https://sputnik-georgia.com/20240403/weretlis-gamziris-reabilitacia-dasrulda-287161184.html
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა
Sputnik საქართველო
გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. 03.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-03T23:07+0400
2024-04-03T23:07+0400
2024-04-03T23:07+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/03/287153694_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_85564007bc6c85b08a75f86472885963.jpg
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი, რომელიც ძირითადად კეთილმოწყობის სამუშაოებს მოიცავდა, დასრულდა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამზირის კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ფარგლებში სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მათ შორის წყალმომარაგების, გაზმომარაგების, კანალიზაციისა და წყალარინების მილები, განახლდა გარე განათების ბოძები და ელექტროგადამცემი ხაზები, დამონტაჟდა მიწისქვეშა ურნები.წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 2023 წლის 19 აპრილს დაიწყო. გასული წლის დეკემბერში თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის აღდგენითი სამუშაოების შესრულებაზე კონტრაქტის დასრულების ვადა 51 კალენდარული დღით - 2024 წლის იანვრის დასაწყისიდან თვის ბოლომდე გადაიტანა. 16 იანვარს კი თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან - R.T.D.-სთან და Millennium Builders Group-თან ხელშეკრულება გაწყვიტა. მიზეზი შესრულებული სამუშაოს უხარისხობა და შეთანხმებული ვადების შეუსრულებლობაა. ახალი კონტრაქტები გაფორმდა სხვა კომპანიებთან: „ენკო“, „ფარმა“, „GEO გრუპი“ და „ბლექ სი გრუპი“ - მიუხედავად წარმოქმნილი პრობლემისა, მერიაში პირობა დადეს, რომ სამუშაოები დადგენილ ვადაში დასრულდება და გამზირზე მოძრაობა დათქმულ ვადაში აღდგება.დაპირებისამებს, იანვრის ბოლოს გამზირზე ტრანსპორტის ორმხრივად მოძრაობა აღდგა. დაპირებისამებრ, განახლებული გზა იანვრის ბოლოს სრულად გაიხსნა და ახლა ტროტუარები მოწესრიგდა.გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/03/287153694_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_b7f79929e055baf4af47eef785753f6c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა
გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი, რომელიც ძირითადად კეთილმოწყობის სამუშაოებს მოიცავდა, დასრულდა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამზირის კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ფარგლებში სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მათ შორის წყალმომარაგების, გაზმომარაგების, კანალიზაციისა და წყალარინების მილები, განახლდა გარე განათების ბოძები და ელექტროგადამცემი ხაზები, დამონტაჟდა მიწისქვეშა ურნები.
„დღეს შემიძლია გითხრათ, რომ წერეთლის გამზირზე აღდგენილი სამუშაოები მთლიანად დასრულდა, გამწვანების სამუშაოები რამდენიმე დღეს გაგრძელდება", - განაცხადა კალაძემ.
წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 2023 წლის 19 აპრილს დაიწყო. გასული წლის დეკემბერში თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის აღდგენითი სამუშაოების შესრულებაზე კონტრაქტის დასრულების ვადა 51 კალენდარული დღით - 2024 წლის იანვრის დასაწყისიდან თვის ბოლომდე გადაიტანა. 16 იანვარს კი თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან - R.T.D.-სთან და Millennium Builders Group-თან ხელშეკრულება გაწყვიტა. მიზეზი შესრულებული სამუშაოს უხარისხობა და შეთანხმებული ვადების შეუსრულებლობაა.
ახალი კონტრაქტები გაფორმდა სხვა კომპანიებთან: „ენკო“, „ფარმა“, „GEO გრუპი“ და „ბლექ სი გრუპი“ - მიუხედავად წარმოქმნილი პრობლემისა, მერიაში პირობა დადეს, რომ სამუშაოები დადგენილ ვადაში დასრულდება და გამზირზე მოძრაობა დათქმულ ვადაში აღდგება.
დაპირებისამებს, იანვრის ბოლოს გამზირზე ტრანსპორტის ორმხრივად მოძრაობა აღდგა.
დაპირებისამებრ, განახლებული გზა იანვრის ბოლოს სრულად გაიხსნა და ახლა ტროტუარები მოწესრიგდა.
გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.