https://sputnik-georgia.com/20240403/genderuli-kvotebis-gauqmeba-parlamenti-kenchiskristvis-emzadeba-287143714.html
გენდერული კვოტების გაუქმება - პარლამენტი კენჭისყრისთვის ემზადება
გენდერული კვოტების გაუქმება - პარლამენტი კენჭისყრისთვის ემზადება
Sputnik საქართველო
გენდერული კვოტების გაუქმება თანასწორუფლებიანობისკენ გადადგმული ნაბიჯია, აცხადებენ „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების ინიციატორები. 03.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-03T13:00+0400
2024-04-03T13:00+0400
2024-04-03T13:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/17/283555467_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_283d6f7ac35e5cec7213aed95541c7ec.jpg
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში ოპოზიციური პარტია „გირჩის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი საარჩევნო სიებში გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით კვლავ კამათის საგანია - ოპოზიციის ნაწილი, განსაკუთრებით ქალი-დეპუტატები, ეწინააღმდეგებიან „საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებს, რომლის პირველი მოსმენით მიღებასაც პარლამენტი ოთხშაბათს აპირებს.საპარლამენტო არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე პარტია „გირჩმა“ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილების პროექტი საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ, რომლის მიხედვითაც სიის ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" კანონპრეოქტს მხარი დაუჭირა.ამასთან, კანონპროექტის ინიციატორებს ცვლილებების მხარდამჭერი არგუმენტები აქვთ. პარტია „გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის სანდრო რაქვიაშვილის განმარტებით, იდეოლოგიურად ქალებსა და მამაკაცებს თანაბარი უფლებები აქვთ და არ შეიძლება ხელოვნური პრივილეგიების დადგენა.საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ანრი ოხანაშვილის განმარტებით კი არსებული სტერეოტიპების დასანგრევად მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს. ეს უკვე „გირჩის" მეორე მცდელობაა საპარლამენტო არჩევნებისთვის შედგენილ პარტიულ სიებში გააუქმოს ქალების კვოტები. პარტიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წელს მიმართა, თუმცა მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.მოქმედი კანონმდებლობით, 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი მაინც ქალი უნდა იყოს, ხოლო პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის ქალი პარტიული სიის ყოველ სამეულში უნდა იყოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/17/283555467_264:309:2583:2048_1920x0_80_0_0_90f7486e57e48d3810a10530830b9c70.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , კანონმდებლობა, ახალი ამბები
გენდერული კვოტების გაუქმება - პარლამენტი კენჭისყრისთვის ემზადება
გენდერული კვოტების გაუქმება თანასწორუფლებიანობისკენ გადადგმული ნაბიჯია, აცხადებენ „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების ინიციატორები.
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში ოპოზიციური პარტია „გირჩის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი საარჩევნო სიებში გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით კვლავ კამათის საგანია - ოპოზიციის ნაწილი, განსაკუთრებით ქალი-დეპუტატები, ეწინააღმდეგებიან „საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებს, რომლის პირველი მოსმენით მიღებასაც პარლამენტი ოთხშაბათს აპირებს.
საპარლამენტო არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე პარტია „გირჩმა“ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილების პროექტი საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ, რომლის მიხედვითაც სიის ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" კანონპრეოქტს მხარი დაუჭირა.
„ისინი აუქმებენ კვოტებს და იმ მიღწევას, რაც „ქართული ოცნების“ წევრ ქალებს ჰქონდათ საქართველოში ყველა ქალისთვის. პირადად მე არ დავუჭერ მხარს ამ ინიციატივას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ინიციატივას შესაბამისი მხარდაჭერა არ ჰქონდეს“, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.
ამასთან, კანონპროექტის ინიციატორებს ცვლილებების მხარდამჭერი არგუმენტები აქვთ. პარტია „გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის სანდრო რაქვიაშვილის განმარტებით, იდეოლოგიურად ქალებსა და მამაკაცებს თანაბარი უფლებები აქვთ და არ შეიძლება ხელოვნური პრივილეგიების დადგენა.
„თუ პრივილეგიები, ამ შემთხვევაში კვოტების სახით, გაუქმდება, ეს იქნება თანასწორუფლებიანობისკენ გადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა რაქვიაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ანრი ოხანაშვილის განმარტებით კი არსებული სტერეოტიპების დასანგრევად მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს.
„ჩვენ შევძელით კვოტების საკითხის (საარჩევნო კოდექსი - რედ.) შეტანა, მაგრამ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ ეს არის დროებითი მექანიზმი და საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ასეთი რეგულაცია დისკრიმინაციულია. თუმცა, მისი დროებითი ხასიათი ამართლებს ასეთი რეგულაციის არსებობას“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
ეს უკვე „გირჩის" მეორე მცდელობაა საპარლამენტო არჩევნებისთვის შედგენილ პარტიულ სიებში გააუქმოს ქალების კვოტები. პარტიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წელს მიმართა, თუმცა მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მოქმედი კანონმდებლობით, 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი მაინც ქალი უნდა იყოს, ხოლო პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის ქალი პარტიული სიის ყოველ სამეულში უნდა იყოს.