რას ვჭამთ: თბილისის ერთ-ერთ საშაურმეში მომხმარებელი მოიწამლა

CC BY-SA 2.0 / stu_spivack / shawarmaშაურმა
შაურმა - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2024
გამოწერა
შაურმასა და შაურმისთვის განკუთვნილ შემწვარ ღორის ხორცში აღმოჩენილია სალმონელა, პროტეუსის ბაქტერია, ობის სოლო და სხვა ბაქტერიები
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე საშაურმე OK-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, უწყებაში თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან შევიდა შეტყობინება სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ.
ეპიდანამნეზის თანახმად, პაციენტი აღნიშნულ საზკვების ობიექტში ნაყიდი შაურმით მოიწამლა.
ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს თანამშრომლებმა აღნიშნულ კვების ობიექტში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს და სურსათის ნიმუშები აიღეს - გამოკვლევა ჩაუტარდა შაურმას ღორის ხორცით, შაურმისთვის განკუთვნილ შემწვარ ღორის ხორცს, სალათის ფოთოლს, ქათმის ბარკალს და გაყინული ღორის ხორცს.
„ლაბორატორიული კვლევის შედეგად შაურმასა და შაურმისთვის განკუთვნილ შემწვარ ღორის ხორცში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი - Salmonella, ასევე Proteus spp (პროტეუსის ბაქტერია), კოლიფორმები, აერობული მიკროორგანიზმები და ობის სოკოები“, აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შპს „მადლს“ კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე დაევალა გენერალური რეცხვა-დეზინფექციის ჩატარება, ინვენტარის ზედაპირებიდან ნიმუშების აღება და მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა.
საკვებისმიერი მოწამვლა არის დაავადება, რომელიც გამოწვეულია დაბინძურებული სურსათის მიღებით. უმეტეს შემთხვევაში, სურსათი დაბინძურებულია ბაქტერიებით ან ვირუსებით.
ყველა ახალი ამბავი
0