გადაწყდა.
ხელისუფლებამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ხელახალი ინიცირება იმით ახსნა, რომ უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება, მიუხედავად გამჭვირვალობის დაპირებებისა. ინიციატივის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობაა, რომელშიც შედიან „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“.
„ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ის (კანონპროექტი - რედ.) კვლავ განიხილება 2023 წლის მარტში საზოგადოების და საერთაშორისო მძაფრი რეაქციის მიუხედავად“, - ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის განცხადებაში.
მისი თქმით, მმართველი პარტიის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
მან გაიხსენა საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გასული წლის საჯარო დაპირება, ამ კანონპროექტის „უპირობოდ გაწვევის“ შესახებ.
„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა.
საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულების შესახებ 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშში წარმოდგენილია ცხრა ახალი პირობა, რომელთა შესრულება აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველო გადავიდეს ევროკავშირთან დაახლოების შემდეგ ეტაპზე - კავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე.
„ნაბიჯი 9 მოიცავს რეკომენდაციას, რომ საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მუშაობა უზრუნველყოს და ნაბიჯი 1 მოუწოდებს საქართველოს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას ებრძოლოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერმა აღნიშნა, რომ გამჭვირვალობა არ უნდა გამოიყენებოდეს როგორც ინსტრუმენტი, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების უნარს.
„მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ და საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ მიზანს შეესაბამება“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ხაზგასმულია საქართველოს მიერ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა.
„უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა მცირე კომენტარი გააკეთა.
„ვნახეთ ცნობები, რომ ისინი („ქართული ოცნება” - რედ.) პოტენციურ კანონპროექტს განიხილავენ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროდ გამოეცხადებინა ევროპული ამბიციები და უარი ეთქვა ამ კანონის მიღებაზე“, - განაცხადა მილერმა.
მისი თქმით, საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზად არის გააგრძელოს ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა.
საქართველოს ხელისუფლება დაჟინებით მოითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, რადგან ისინი გავლენას ახდენენ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.
პარლამენტის ხელმძღვანელმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება კანონპროექტის გაწვევის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა დაერწმუნებინა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მათი დონორები გამჭვირვალობის მნიშვნელობაში. მისი თქმით, არიან „სპეციფიკური დონორები“, რომლებიც არაფრით არ ამხელენ, რაზე ხარჯავენ ფულს საქართველოში.
ოპოზიციონერები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე როგორც გასულ წელს, ერთხმად აცხადებენ, რომ ხელისუფლება კვლავ ცდილობს „რუსული კანონის“ მიღებას. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „საუკუნის თაღლითობა“ უწოდა „უცხოური აგენტების“ ინიციატივის წინააღმდეგ გამართულ მასობრივ კამპანიას.
მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტები ქართულ კანონპროექტს რუსულს უწოდებენ, ხოლო აშშ-სა და ავსტრალიაში მსგავსი კანონები აქვთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ. იგივე კანონები ინიცირებულია ევროკავშირში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში.
ოპოზიციონერები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე როგორც გასულ წელს, ერთხმად აცხადებენ, რომ ხელისუფლება კვლავ ცდილობს „რუსული კანონის“ მიღებას. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „საუკუნის აფიორა“ უწოდა „უცხოური აგენტების“ ინიციატივის წინააღმდეგ აგორებულ მასობრივ კამპანიას.
მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტები ქართულ კანონპროექტს რუსულს უწოდებენ, მაშინ როდესაც მსგავსი კანონები უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ აშშ-სა და ავსტრალიაში მოქმედებს. იგივე კანონები ინიცირებულია ევროკავშირში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში.
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
უცხოური გავლენის აგენტი არის:
- არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
- იურიდიული პირები, რომლებიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობენ;
- იურიდიული პირები, რომლებიც ფლობენ ან იყენებენ ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად;
თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა” - უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
- ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
- იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
- ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
კანონპროექტის ავტორები წლიურ შემოსავალში გულისხმობენ როგორც ფულს, ისე ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალურ სიკეთეს (მოძრავი და უძრავი ქონება), რომელთა ღირებულება საბაზრო ფასებით გამოითვლება.
შემოსავლის მიღებად ჩაითვლება, მათ შორის, მოძრავი ან უძრავი ქონების სარგებლობაში მიღება.
კანონი გავრცელდება იმ იურიდიულ პირებზე, რომლებმაც უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღეს შემოსავალი, ან სხვა იურიდიული პირისგან, რომელმაც შემოსავალი „უცხოური ძალისგან” მიიღო პირდაპირ ან არაპირდაპირ; სუბიექტებზე, რომელთა შემოსავლის წყარო არ არის იდენტიფიცირებული.
