პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2024
გამოწერა
ცვლილებების თანახმად, პირველ ტურში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში", რომელიც გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დეპუტატების არჩევისა და პარტიული სიების ფორმირების წესის შეცვლას.
კანონმდებლებმა მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული პროექტი დგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის მეორე ტურის გაუქმების შესახებ 80 ხმით 13-ის წინააღმდეგ მიიღეს. ცვლილებების თანახმად, პირველ ტურში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.
მოქმედი კანონმდებლობით არჩევნების მეორე ტური ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებიდან ვერც ერთმა ვერ შეძლო ამომრჩეველთა ხმების 40%-ზე მეტის მიღება.
გარდა ამისა, ასევე, შემოდის ცნება - „დელეგატი“ და პარტია უფლებამოსილი იქნება, რომ პროპორციულ სიაში კონკრეტულ პარლამენტის წევრობის კანდიდატთან მიმართებაში დააფიქსიროს საარჩევნო ოლქის ნომერი. პარტიის სიებში ასევე მითითებული იქნება, თუ რომელ ოლქში არიან ისინი დელეგატები.
გარდა ამისა, პარლამენტმა ასევე პირველი მოსმენით მიიღო ოპოზიციური პარტია „გირჩის" მიერ ინიცირებული „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები.საკანონმდებლო ცვლილები საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული კვოტების გაუქმებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც სიის ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" კანონპრროექტი 82 ხმთ 13-ის წინააღმდეგ მიიღო.
მოქმედი კანონმდებლობით, 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი მაინც ქალი უნდა იყოს, ხოლო პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის ქალი პარტიული სიის ყოველ სამეულში უნდა იყოს.
ცვლილებები ძალაში პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის ხელოწერის შემდეგ შევა.
ყველა ახალი ამბავი
0