https://sputnik-georgia.com/20240404/alt-infos-wevrebs-prokuratura-zaladobas-edaveba-287166091.html
„ალტ-ინფოს“ წევრებს პროკურატურა ძალადობას ედავება
„ალტ-ინფოს“ წევრებს პროკურატურა ძალადობას ედავება
Sputnik საქართველო
„ალტ-ინფოს“ წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს 04.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-04T10:41+0400
2024-04-04T10:41+0400
2024-04-04T11:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს პროკურატურა
სამეგრელო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/04/287167472_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_27f04f94440ea30af929387f0fce1dd9.jpg
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ ლიდერს, ზურა მახარაძეს და ამავე ორგანიზაციის კიდევ ერთ წევრს, გიორგი გოგიას საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 23 მარტს ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა მათგანმა ორი ადამიანზე, ხოლო მეორემ ერთ ადამიანზე იძალადა.„მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო ერთ ბრალდებულს ასევე „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარეგინა“, - აღნიშნავენ უწყებაში.ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს, სავარაუდოდ, დღეს მიმართავს.პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ ინტერნეტ-პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ბაზაზე 2021 წლის 20 ნოემბერს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები ცნობილი არიან ჰომოფობიური შეხედულებებით. მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს 2021 წლის 5 ივლისს თბილისში მომხდარ არეულობებში.
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/04/287167472_56:0:1193:853_1920x0_80_0_0_61f31ac12f81e032151d3f04344d5656.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს პროკურატურა, სამეგრელო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს პროკურატურა, სამეგრელო
„ალტ-ინფოს“ წევრებს პროკურატურა ძალადობას ედავება
10:41 04.04.2024 (განახლებულია: 11:52 04.04.2024) „ალტ-ინფოს“ წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ ლიდერს, ზურა მახარაძეს და ამავე ორგანიზაციის კიდევ ერთ წევრს, გიორგი გოგიას საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 23 მარტს ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა მათგანმა ორი ადამიანზე, ხოლო მეორემ ერთ ადამიანზე იძალადა.
„მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო ერთ ბრალდებულს ასევე „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარეგინა“, - აღნიშნავენ უწყებაში.
ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს, სავარაუდოდ, დღეს მიმართავს.
პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ ინტერნეტ-პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ბაზაზე 2021 წლის 20 ნოემბერს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები ცნობილი არიან ჰომოფობიური შეხედულებებით. მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს 2021 წლის 5 ივლისს თბილისში მომხდარ არეულობებში.