https://sputnik-georgia.com/20240403/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-3-aprili-287131958.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 აპრილი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 აპრილი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები. 03.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-03T00:15+0400
2024-04-03T00:15+0400
2024-04-03T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/1c/285298490_0:429:2113:1618_1920x0_80_0_0_48537b6d542bd63eeac44ef4549a5510.jpg
დღეს 2024 წლის 3 აპრილია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.დღეს სიტყვა „მინდა“ უფრო ძლიერად და დამაჯერებლად გაიჟღერებს, ვიდრე სიტყვა „საჭიროა“. ანუ ადამიანები თავს რაღაც-რაღაცების უფლებას მისცემენ: ტორტის ზედმეტი ნაჭერი, გამოძინება, არასაჭირო ნივთის ყიდვა, ფლირტი, მნიშვნელოვანი საქმეების გადადება და მეგობრებთან შეხვედრაზე წასვლა და ა.შ. ასტროლოგების გაფრთხილებაა, რომ ასეთ შემთხვევაში ზედმეტი არ მოგივიდეთ და თავი არ დაკარგოთ, „მჩატე“ საქციელი სანანებელი არ გაგიხდეთ.ვერძი: დღეს თქვენი ოცნებები და ფანტაზიები იმდენად კაშკაშა იქნება, რომ რეალობაზეც კი შეუძლია გავლენის მოხდენა. ამიტომ არა მხოლოდ უნდა „იფრინოთ ოცნებების ღრუბლებში“, არამედ მისგან სარგებელიც მიიღოთ. ეს ნიშნავს, რომ მათზე ყურადღების კონცენტრირება უნდა მოახდინოთ. მოგეხსენებათ, ადამიანის ფიქრსა და სიტყვას დიდი ძალა აქვს, ამდენად, ამ ფანტაზიის ვიზუალიზირებით გაიზრდება თქვენი ოცნების ახდენის შანსი. სცადეთ, სხვაგვარად ვერ გაიგებთ, მართალია თუ არა ეს.კურო: დღეს თქვენთვის აუცილებელია, რომ რამე ახალი მოსინჯოთ – თქვენს ცნობისმოყვარეობას საზღვრები არა აქვს. ყველაზე კარგად გამოგივათ სწავლა, სამეცნიერო მუშაობა... ამასთან, კარგი იქნება, თუ თეორიას პრაქტიკასა და გამოცდილებასაც დაურთავთ. ამასთან, უბრალო სადილის მომზადების დროსაც კი შეგიძლიათ სიახლე შეიტანოთ კერძის მომზადებისას. ასევე დღეს არაჩვეულებრივი თანამოსაუბრე იქნებით – უფრო კი მსმენელი, ვიდრე მოსაუბრე.ტყუპი: დღეს ურთიერთობების დროა. შესაძლოა, არც გინდოდეთ, მაგრამ ბედი მაინც გაიძულებთ, გარეთ გახვიდეთ და გული გახსნათ ადამიანებთან კონტაქტებისთვის. არც ინანებთ – გელოდებათ საინტერესო შეხვედრები, ნაცნობობა. ურთიერთობების დროს, არაა გამორიცხული, ძალზე საინტერესო იდეაც გაგიჩნდეთ, ხოლო რომანტიკული შეხვედრა კი დიდ სიყვარულში გადაიზარდოს.კირჩხიბი: რა მიზანიც არ უნდა დაისახოთ დღეს, მასთან მიახლოების ყველენაირი შანსი გაქვთ. ხართ მტკიცე, საკუთარ თავში დარწმუნებული და გაქვთ უზარმაზარი შინაგანი ენერგია. ამ თვისებების წყალობით ნებისმიერი ვითარების თქვენთვის სასარგებლოდ შემობრუნება და სანუკვარ მიზანთან მიახლოება შეგიძლიათ. თუ დიდი ხანია, გეგმა გაქვთ ჩაფიქრებული, ახლა მოქმედების დროა – საკუთარი ბედი თავად უნდა „გამოჭედოთ“.