ბომბი არ აღმოჩნდა - გამნაღმველებმა მუზეუმებში მუშაობა დაასრულეს

© photo: Sputnik / Denis Aslanovსტალინის მუზეუმი გორში
სტალინის მუზეუმი გორში - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2024
გამოწერა
გამნაღმველებმა მუზეუმების ტერიტორიები უკვე დატოვეს და თანამშრომლები სამუშაოს დაუბრუნდნენ.
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. გორში სტალინის მუზეუმში და ზუგდიდში დადიანების სასახლეში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა.
„პირველი არხის“ ინფორმაციით, გამნაღმველებმა მუზეუმების ტერიტორიები უკვე დატოვეს და თანამშრომლები სამუშაოს დაუბრუნდნენ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორივე მუზეუმის თანამშრომლების ევაკუაცია შენობებში ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ გახდა საჭირო.
გამნაღმველების გარდა, ადგილზე ასევე მუშაობდნენ კინოლოგები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
ყველა ახალი ამბავი
0