https://sputnik-georgia.com/20240404/es-ras-nisnavs-parlamentis-spikeri-adeisvilis-evropasi-yodnis-sesaxeb-287174327.html
ეს რას ნიშნავს?! - პარლამენტის სპიკერი ადეიშვილის ევროპაში ყოფნის შესახებ
ეს რას ნიშნავს?! - პარლამენტის სპიკერი ადეიშვილის ევროპაში ყოფნის შესახებ
Sputnik საქართველო
ევროპაში ამბობენ, რომ კარგად არიან ინფორმირებული ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტისა და სურვილების შესახებ და ამ დროს არ იციან, რომ ღონისძიებებზე საქართველოში... 04.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-04T19:36+0400
2024-04-04T19:36+0400
2024-04-04T19:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/04/284695588_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_0cd32baf665b0df54ed9da4a2f7e0e5b.jpg
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვერ პოულობს ახსნას იმისა, რომ სამშობლოში დაუსწრებლად მსჯავრდებული იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ყოფილი პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, რომელმაც ცივსისხლიანად დაამკვიდრა ქვეყანაში წამების სისტემა, ევროპაში საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობს.ადეიშვილი 2 აპრილს შენიშნეს უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში ჰააგაში, სადაც ის მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში „სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის“. ის ხელმძღვანელობს უკრაინის გენერალური პროკურატურის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტს. მანამდე ის შენიშნეს ბრიუსელში და ბერლინში სხვადასხვა შეხვედრებზე. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ ნიდერლანდებს მისი დაკავებისა და საქართველოსთვის გადაცემის თხოვნით მიმართა.სპიკერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ბრიუსელის კაბინეტებიდან მიუთითებენ, რომ კარგად არიან ინფორმირებული ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტისა და სურვილების შესახებ და ამ დროს არ იციან, რომ ღონისძიებებზე საქართველოში მსჯავრდებულ სისხლის სამართლის დამნაშავე ადეიშვილს ეპატიჟებიან.„ბრიუსელში, იმ კაბინეტებში, საიდანაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ზეპირად იციან ჩვენი კონტექსტი, ჩვენი ხასიათი, რა გვინდა, რა არ გვინდა, ისიც კი არ იციან მაგიდის გადასწვრივ ვინ უზით. ზურაბ ადეიშვილი, კრიმინალი რომ უზით მაგიდის გადასწვრივ, ესეც კი არ იცოდნენ ბრიუსელის იმ ოთხებში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.როგორც საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ისინი საქართველოსგან მოითხოვენ არასამთავრობოების და პარტნიორი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მიერ მოსამართლეთა ვეტინგ-კონტროლის სისტემის შემოღებას, რომელსაც უკრაინაში მსჯავრდებული ადეიშვილი ახორციელებს, ხოლო მოლდოვაში - მისი ყოფილი მოადგილე ნონა წოწორია.მდინარაძე: სანამ ვეტინგზე თითს დაგვიქნევენ, მანამდე ადეიშვილი გადასცენ საკუთარ ქვეყანას>>როგორც სპიკერმა აღნიშნა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ვეტინგის სისტემის შემოღების მომხრეა, მხარს უჭერს არა ქართველ ხალხს, არამედ იუსტიციის ყოფილ მინისტრს.საქართველოში ვეტინგ-კონტროლზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროკომისიამ მოუწოდა ქვეყანას შექმნას ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების რიგგარეშე შემოწმების სისტემა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემას კლანი აკონტროლებს, დაჟინებით მოითხოვენ, რომ მოსამართლეები არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პარტნიორი ქვეყნების საელჩოებმა შეამოწმონ.ვინ არის ადეიშვილიიუსტიციის ექს-მინისტრმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო, საქართველო 2012 წლის ბოლოს, ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. ამჟამად ადეიშვილი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა, მან იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ახლა ადეიშვილი უკრაინის პროკურატურაში მუშაობს.ადეიშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში მაღალ თანამდებობას იკავებს, საქართველოში დამნაშავედ ცნეს ექვს სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენაში და დაუსწრებლად მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/04/284695588_57:0:1878:1366_1920x0_80_0_0_4f454faade07c306e8ed8764fb92c235.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ეს რას ნიშნავს?! - პარლამენტის სპიკერი ადეიშვილის ევროპაში ყოფნის შესახებ
ევროპაში ამბობენ, რომ კარგად არიან ინფორმირებული ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტისა და სურვილების შესახებ და ამ დროს არ იციან, რომ ღონისძიებებზე საქართველოში მსჯავრდებულ სისხლის სამართლის დამნაშავე ადეიშვილს ეპატიჟებიან, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვერ პოულობს ახსნას იმისა, რომ სამშობლოში დაუსწრებლად მსჯავრდებული იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ყოფილი პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, რომელმაც ცივსისხლიანად დაამკვიდრა ქვეყანაში წამების სისტემა, ევროპაში საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობს.
ადეიშვილი 2 აპრილს შენიშნეს უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში ჰააგაში, სადაც ის მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში „სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის“. ის ხელმძღვანელობს უკრაინის გენერალური პროკურატურის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტს. მანამდე ის შენიშნეს ბრიუსელში და ბერლინში სხვადასხვა შეხვედრებზე. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ ნიდერლანდებს მისი დაკავებისა და საქართველოსთვის გადაცემის თხოვნით მიმართა.
„ეს რა არის და როგორ ავხსნათ ეს ყველაფერი, რა დამოკიდებულებაა ქართველი ხალხის, მისი იარების და ტკივილების მიმართ, რომელიც დაკავშირებულია ზუსტად ზურაბ ადეიშვილთან, რომელმაც ცივსისხლიანად ჩამოაყალიბა წამების სისტემა ამ ქვეყანაში, ახლა კონფერენციებზე უნდა იჯდეს და ჩვენ ამას მშვიდად უნდა ვუყუროთ?“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ბრიუსელის კაბინეტებიდან მიუთითებენ, რომ კარგად არიან ინფორმირებული ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტისა და სურვილების შესახებ და ამ დროს არ იციან, რომ ღონისძიებებზე საქართველოში მსჯავრდებულ სისხლის სამართლის დამნაშავე ადეიშვილს ეპატიჟებიან.
„ბრიუსელში, იმ კაბინეტებში, საიდანაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ზეპირად იციან ჩვენი კონტექსტი, ჩვენი ხასიათი, რა გვინდა, რა არ გვინდა, ისიც კი არ იციან მაგიდის გადასწვრივ ვინ უზით. ზურაბ ადეიშვილი, კრიმინალი რომ უზით მაგიდის გადასწვრივ, ესეც კი არ იცოდნენ ბრიუსელის იმ ოთხებში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ისინი საქართველოსგან მოითხოვენ არასამთავრობოების და პარტნიორი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მიერ მოსამართლეთა ვეტინგ-კონტროლის სისტემის შემოღებას, რომელსაც უკრაინაში მსჯავრდებული ადეიშვილი ახორციელებს, ხოლო მოლდოვაში - მისი ყოფილი მოადგილე ნონა წოწორია.
როგორც სპიკერმა აღნიშნა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ვეტინგის სისტემის შემოღების მომხრეა, მხარს უჭერს არა ქართველ ხალხს, არამედ იუსტიციის ყოფილ მინისტრს.
საქართველოში ვეტინგ-კონტროლზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროკომისიამ მოუწოდა ქვეყანას შექმნას ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების რიგგარეშე შემოწმების სისტემა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემას კლანი აკონტროლებს, დაჟინებით მოითხოვენ, რომ მოსამართლეები არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პარტნიორი ქვეყნების საელჩოებმა შეამოწმონ.
იუსტიციის ექს-მინისტრმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო, საქართველო 2012 წლის ბოლოს, ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. ამჟამად ადეიშვილი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა, მან იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ახლა ადეიშვილი უკრაინის პროკურატურაში მუშაობს.
ადეიშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში მაღალ თანამდებობას იკავებს, საქართველოში დამნაშავედ ცნეს ექვს სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენაში და დაუსწრებლად მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.