ლომი: დღეს გრძნობის ყველა ორგანო გექნებათ გამძაფრებული: სმენა, მხედველობა, გემო, შეხება თუ ყნოსვა. ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიყენოთ ეს იმისთვის, რომ ნამდვილი სიამოვნება მიიღოთ ისეთი მარტივი რამეებისგან, როგორიცაა მუსიკა, კინო, გემრიელი საკვები ან საყვარელი ადამიანის შეხება. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ გრძნობებს აღძრავს თქვენში. ამავე დროს სათანადო სიმაღლეზე იქნება მეექვსე გრძნობაც – ინტუიცია, რომელიც შეცდომებისგან გიხსნით.ქალწული: დღეს ზედმეტად კატეგორიული იქნებით, სამყაროს მხოლოდ შავ და თეთრ ფერებში დაინახავთ, თქვენთვის იქნება მხოლოდ „კი“ და „არა“, „კარგი“ და „ცუდი“, დანარჩენი, მესამე ვარიანტი თითქოს არ იარსებებს. გარშემომყოფებს თქვენი კატეგორიულობა და მომთხოვნელობა არ მოეწონებათ. კონფლიქტი რომ არ მოხდეს, მომთმენი იყავით ადამიანებისა და მათი ნაკლოვანებების მიმართ. ამასთან, აჯობებს გაიხსენოთ, რომ შავისა და თეთრის გარდა უამრავი ფერი არსებობს.სასწორი: დღეს თქვენში ჭარბად იქნება კაშკაშა ემოციები. ამის წყალობით, სადაც არ უნდა იყოთ, ყველგან გაიბრწყინებთ. ამას ერთადერთი მინუსი ის ექნება, რომ მძლავრი ემოციური ფონის გამო ყოფითი საქმეების მოგვარება გაგიჭირდებათ, უყურადღებობის გამო ისეთი საქმეები, რომლებიც დიდ გულისყურს მოითხოვს, შეიძლება დაზარალდეს. სამაგიეროდ, არაჩვეულებრივად იგრძნობთ თავს იქ, სადაც ცხოვრება ჩქეფს.მორიელი: დღეს შესაძლებელია, რომ თქვენს წარსულს შეეჯახოთ. ეს შეიძლება იყოს ძველი ფოტოალბომი ან მოულოდნელად გაჩენილი მოგონებები. არც ისაა გამორიცხული, რომ დიდი ხნის უნახავ ადამიანს შეხვდეთ, ან, სულაც, ოჯახის რაღაც საიდუმლომ იჩინოს თავი, ან, ბოლოს და ბოლოს, ბავშვობის მოგონებები გაიხსენოთ. უამრავი ვარიანტი შეიძლება იყოს, რაც წარსულს უკავშირდება თავისი ფესვებით, ასე რომ, მოემზადეთ წარსულთან შესახვედრად.მშვილდოსანი: თქვენი კომუნიკაბელურობის წყალობით საერთო ენას, პრაქტიკულად, ყველასთან გამონახავთ. არ გაკლიათ ქარიზმა, საკუთარ ენთუაზიაზმს სხვებსაც გადასცემთ. ასეთი განწყობით უამრავი რამ გამოგივათ: კარიერული წინსვლა, მოლაპარაკებები, პროექტებში გამარჯვება. თუ გსურთ ხელმძღვანელობისთვის საკუთარი იდეის წარდგენა, გარშემომყოფებში მხარდაჭერის პოვნა, ან, სულაც, სიყვარულში გამოტყდომა, მაშინ – წინ! ამისთვის უკეთეს დროს ვერ შეარჩევთ.თხის რქა: დღეს ფულთან მიმართებით ძალზე „ქარაფშუტულად“ იქცევით. თქვენში ავანტიურული სული გაიღვიძებს და მზად ხართ, ყველაფერი ერთმანეთის მიყოლებით იყიდოთ, თანხა საეჭვო პროექტებში ჩადოთ, ანუ, ფული ქარს გაატანოთ. ამასთან, სულ იოლად შეიძლება გახდეთ თაღლითების მსხვერპლი. თუ გინდათ, რომ „ჯიბეგაფხეკილი“ არ დარჩეთ, თითოეული თეთრი უნდა გააკონტროლოთ, მაგრამ ყველაფერს აჯობებს, თუ საერთოდ გადადებთ საყიდლებზე წასვლას ან ფინანსურ საქმეებს სხვა დღისთვის.