https://sputnik-georgia.com/20240405/awarasi-fsiqotropuli-medikamentebis-urecepto-realizaciis-faqtze-xuti-piri-daakaves-287187174.html
აჭარაში ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტო რეალიზაციის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს
აჭარაში ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტო რეალიზაციის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
აფთიაქის ხელმძღვანელებმა უკანონო საქმიანობის შედეგად, ჯამში დაახლოებით 1 მლნ ლარის მოგება ნახეს. 05.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-05T15:20+0400
2024-04-05T15:20+0400
2024-04-05T15:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24870/51/248705133_0:122:3206:1925_1920x0_80_0_0_af3c5b67b2a4f97a58d5d2ad2a5698fa.jpg
თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. აჭარაში ფსიქოტროპული მედიკამენტების კანონდარღვევით გაყიდვის გამო ხუთი პირია დაკავებული, პასუხისგებაში კი სამი იურიდიული პირი მიეცა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ინფორმაციით, აჭარის რეგიონში გამოვლინდა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი, საიდანაც რეცეპტის გარეშე სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები იყიდებოდა.გამოძიების მიხედვით, აღნიშნული ობიექტი ფუნქციონირებდა სამი სხვადასხვა იურიდიული პირის სახელით. უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა სამი იურიდიული პირი, ხოლო უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ექვსი ფიზიკური პირის მიმართ, რომელთაგან ხუთი პირია დაკავებული.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, ასევე ბრალდებულების მფლობელობაში არსებული ორი ძვირადღირებული ავტომანქანა.გამოძიების ინფორმაციით, აფთიაქის ხელმძღვანელებმა უკანონო საქმიანობის შედეგად, ჯამში დაახლოებით 1 მლნ ლარის მოგება ნახეს.გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 192-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24870/51/248705133_238:0:2969:2048_1920x0_80_0_0_cbc74624fc63b7b04284cc18a8a6ee3b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
აჭარაში ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტო რეალიზაციის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს
აფთიაქის ხელმძღვანელებმა უკანონო საქმიანობის შედეგად, ჯამში დაახლოებით 1 მლნ ლარის მოგება ნახეს.
თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. აჭარაში ფსიქოტროპული მედიკამენტების კანონდარღვევით გაყიდვის გამო ხუთი პირია დაკავებული, პასუხისგებაში კი სამი იურიდიული პირი მიეცა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, აჭარის რეგიონში გამოვლინდა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი, საიდანაც რეცეპტის გარეშე სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები იყიდებოდა.
გამოძიების მიხედვით, აღნიშნული ობიექტი ფუნქციონირებდა სამი სხვადასხვა იურიდიული პირის სახელით. უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა სამი იურიდიული პირი, ხოლო უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ექვსი ფიზიკური პირის მიმართ, რომელთაგან ხუთი პირია დაკავებული.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, ასევე ბრალდებულების მფლობელობაში არსებული ორი ძვირადღირებული ავტომანქანა.
გამოძიების ინფორმაციით, აფთიაქის ხელმძღვანელებმა უკანონო საქმიანობის შედეგად, ჯამში დაახლოებით 1 მლნ ლარის მოგება ნახეს.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 192-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს.