https://sputnik-georgia.com/20240402/tbc-capital-saqartvelos-ekonomikuri-zrdis-prognozi-gazarda-287136690.html
TBC Capital-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2024 წელს გაზარდა
TBC Capital-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2024 წელს გაზარდა
Sputnik საქართველო
2021 წლის აპრილიდან საქართველოში ეკონომიკური აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს. 02.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-02T20:35+0400
2024-04-02T20:35+0400
2024-04-02T20:35+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268486575_0:256:2730:1792_1920x0_80_0_0_cedb36d630f4cf151fca146ac259bfbe.jpg
თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საბაზო სცენარის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 6%-ს გადააჭარბებს, ნათქვამია TBC Capital-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში. მანამდე ანალიტიკოსები საქართველოს მშპ-ის 5,6%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ. მათი აზრით, ბოლო მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერ ეკონომიკურ ზრდაზე მიუთითებს.საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის თებერვალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,5% შეადგინა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან, 2023 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 7,7% შეადგინა.როგორც TBC Capital-ი აღნიშნავს, სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა უცხოური ვალუტის შემოდინებისა და საინვესტიციო მოთხოვნის ზრდა, ამჯერად ანალიტიკოსებმა დამატებით გამოყვეს საკმაოდ მაღალი ფისკალური სტიმული წლის დასაწყისიდან, ასევე, მარტის მონაცემებზე დაყრდნობით, მიგრაციის ეფექტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11% იყო, ხოლო 2023 წელს - 7,5%.მშპ-ის ზრდის პროგნოზისაქართველოს ეროვნული ბანკი ეკონომიკურ ზრდას 5%-ის ფარგლებში ელოდება. Galt & Taggart-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, ოპტიმისტურ სცენარში კი 7%-იანი ზრზაა მოსალოდნელი.რაც შეეხება მსოფლიო ბანკს, მისი პროგნოზით 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 4,8%-ით გაიზრდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268486575_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_cef1e356d6ee8556a2961ce2ca151f5a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
TBC Capital-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2024 წელს გაზარდა
2021 წლის აპრილიდან საქართველოში ეკონომიკური აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს.
თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საბაზო სცენარის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 6%-ს გადააჭარბებს, ნათქვამია TBC Capital-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.
მანამდე ანალიტიკოსები საქართველოს მშპ-ის 5,6%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ. მათი აზრით, ბოლო მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერ ეკონომიკურ ზრდაზე მიუთითებს.
„ამ ფონზეც კი, თებერვალში ეკონომიკის 9,5%-ით ზრდამ მოლოდინს გადააჭარბა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის თებერვალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,5% შეადგინა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან, 2023 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 7,7% შეადგინა.
როგორც TBC Capital-ი აღნიშნავს, სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა უცხოური ვალუტის შემოდინებისა და საინვესტიციო მოთხოვნის ზრდა, ამჯერად ანალიტიკოსებმა დამატებით გამოყვეს საკმაოდ მაღალი ფისკალური სტიმული წლის დასაწყისიდან, ასევე, მარტის მონაცემებზე დაყრდნობით, მიგრაციის ეფექტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11% იყო, ხოლო 2023 წელს - 7,5%.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეკონომიკურ ზრდას 5%-ის ფარგლებში ელოდება. Galt & Taggart-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, ოპტიმისტურ სცენარში კი 7%-იანი ზრზაა მოსალოდნელი.
რაც შეეხება მსოფლიო ბანკს, მისი პროგნოზით 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 4,8%-ით გაიზრდება.