მერწყული: დღეს თქვენი საქმეები ძალიან მსუბუქად წავა, თითქოს, თავისთავად განვითარდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გზაზე დაბრკოლებები არ გადაგეღობებათ. უბრალოდ, მათ გვერდს ძალზე მოხერხებულად აუვლით, ზოგს ვერც კი შენიშნავთ და ეს, უმთავრესად, თქვენი ინტუიციისა და ცხოვრებისადმი პოზიტიური განწყობის წყალობით მოხდება. ხომ ცნობილია, რომ კარგი განწყობის წინაშე ნებისმიერი სირთულე უკან იხევს, თქვენი პოზიტივი კი დღეს გარშემომყოფებსაც „ეყოფა“.თევზები: დღეს წინააღმდეგობრივი ემოციებით იქნებით აღსავსე, რომლებმაც მთლიანად შეიძლება ჩაგითრიონ. ძალიან გაჭირდება ამ ემოციებისგან თავის დაღწევა და ამასთან, მომატებული იქნება სპონტანური მოქმედებების სურვილი. აქედან გამომდინარე, დღევანდელი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, თქვენთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდეს. თუ არ გსურთ, რომ იმპულსური საქციელის გამო შეცდომები დაუშვათ, თავი ხელში უნდა აიყვანოთ და ემოციები აკონტროლოთ.
https://sputnik-georgia.com/20180413/ramdenad-emociuri-xarT-zodiaqos-niSnis-mixedviT-239985699.html
https://sputnik-georgia.com/20190829/zodiaqos-niSnebi-saWesTan-rogori-mZRoli-xarT-246347814.html
https://sputnik-georgia.com/20230825/zodiaqos-nisnebis-reitingi-saxumaro-profesia-coli-281653717.html
https://sputnik-georgia.com/20220111/zodiaqo-reitingebi-siyvaruli-megobroba-musaoba-263516202.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/1c/285298490_0:231:2113:1816_1920x0_80_0_0_0734962c8d0fbc82a6f2fbb028d22e6d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
დღეს 2024 წლის 3 აპრილია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
დღეს სიტყვა „მინდა“ უფრო ძლიერად და დამაჯერებლად გაიჟღერებს, ვიდრე სიტყვა „საჭიროა“. ანუ ადამიანები თავს რაღაც-რაღაცების უფლებას მისცემენ: ტორტის ზედმეტი ნაჭერი, გამოძინება, არასაჭირო ნივთის ყიდვა, ფლირტი, მნიშვნელოვანი საქმეების გადადება და მეგობრებთან შეხვედრაზე წასვლა და ა.შ. ასტროლოგების გაფრთხილებაა, რომ ასეთ შემთხვევაში ზედმეტი არ მოგივიდეთ და თავი არ დაკარგოთ, „მჩატე“ საქციელი სანანებელი არ გაგიხდეთ.
ვერძი: დღეს თქვენი ოცნებები და ფანტაზიები იმდენად კაშკაშა იქნება, რომ რეალობაზეც კი შეუძლია გავლენის მოხდენა. ამიტომ არა მხოლოდ უნდა „იფრინოთ ოცნებების ღრუბლებში“, არამედ მისგან სარგებელიც მიიღოთ. ეს ნიშნავს, რომ მათზე ყურადღების კონცენტრირება უნდა მოახდინოთ. მოგეხსენებათ, ადამიანის ფიქრსა და სიტყვას დიდი ძალა აქვს, ამდენად, ამ ფანტაზიის ვიზუალიზირებით გაიზრდება თქვენი ოცნების ახდენის შანსი. სცადეთ, სხვაგვარად ვერ გაიგებთ, მართალია თუ არა ეს.