უცხოური გავლენის აგენტის რეგისტრაცია
უცხოური გავლენის აგენტების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისთვის მომავალი წლის იანვრის განმავლობაში სუბიექტმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირების თაობაზე. სააგენტო მათ საშუალებას მისცემს შეავსონ სპეციალური ფორმა, რომელიც ასევე იქნება საფინანსო დეკლარაცია.
საფინანსო დეკლარაციაში მითითებული იქნება მონაცემები ორგანიზაციის შესახებ, მათ შორის მისამართი, გასულ წელს მიღებული შემოსავალი - ფულადი ან მატერიალური სარგებელი და მათი მიღების მიზანი, ასევე ინფორმაცია დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, ნათქვამია კანონპროექტში.
ამის შემდეგ სააგენტო შეისწავლის დეკლარაციას - შეამოწმებს მონაცემებს და განაცხადის შევსების სისწორეს, უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში სუბიექტს მის გამოსასწორებლად მიეცემა დრო.
სააგენტო მხოლოდ ამის შემდეგ დაარეგისტრირებს იურიდიულ პირს „უცხოური გავლენის აგენტად” და აღრიცხავს მას უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში.
უცხოური გავლენის აგენტებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ფინანსური დეკლარაციები ყოველწლიურად უნდა წარადგინონ. სააგენტოს უფლება ექნება მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები. შესწავლის შემდეგ გამოქვეყნდება ფინანსური დეკლარაცია.
თუ მონაცემთა ბაზაში მოხვედრილი იურიდიული პირი ვეღარ დააკმაყოფილებს „უცხოური გავლენის აგენტის” კრიტერიუმებს, მას შეუძლია მოითხოვოს რეგისტრაციიდან მოხსნა.
გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, ექვს თვეში ერთხელ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, განახორციელოს შემოწმება, მათ შორის, წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელიც შეიცავს უცხოური გავლენის აგენტის მითითებას.
თუ აღმოჩნდება, რომ სუბიექტი ექვემდებარება „უცხოური გავლენის აგენტის“ კრიტერიუმებს, მაგრამ მან უარი განაცხადა რეგისტრაციის გავლაზე, მას მაინც შეიტანენ მონაცემთა ბაზაში და ადმინისტრაციული წესით დაევალება ჯარიმის გადახდა.
„უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის არწარდგენა ითვალისწინებს ჯარიმას 25 ათასი ლარის ოდენობით, დეკლარაციაში უზუსტობების აღმოფხვრაზე უარი კი 10 ათასი ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. აღნიშნული ქმედების გამეორების შემთხვევაში სუბიექტი 20 ათასი ლარით დაჯარიმდება.
ინიციატივის ჩავარდნის ისტორია
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღების პირველი მცდელობა 2023 წლის გაზაფხულზე იყო. აჟიოტაჟი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის თებერვლის შუა რიცხვებში საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა პარტია „ხალხის ძალამ" კანონპროექტი დააინიცირა.
ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა იდეას და განმარტა, რომ პროექტის ერთადერთი მიზანია მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
„ქართული ოცნებისა" და „ხალხის ძალის" ლიდერები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე (FARA) გაცილებით ლიბერალურია.
როგორც მტკიცებულება, „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა FARA ქართულ ენაზე თითქმის მთლიანად თარგმნეს და ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც კანონპროექტის პირველ ვარიანტს აპროტესტებდნენ, კანონის ამ ვერსიის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს, თუმცა, უშედეგოდ - აღნიშნული პროექტიც ჩავარდა.
ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებსაც კანონპროექტის მიხედვით, დაფინანსების შესახებ ინფორმაცია უნდა გაემჟღავნებინათ, პროექტს მაშინვე „რუსული კანონი" უწოდეს.
მოგვიანებით, საქართველოში იმ დროისთვის აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა, განაცხადა, რომ ეს არის „რუსული კანონი“ - საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
ამის ფონზე საქართველოში საპროტესტო განწყობები გაიზარდა. თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
7-9 მარტის საპროტესტო აქციების დროს დააკავეს ათობით მომიტინგე, ადმინისტრაციული სასჯელის სახით თითქმის ყველას ჯარიმის გადახდა დაეკისრა. გისოსებს მიღმა მხოლოდ ლაზარე გრიგორიადისია, რომელიც ამ დრომდე განაჩენს ელოდება. მას ბრალად ედება პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა, რის შედეგადაც ორმა მათგანმა დამწვრობა მიიღო. გრიგორიადისს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შედეგად, ხელისუფლებამ უარი განაცხადა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე. როგორც მაშინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს დაუბრუნდეს აღნიშნული კანონის მიღების საკითხს.