მიმოხილვა: დრონ Скат-350М-ის დაზვერვისა და დამიზნების სიმაღლეები

© photo: Sputnik / Станислав Красильников / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2024
გამოწერა
უკრაინულ საომარ ველზე რუსული არმია დრონების ტექნოლოგიურ სრულყოფას განაგრძობს.
ოპტიკურ-ელექტრონული დაზვერვისა და დამიზნების კონცერნ „კალაშნიკოვის“ უპილოტო საფრენი აპარატები "Скат-350М" პირველად წარსდგება უსაფრთხოების მოწინავე ტექნოლოგიების გამოფენაზე სანქტ-პერერბურგში, რომელიც დღეს იხსნება. გამოფენის ორგანიზატორია რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარების ფედერალური სამსახური. ორგანიზატორები ხაზგასმით აღნიშნავენ უპილოტო საფრენის აპარატების "Скат-350М" პირატესობებს, რომელიც სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში აქტიურად გამოიყენება. როგორც ცნობილია. რუსეთის გვარდიის სპეციალურმა ქვედანაყოფმა 17 მარტს აღმოაჩინა და გაანადგურა უკრაინული საცეცხლე რეაქტიული სისტემა REM-70 Vampire, რომელსაც ბელგოროდზე თავდასხმა უნდა განეხორციელებია.
სერიული დრონი "Скат-350М" არის, ძალიან ეფექტური უპილოტო საფრენი აპარატის Supercam 350 ძირეული მოდერნიზაციის შედეგი. ახალი საფრენი აპარატი თავის წინამორბედს ტექნიკური მაჩვენებლებით გაცილებით აღემატება.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ "Скат-350М"-ისა და სხვა უპილოტო აპარატების წარმოებას დიდ ყურადღებას უთმობს. თანამედროვე ბრძოლებში მათი ეფექტიანი გამოყენება სხვა თანამედროვე საშუალებებთან ერთად არის ყველაზე მაღალტექნოლოგიურ მოწინააღმდეგეზე გამარჯვების საწინდარი. შოიგუს ინფორმაციით, რუსეთში ყოველდღიურად ათასობით თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატი იწარმოება.

სრულყოფილება თვითმიზანი არ არის

დრონ "Скат-350М" -ის და სხვა სადაზვერვო (დარტყმითი) უპილოტო აპარატების სრულყოფის მიზანია არა აბსტრაქტული აღიარება (აღფრთოვანება) მსოფლიო საზოგადოების მხრიდან, არამედ მოწინააღმდეგეზე რუსეთის გამარჯვების დაჩქარება. როგორც გამოცემა Forbes -მა აღნიშნა, „რუსული მომაკვდინებელი ტანდემი - დრონები და არტილერია - ყოველდღიურად სულ უკეთესი ხდება“. დასავლეთს აშკარად აშფოთებს რუსული წარმოების საფრენი აპარატების რაოდენობა და ხარისხი“. ამ ტექნიკის გამოყენების შედეგად, რუსეთის ჯარები დამაჯერებლად მიიწევენ წინ, ეფექტიანად „უსწორდებიან“ უკრაინულ ქვედანაყოფებს, დასავლურ ჯავშანტექნიკას და „საბრძოლო მომზადების ნატოელ სტანდარტებს“. რუსეთის დრონები დ არტილერია ამერიკულ ტანკებს Abrams, Bradley, Patriot и HIMARS, გერმანულ „ლეოპარდებს“ და დასავლეთის სხვა საბრძოლო ტექნიკას გადარჩენის შანსს არ უტოვებენ.
ამავე დროს, რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალისტებმა სადაზვერვო-დარტყმითი ახალი სისტემის შექმნა სპეციალური სამხედრო ოპერაციამდე გაცილებით ადრე დაიწყეს. რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი ჯერ კიდევ 2018 წლის მარტში აღნიშნავდა, რომ ეს სისტემა ძალიან დიდ უპირატესობას მისცემს რუსულ ჯარს საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0