კურო: დღეს თქვენთვის აუცილებელია, რომ რამე ახალი მოსინჯოთ – თქვენს ცნობისმოყვარეობას საზღვრები არა აქვს. ყველაზე კარგად გამოგივათ სწავლა, სამეცნიერო მუშაობა... ამასთან, კარგი იქნება, თუ თეორიას პრაქტიკასა და გამოცდილებასაც დაურთავთ. ამასთან, უბრალო სადილის მომზადების დროსაც კი შეგიძლიათ სიახლე შეიტანოთ კერძის მომზადებისას. ასევე დღეს არაჩვეულებრივი თანამოსაუბრე იქნებით – უფრო კი მსმენელი, ვიდრე მოსაუბრე.
ტყუპი: დღეს ურთიერთობების დროა. შესაძლოა, არც გინდოდეთ, მაგრამ ბედი მაინც გაიძულებთ, გარეთ გახვიდეთ და გული გახსნათ ადამიანებთან კონტაქტებისთვის. არც ინანებთ – გელოდებათ საინტერესო შეხვედრები, ნაცნობობა. ურთიერთობების დროს, არაა გამორიცხული, ძალზე საინტერესო იდეაც გაგიჩნდეთ, ხოლო რომანტიკული შეხვედრა კი დიდ სიყვარულში გადაიზარდოს.
კირჩხიბი: რა მიზანიც არ უნდა დაისახოთ დღეს, მასთან მიახლოების ყველენაირი შანსი გაქვთ. ხართ მტკიცე, საკუთარ თავში დარწმუნებული და გაქვთ უზარმაზარი შინაგანი ენერგია. ამ თვისებების წყალობით ნებისმიერი ვითარების თქვენთვის სასარგებლოდ შემობრუნება და სანუკვარ მიზანთან მიახლოება შეგიძლიათ. თუ დიდი ხანია, გეგმა გაქვთ ჩაფიქრებული, ახლა მოქმედების დროა – საკუთარი ბედი თავად უნდა „გამოჭედოთ“.
ლომი: დღეს გრძნობის ყველა ორგანო გექნებათ გამძაფრებული: სმენა, მხედველობა, გემო, შეხება თუ ყნოსვა. ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიყენოთ ეს იმისთვის, რომ ნამდვილი სიამოვნება მიიღოთ ისეთი მარტივი რამეებისგან, როგორიცაა მუსიკა, კინო, გემრიელი საკვები ან საყვარელი ადამიანის შეხება. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ გრძნობებს აღძრავს თქვენში. ამავე დროს სათანადო სიმაღლეზე იქნება მეექვსე გრძნობაც – ინტუიცია, რომელიც შეცდომებისგან გიხსნით.
ქალწული: დღეს ზედმეტად კატეგორიული იქნებით, სამყაროს მხოლოდ შავ და თეთრ ფერებში დაინახავთ, თქვენთვის იქნება მხოლოდ „კი“ და „არა“, „კარგი“ და „ცუდი“, დანარჩენი, მესამე ვარიანტი თითქოს არ იარსებებს. გარშემომყოფებს თქვენი კატეგორიულობა და მომთხოვნელობა არ მოეწონებათ. კონფლიქტი რომ არ მოხდეს, მომთმენი იყავით ადამიანებისა და მათი ნაკლოვანებების მიმართ. ამასთან, აჯობებს გაიხსენოთ, რომ შავისა და თეთრის გარდა უამრავი ფერი არსებობს.
სასწორი: დღეს თქვენში ჭარბად იქნება კაშკაშა ემოციები. ამის წყალობით, სადაც არ უნდა იყოთ, ყველგან გაიბრწყინებთ. ამას ერთადერთი მინუსი ის ექნება, რომ მძლავრი ემოციური ფონის გამო ყოფითი საქმეების მოგვარება გაგიჭირდებათ, უყურადღებობის გამო ისეთი საქმეები, რომლებიც დიდ გულისყურს მოითხოვს, შეიძლება დაზარალდეს. სამაგიეროდ, არაჩვეულებრივად იგრძნობთ თავს იქ, სადაც ცხოვრება ჩქეფს.
