https://sputnik-georgia.com/20240403/cnobilma-iutuberma-saqartveloze-pilmi-gadaigo-287141956.html
ცნობილმა ბრიტანელმა იუთუბერმა საქართველოზე ფილმი გადაიღო
ცნობილმა ბრიტანელმა იუთუბერმა საქართველოზე ფილმი გადაიღო
Sputnik საქართველო
ფილმში საქართველოს ტურისტული პოტენციალია წარმოჩენილი. 03.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-03T14:11+0400
2024-04-03T14:11+0400
2024-04-03T14:11+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251905919_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_59403f13b2a41206d5a6d72d5a6ec02d.jpg
თბილისი, 3 აპრილი— Sputnik. მოგზაურმა ინფლუენსერმა კარლ ვოთსონმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ Youtube-ზე დოკუმენტური ფილმი მოამზადა, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.დოკუმენტური ფილმი Midnight Train To Georgia რამდენიმე ეპიზოდისგან შედგება. ფილმში კარლ ვოთსონი მაყურებელს ლონდონიდან თბილისამდე მოგზაურობის შესახებ მოუთხრობს.ფილმში ნაჩვენებია თბილისის ისტორიული უბნები, ეკლესიები, კვების ობიექტები, ქართული კერძები, ღვინო. ინფლუენსერმა Youtube-ის მომხმარებელს ასევე გააცნო გუდაური, სამთო კურორტის ინფრასტრუქტურა, დაბა სტეფანწმინდა და გერგეტის სამება. კარლ ვოთსონმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საერთაშორისო ციფრული კონფერენციის TRAVERSE ფარგლებში იმოგზაურა.ბრიტანელი იუთუბერის ფილმში ასევე მოხვდა TRAVERSE-ის ფარგლებში თბილისში გამართული კონფერენციაც, რომელსაც ესწრებოდა 180-მდე ინფლუენსერი დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.ციფრული კონფერენცია TRAVERSE თბილისში 30 იანვარი-10 თებერვლის პერიოდში გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში, ინფლუენსერებმა თბილისში, მესტიაში, გუდაურსა და სხვა ადგილებში იმოგზაურეს და საქართველოს შესახებ ბლოგები, პოსტები, სთორები და ვიდეორგოლები მოამზადეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251905919_166:0:2835:2002_1920x0_80_0_0_ad343d39e017c87238d98e3ad2a6d949.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საზოგადოება, ახალი ამბები
ცნობილმა ბრიტანელმა იუთუბერმა საქართველოზე ფილმი გადაიღო
ფილმში საქართველოს ტურისტული პოტენციალია წარმოჩენილი.
თბილისი, 3 აპრილი— Sputnik. მოგზაურმა ინფლუენსერმა კარლ ვოთსონმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ Youtube-ზე დოკუმენტური ფილმი მოამზადა, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დოკუმენტური ფილმი Midnight Train To Georgia რამდენიმე ეპიზოდისგან შედგება. ფილმში კარლ ვოთსონი მაყურებელს ლონდონიდან თბილისამდე მოგზაურობის შესახებ მოუთხრობს.
ფილმში ნაჩვენებია თბილისის ისტორიული უბნები, ეკლესიები, კვების ობიექტები, ქართული კერძები, ღვინო. ინფლუენსერმა Youtube-ის მომხმარებელს ასევე გააცნო გუდაური, სამთო კურორტის ინფრასტრუქტურა, დაბა სტეფანწმინდა და გერგეტის სამება.
კარლ ვოთსონმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საერთაშორისო ციფრული კონფერენციის TRAVERSE ფარგლებში იმოგზაურა.
ბრიტანელი იუთუბერის ფილმში ასევე მოხვდა TRAVERSE-ის ფარგლებში თბილისში გამართული კონფერენციაც, რომელსაც ესწრებოდა 180-მდე ინფლუენსერი დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ციფრული კონფერენცია TRAVERSE თბილისში 30 იანვარი-10 თებერვლის პერიოდში გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში, ინფლუენსერებმა თბილისში, მესტიაში, გუდაურსა და სხვა ადგილებში იმოგზაურეს და საქართველოს შესახებ ბლოგები, პოსტები, სთორები და ვიდეორგოლები მოამზადეს.