ხანძარი ქუთაისში - ცეცხლი ფოსტის შენობაში გაჩნდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო ეკიპაჟი
სახანძრო ეკიპაჟი - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2024
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ქუთაისში, „საქართველოს ფოსტის“ შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა, რომელიც უფუნქციოდაა დარჩენილი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
უწყების ცნობით, ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოხერხდა, რის შედეგადაც, ცეცხლი პირველ სართულზე, სადაც „საქართველოს ფოსტა“ ფუნქციონირებს, არ გადასულა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ყველა ახალი ამბავი
0