მორიელი: დღეს შესაძლებელია, რომ თქვენს წარსულს შეეჯახოთ. ეს შეიძლება იყოს ძველი ფოტოალბომი ან მოულოდნელად გაჩენილი მოგონებები. არც ისაა გამორიცხული, რომ დიდი ხნის უნახავ ადამიანს შეხვდეთ, ან, სულაც, ოჯახის რაღაც საიდუმლომ იჩინოს თავი, ან, ბოლოს და ბოლოს, ბავშვობის მოგონებები გაიხსენოთ. უამრავი ვარიანტი შეიძლება იყოს, რაც წარსულს უკავშირდება თავისი ფესვებით, ასე რომ, მოემზადეთ წარსულთან შესახვედრად.
მშვილდოსანი: თქვენი კომუნიკაბელურობის წყალობით საერთო ენას, პრაქტიკულად, ყველასთან გამონახავთ. არ გაკლიათ ქარიზმა, საკუთარ ენთუაზიაზმს სხვებსაც გადასცემთ. ასეთი განწყობით უამრავი რამ გამოგივათ: კარიერული წინსვლა, მოლაპარაკებები, პროექტებში გამარჯვება. თუ გსურთ ხელმძღვანელობისთვის საკუთარი იდეის წარდგენა, გარშემომყოფებში მხარდაჭერის პოვნა, ან, სულაც, სიყვარულში გამოტყდომა, მაშინ – წინ! ამისთვის უკეთეს დროს ვერ შეარჩევთ.
თხის რქა: დღეს ფულთან მიმართებით ძალზე „ქარაფშუტულად“ იქცევით. თქვენში ავანტიურული სული გაიღვიძებს და მზად ხართ, ყველაფერი ერთმანეთის მიყოლებით იყიდოთ, თანხა საეჭვო პროექტებში ჩადოთ, ანუ, ფული ქარს გაატანოთ. ამასთან, სულ იოლად შეიძლება გახდეთ თაღლითების მსხვერპლი. თუ გინდათ, რომ „ჯიბეგაფხეკილი“ არ დარჩეთ, თითოეული თეთრი უნდა გააკონტროლოთ, მაგრამ ყველაფერს აჯობებს, თუ საერთოდ გადადებთ საყიდლებზე წასვლას ან ფინანსურ საქმეებს სხვა დღისთვის.
მერწყული: დღეს თქვენი საქმეები ძალიან მსუბუქად წავა, თითქოს, თავისთავად განვითარდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გზაზე დაბრკოლებები არ გადაგეღობებათ. უბრალოდ, მათ გვერდს ძალზე მოხერხებულად აუვლით, ზოგს ვერც კი შენიშნავთ და ეს, უმთავრესად, თქვენი ინტუიციისა და ცხოვრებისადმი პოზიტიური განწყობის წყალობით მოხდება. ხომ ცნობილია, რომ კარგი განწყობის წინაშე ნებისმიერი სირთულე უკან იხევს, თქვენი პოზიტივი კი დღეს გარშემომყოფებსაც „ეყოფა“.
თევზები: დღეს წინააღმდეგობრივი ემოციებით იქნებით აღსავსე, რომლებმაც მთლიანად შეიძლება ჩაგითრიონ. ძალიან გაჭირდება ამ ემოციებისგან თავის დაღწევა და ამასთან, მომატებული იქნება სპონტანური მოქმედებების სურვილი. აქედან გამომდინარე, დღევანდელი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, თქვენთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდეს. თუ არ გსურთ, რომ იმპულსური საქციელის გამო შეცდომები დაუშვათ, თავი ხელში უნდა აიყვანოთ და ემოციები აკონტროლოთ.