https://sputnik-georgia.com/20240403/virusebis-sezoni-gaxangrzlivda-chxaidze-287160990.html
ვირუსების სეზონი გახანგრძლივდა - ექიმმა მიზეზები განმარტა
ვირუსების სეზონი გახანგრძლივდა - ექიმმა მიზეზები განმარტა
Sputnik საქართველო
ჩხაიძემ ასევე განაცხადა, რომ გახშირდა ყივანახველის შემთხვევები და კვლავ ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევებიც 03.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-03T22:09+0400
2024-04-03T22:09+0400
2024-04-03T22:09+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/13/249745505_0:103:1971:1212_1920x0_80_0_0_4ec1349b16e17b448a63ab04ecbdf404.jpg
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველოში სეზონური ვირუსების ცირკულაცია გახანგრძლივდა, თუმცა, პიკმა გადაიარა, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის თბილისის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.მისი თქმით, საქართველოში გრიპი ერთ-ერთი წამყვანი ვირუსია.„სეზონური ვირუსების ცირკულაცია გახანგრძლივდა. ნათელია, რომ მიუხედავად გაზაფხულის პერიოდისა, როდესაც მოლოდინი გვქონდა, რომ გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევები მკვეთრად შემცირდებოდა, ასეთი შემცირება არ არის", - განაცხადა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში".როგორც მედიკოსმა აღნიშნა, პიკი გადავლილია, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებელი მაინც მაღალი რჩება.ამასთან, ექიმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მძიმე შემთხვევების რაოდენობა თითქმის განახევრდა. ეს გამოწვეულია იმით, რომ წინა პერიოდთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა ინფიცირების მაჩვენებელი, რომელიც 35%-ს შეადგენდა.ქვეყანაში არსებული სურათი იმაზე მეტყველებს, რომ მწვავე რესპირატორული ინფექციების მქონე პაციენტების ექიმებთან მიმართვიანობა კვლავ მაღალია, თუმცა, კლინიკებში გრიპის ვირუსის მძიმე შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია.ჩხაიძის თქმით, სამივე ვირუსს, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება საქართველოში, დღეს განსხვავებული მიმდინარეობა აქვს:ჩხაიძემ ასევე განაცხადა, რომ გახშირდა ყივანახველის შემთხვევები, რომლისთვისაც დამახასიათებელია ხველის გახანგრძლივება - პაციენტებსი ხველა ორ თვემდე გრძელდება.აპრილიდან მოსალოდნელია გრიპის შემთხვევების მკვეთრი შემცირება და მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ქვეყანაში ეს დაავადებები აღარ უნდა დაფიქსირდეს, აღნიშნა ექიმმა. ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევებიც, მაგრამ მცირე რაოდენობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/13/249745505_219:0:1971:1314_1920x0_80_0_0_84bc2cd8842250c526cb17806423d104.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ვირუსების სეზონი გახანგრძლივდა - ექიმმა მიზეზები განმარტა
ჩხაიძემ ასევე განაცხადა, რომ გახშირდა ყივანახველის შემთხვევები და კვლავ ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევებიც
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველოში სეზონური ვირუსების ცირკულაცია გახანგრძლივდა, თუმცა, პიკმა გადაიარა, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის თბილისის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში გრიპი ერთ-ერთი წამყვანი ვირუსია.
„სეზონური ვირუსების ცირკულაცია გახანგრძლივდა. ნათელია, რომ მიუხედავად გაზაფხულის პერიოდისა, როდესაც მოლოდინი გვქონდა, რომ გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევები მკვეთრად შემცირდებოდა, ასეთი შემცირება არ არის", - განაცხადა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში".
როგორც მედიკოსმა აღნიშნა, პიკი გადავლილია, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებელი მაინც მაღალი რჩება.
ამასთან, ექიმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მძიმე შემთხვევების რაოდენობა თითქმის განახევრდა. ეს გამოწვეულია იმით, რომ წინა პერიოდთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა ინფიცირების მაჩვენებელი, რომელიც 35%-ს შეადგენდა.
ქვეყანაში არსებული სურათი იმაზე მეტყველებს, რომ მწვავე რესპირატორული ინფექციების მქონე პაციენტების ექიმებთან მიმართვიანობა კვლავ მაღალია, თუმცა, კლინიკებში გრიპის ვირუსის მძიმე შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია.
ჩხაიძის თქმით, სამივე ვირუსს, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება საქართველოში, დღეს განსხვავებული მიმდინარეობა აქვს:
გრიპის ვირუსს ახასიათებს მაღალი ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ზოგადი სისუსტე და ხველა.
რესპირატორულ-სინციტიურ ვირუსს თან ახლავს ხველა, თუმცა, მაღალი სიცხისა და თავის ტკივილის, კუნთებისა და სახსრების ტკივილის გარეშე. მოზარდებში შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, ხოლო 2-წლამდე ბავშვებში ბრონქიტი, რაც შეიძლება ჰოსპიტალიზაციის მიზეზი გახდეს.
რაც შეეხება რინოვირუსს, ის, წინა ორ ვირუსთან შედარებით, შედარებით მსუბუქია. ჩხაიძის თქმით, ეს არის ტიპური გაციება დაბალი ტემპერატურით და ყელის ოდნავი ტკივილით.
ჩხაიძემ ასევე განაცხადა, რომ გახშირდა ყივანახველის შემთხვევები, რომლისთვისაც დამახასიათებელია ხველის გახანგრძლივება - პაციენტებსი ხველა ორ თვემდე გრძელდება.
აპრილიდან მოსალოდნელია გრიპის შემთხვევების მკვეთრი შემცირება და მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ქვეყანაში ეს დაავადებები აღარ უნდა დაფიქსირდეს, აღნიშნა ექიმმა. ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევებიც, მაგრამ მცირე რაოდენობით.